"გურიის" პრეზიდენტის შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

"გურიის" პრეზიდენტის შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ლანჩხუთის "გურიის" პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის შვილი, სერგი მირზაშვილი "მიხაილოვის" საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტის შვილს, 21 წლის სერგი მირზაშვილს 21 მარტს წერეთლის გამზირზე, საკუთარ სახლთან ესროლეს. მეზობლების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სერგი ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრეს, სახლში მარტო დატოვეს, შემდეგ კი სასწრაფოში ტაქსის მძღოლის ტელეფონით დარეკეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

წყარო: "გურიის მოამბე"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია