საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში
ირაკლი ღარიბაშვილი - არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში

არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მისი და­ბა­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ნი­დერ­ლან­დებ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მთა­ვა­რი რჩე­ვა, რო­მე­ლიც ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბის დროს მი­ვი­ღე, არის, რომ არ მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს და იგ­ნო­რი­რე­ბა გა­ვუ­კე­თოთ ამ ის­ტე­რი­ას", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მან ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში ვი­ზი­ტის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა და ჩა­ტა­რე­ბულ ფო­რუმს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უწო­და. "ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იყო ეს ფო­რუ­მი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა. მსოფ­ლიო ლი­დე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ გა­ეც­ვა­ლათ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რია, რო­მელ­საც მსოფ­ლიო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორ­მხრივ შეხ­ვედ­რებ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი და მო­ლო­დი­ნი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად, დრო­ზე ადრე ხელ­მო­წე­რი­სა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, მსოფ­ლიო ლი­დერ­თა მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მზა­ო­ბა არ­სე­ბობს. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ახლო მო­მა­ვალ­ში მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი ეს­ტუმ­რე­ბა. მათ შო­რის: საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი, შვე­ი­ცა­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი დი­დი­ერ ბურკჰალ­ტე­რი, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზო, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ჰერ­მან ვან რომ­პეი, პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დო­ნალდ ტუს­კი და და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მარ­ტინ ლა­იდ­გარ­დი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი - არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში

ირაკლი ღარიბაშვილი - არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში

არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მთავარი რჩევა, რომელიც ორმხრივი შეხვედრების დროს მივიღე, არის, რომ არ მივაქციოთ ყურადღება შექმნილ აჟიოტაჟს და იგნორირება გავუკეთოთ ამ ისტერიას", - აღნიშნა პრემიერმა.

მან ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ჩატარებულ ფორუმს მნიშვნელოვანი უწოდა. "ძალიან სასარგებლო იყო ეს ფორუმი, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. მსოფლიო ლიდერებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ თავიანთი მოსაზრებები. საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე გამოიკვეთა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი და მოლოდინი ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად, დროზე ადრე ხელმოწერისა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ლიდერთა მხრიდან საქართველოში ვიზიტების განხორციელების მზაობა არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლო მომავალში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი ესტუმრება. მათ შორის: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიერ ბურკჰალტერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლაიდგარდი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა