მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ერისიონს'' რუსეთში კონცერტები არ გაუუქმებია?! - რა პრობლემებია ანსამბლის შიგნით
''ერისიონს'' რუსეთში კონცერტები არ გაუუქმებია?! - რა პრობლემებია ანსამბლის შიგნით

სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ალ­ბათ, ახ­სოვს ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის გან­ცხა­დე­ბა რუ­სეთ­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც, მისი თქმით, ჯა­რი­მე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა ან­სამ­ბლის წევ­რებ­თან რუ­სეთ­ში გას­ტრო­ლის თემა ისევ წა­მოს­წია... ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი მო­ცეკ­ვა­ვე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ან­სამ­ბლში არ­სე­ბულ სხვა პრობ­ლე­მებ­ზეც გვიყ­ვე­ბა...

- რო­დე­საც ბა­ტონ­მა ჯე­მალ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე. მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ჩვე­ნი წყა­რო­ე­ბი და კავ­ში­რე­ბი გვაქვს და გა­ვი­გეთ, რომ რუ­სეთ­ში ან­სამ­ბლი "სა­მა­ი­აც" მი­დი­ო­და. მას ბევ­რად უკე­თე­სი პი­ა­რი აქვს, რად­გან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პრო­დი­უ­სე­რი ჰყავს.

მისი ტურ­ნე უკვე და­ი­წყო და ჭკუ­ა­სე­ლის ყოყ­მა­ნი, წას­ვლა-არ­წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სწო­რედ იმ ან­სამ­ბლის გას­ტრო­ლე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი... ჩვე­ნი ან­სამ­ბლის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთ­ში არც კი გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა რუ­სე­თის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, სა­დაც კი გას­ტრო­ლი გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი 5 აპ­რილს ქა­ლაქ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში გვაქვს და­გეგ­მი­ლი. მე მყავს მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც უკვე ნა­ყი­დი აქვთ ბი­ლე­თე­ბი... აქ სხვა რა­მე­შია საქ­მე და თუ რაში, ალ­ბათ, მალე გა­ირ­კვე­ვა.

რო­დე­საც სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი და­ქი­რა­ვე­ბულ-და­ჯავ­შნი­ლია, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, თუ არ ვცდე­ბი, სამი თვით ადრე შე­იძ­ლე­ბა კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ამის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, უზარ­მა­ზა­რი ჯა­რი­მაა. ამის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, იცის ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვას მა­ინც გა­ნაგ­რძობს. სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა გვი­თხრა, რომ ვი­ზებს ვე­ლო­დე­ბით... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წა­ვალთ. იტყვი­ან, დიდი ჯა­რი­მა დაგ­ვა­კის­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბით კრემ­ლმა და ამის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს არ აქ­ვსო, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, წა­ვი­დე­თო... სა­ერ­თოდ კი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ბა­ტონ ჯე­მალს, თო­რემ ბევ­რი რამე გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბო­და...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ მას ასე­თი რა­მე­ე­ბი სჩ­ვე­ვია. შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ ჯა­რი­მის გა­დახ­დამ მო­უ­წია და მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ფული და­აკ­ლოს, ან სა­ერ­თოდ არ მის­ცეს, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი იქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვია... ერთხელ რუ­სეთ­ში ტურ­ნე­ზე თვითმფრი­ნა­ვით წა­ვე­დით და ბი­ლე­თე­ბის ფული დაგ­ვიქ­ვი­თა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

''ერისიონს'' რუსეთში კონცერტები არ გაუუქმებია?! - რა პრობლემებია ანსამბლის შიგნით

''ერისიონს'' რუსეთში კონცერტები არ გაუუქმებია?! - რა პრობლემებია ანსამბლის შიგნით

საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს ანსამბლ ''ერისიონის'' სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის განცხადება რუსეთში დაგეგმილი კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც, მისი თქმით, ჯარიმები მოჰყვებოდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯემალ ჭკუასელმა ანსამბლის წევრებთან რუსეთში გასტროლის თემა ისევ წამოსწია... ამის შესახებ ერთ-ერთი მოცეკვავე საუბრობს, რომელიც ანსამბლში არსებულ სხვა პრობლემებზეც გვიყვება...

- როდესაც ბატონმა ჯემალმა ეს განცხადება გააკეთა, ყველამ ვიცოდით, რომ სინამდვილეში სხვა რაღაცაში იყო საქმე. მოცეკვავეებს ჩვენი წყაროები და კავშირები გვაქვს და გავიგეთ, რომ რუსეთში ანსამბლი ''სამაიაც'' მიდიოდა. მას ბევრად უკეთესი პიარი აქვს, რადგან ძალიან აქტიური პროდიუსერი ჰყავს.

მისი ტურნე უკვე დაიწყო და ჭკუასელის ყოყმანი, წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით, სწორედ იმ ანსამბლის გასტროლებით არის განპირობებული... ჩვენი ანსამბლის კონცერტების გაუქმების შესახებ ინფორმაცია რუსეთში არც კი გავრცელებულა. ბილეთების გაყიდვა რუსეთის ყველა ქალაქში, სადაც კი გასტროლი გვქონდა დაგეგმილი, ჩვეულებრივად გრძელდება. პირველი კონცერტი 5 აპრილს ქალაქ ეკატერინბურგში გვაქვს დაგეგმილი. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც უკვე ნაყიდი აქვთ ბილეთები... აქ სხვა რამეშია საქმე და თუ რაში, ალბათ, მალე გაირკვევა.

როდესაც საკონცერტო დარბაზები დაქირავებულ-დაჯავშნილია, გარკვეული დროით, თუ არ ვცდები, სამი თვით ადრე შეიძლება კონცერტების გაუქმება. ამ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა მცირეა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ამის გაკეთება არ შეიძლება, უზარმაზარი ჯარიმაა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცის ანსამბლის ხელმძღვანელობამ და ბილეთების გაყიდვას მაინც განაგრძობს. სამხატვრო ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ვიზებს ველოდებით... დარწმუნებული ვარ, წავალთ. იტყვიან, დიდი ჯარიმა დაგვაკისრეს, განსაკუთრებით კრემლმა და ამის გადახდის საშუალება ჩვენს სახელმწიფოს არ აქვსო, ამიტომ იძულებული ვართ, წავიდეთო... საერთოდ კი მოცეკვავეები არ დაუპირისპირდებიან ბატონ ჯემალს, თორემ ბევრი რამე გამოაშკარავდებოდა...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ მას ასეთი რამეები სჩვევია. შეიძლება თქვას, რომ ჯარიმის გადახდამ მოუწია და მოცეკვავეებს ფული დააკლოს, ან საერთოდ არ მისცეს, ასეთი რაღაცები იქ ჩვეულებრივია... ერთხელ რუსეთში ტურნეზე თვითმფრინავით წავედით და ბილეთების ფული დაგვიქვითა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება