"ჟვანიამ მითხრა, აღარ შემიძლია სააკაშვილის მოსმენა, ისტერიული ყვირილით იწყებს ჩემთან საუბარსო"

"ჟვანიამ მითხრა, აღარ შემიძლია სააკაშვილის მოსმენა, ისტერიული ყვირილით იწყებს ჩემთან საუბარსო"

სოციალური მედიით გავრცელებულმა ფოტომასალამ სახელწოდებით -  "საკაშვილმა მოკლა ჟვანია", ამ საქმის გარშემო აჟიოტაჟი განაახლა. საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსია პრემიერის გარდაცვალებაზე მალე საბოლოოდ დალევს ჩაილურის წყალს.

"კვირის პალიტრა" ყოფილი პრემიერის თანაგუნდელ ელენე თევდორაძეს ესაუბრა.

- როცა კადრები ვნახე, არ დავიჯერე, მეგონა მონტაჟი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დაადასტურა ამ ფოტოების ნამდვილობა, სხვანაირად შევაფასე ყველაფერი და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჟვანია მოკლულია. მისმა უახლოესმა გარემოცვამ, ხათუნა გოგორიშვილმა, მიშა მაჭავარიანმა, გიორგი ბარამიძემ კარგად იციან, რა დღეში იყო სიცოცხლის ბოლო დღეებში ზურაბ ჟვანია, როგორ იყო დაღლილი იმ დღის წესრიგით, რაც შექმნილი იყო მის ირგვლივ, როგორც სააკაშვილის, ისე მისი გარემოცვის მხრიდან.

- რას გულისხმობთ, ანუ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ღია დაპირისპირება შეიმჩნეოდა?

- როცა ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახდა,  დამოკიდებულება მის მიმართ სააკაშვილის და მისი გარემოცვისა არ იყო მეგობრული,  შეიძლება მტრულიც კი იყო.  გარდა იმისა, რომ ჩემამდე ხმები მოდიოდა,  ამის შესახებ ზურას პირადადაც უთქვამს. ერთ ფაქტს გავიხსენებ -  გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მთხოვა მასთან მივსულიყავდი. დანიშნულ დროს მივედი, მაგრამ პრემიერი კაბინეტში არ დამხვდა, მდივანმა მითხრა, პრეზიდენტთან არის ასულიო... როცა დაბრუნდა, ვხედავ, ზურას ფერი არ ადევს სახეზე, განადგურებული იყო ადამიანი. შევეკითხე, რა მოხდა-მეთქი?  აღარ შემიძლია სააკაშვილის მოსმენა, ისტერიკული ყვირილით იწყებს ჩემთან საუბარს, მე უნდა ვიჯდე და თავი ვიმართლოო. მოგვიანებით, როცა გაუვლის, ვიწყებ ლაპარაკს და მაინც ვარწმუნებ იმაში, რომ სიმართლე ჩემს მხარეს არისო. ჟვანიამ მითხრა,  იმდენად დავიღალე ამ ყველაფრისგან, ალბათ, მოვკიდებ ხელს ცოლ-შვილს და წავალ საზღვარგარეთო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა