პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ "ბლოკავდნენ" მამუკა ლომაშვილს ტელევიზიებში
რატომ "ბლოკავდნენ" მამუკა ლომაშვილს ტელევიზიებში

"მისი აზ­რით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი სა­ი­დუმ­ლოა, რო­მელ­საც ამოხ­სნა სჭირ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა უყ­ვარს. მოს­წონს გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის­თვის გა­მო­ცა­ნად რჩე­ბი­ან. იზი­დავს ის, რაც ცხრაკ­ლი­ტულ­შია. სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნა­ზე რაც უფრო მე­ტად წვა­ლობს, მის­თვის უკე­თე­სია. ყო­ველ­გვა­რი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­მად ილაშ­ქრებს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ძაღ­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მერ­წყულს, ეს კი იუ­მო­რის­ტის - მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ვიდ­რე შენს ას­ტრო-ფსი­ქო­პორ­ტრეტ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, მინ­და, იმ პრო­ექ­ტზე გკი­თხო, რო­მელ­შიც ახ­ლა­ხან ჩა­ერ­თე.

- "ორი ვარ­სკვლა­ვი­დან" შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! რომ მი­ვი­ღე, თა­ვი­დან შე­მე­შინ­და, - არ შევ­რცხვე-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც დავ­თან­ხმდი. მი­თხრეს, რომ ჩემი პარტნი­ო­რი სოფო გე­ლო­ვა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. იმ დღე­ებ­ში სტუ­დი­ის ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ბა­კუ­რი­ან­ში მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი და როცა დავ­ბრუნ­დი, მი­თხრეს, პარტნი­ო­რი უნდა შე­გიც­ვა­ლო­თო. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს: შინ მი­სულ­მა ვთქვი, ჩემი ახა­ლი პარტნი­ო­რი სოფო ბე­დია იქ­ნე­ბა-მეთ­ქი და გა­მარ­თლდა. სოფო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი და სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

- შენს გა­მოს­ვლებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ?

- სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან გა­ცი­ლე­ბით მეტს ვი­თხოვ.

- ამ პრო­ექ­ტის მი­სა­მარ­თით ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი რამ და­ი­წე­რა და ით­ქვა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე შენი რე­აქ­ცია რო­გო­რია?

- ლან­ძღვა ცუდი ტო­ნია. გაბო­რო­ტე­ბუ­ლი ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს ლა­პა­რა­კობს. შე­ნიშ­ვნას თუ მომ­ცე­მენ, მი­ვი­ღებ, მაგ­რამ ნუ გამ­ლან­ძღა­ვენ.

- ას­ტრო­ლო­გია გა­ინ­ტე­რე­სებს?

- ას­ტრო­ლო­გია მეც­ნი­ე­რე­ბაა და რა თქმა უნდა, მეც მა­ინ­ტე­რე­სებს. მარ­თა­ლია, რე­ლი­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ ას­ტრო­ლო­გია ჩვენს რე­ლი­გი­ას­თან კავ­შირ­შია. თუნ­დაც, თა­მა­რის მე­ფო­ბის პე­რი­ო­დი გა­ვიხ­სე­ნოთ. ცნო­ბი­ლია, რომ მისი სპა­სა­ლა­რე­ბი ყო­ველ­თვის მო­რი­ე­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ.

- შენი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­კი­თხუ­ლი გაქვს?

- რა თქმა უნდა და ბევ­რი რამ ემ­თხვე­ვა, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ პროგ­ნოზს არას­დროს ვეც­ნო­ბი.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, - მერ­წყულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყო­ველ­გვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­თვის მზად უნდა იყო, მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა უყ­ვარ­სო. ეს მარ­თა­ლია?

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა ჩემ­თვის თვით­მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი აზ­რის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბას არ ვე­რი­დე­ბი.

- სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთი სი­ტყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ გთხო­ვო, რო­მელ სი­ტყვას მე­ტყვი?

- ეს ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა. "გუ­ლუბ­რყვი­ლო"? - არა! "ალა­ლი"? - არა (პა­უ­ზის შემ­დეგ). "მარ­თა­ლი" - ეს სი­ტყვა უფრო მე­ტად "მიხ­დე­ბა".

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ხარ.

- ცდე­ბი­ან. რაც არ მე­ხე­ბა, ის არ მა­ინ­ტე­რე­სებს. და რაც მა­ინ­ტე­რე­სებს, იმას სულ ვუ­კირ­კი­ტებ. ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი მი­ზი­დავს. სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით რა­ტომ უნდა და­ვინ­ტე­რეს­დე? რაც უნ­დათ, ის აკე­თონ.

- "მისი აზ­რით, ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი სა­ი­დუმ­ლოა, რო­მელ­საც ამოხ­სნა სჭირ­დე­ბა".

- რა თქმა უნდა, ასეა! შე­იძ­ლე­ბა, ბევრ რა­მეს მიხ­ვდე, ბევ­რი დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნო, მაგ­რამ ამ თავ­სა­ტეხს ბო­ლომ­დე ვერ ამოხ­სნი. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რი იყოს. თუმ­ცა, ეს ცნე­ბა ძა­ლი­ან ზო­გა­დია: ის, რაც ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა, სხვის­თვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც არ წარ­მო­ად­გენ­დეს.

- "ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი, დრო­მოჭ­მუ­ლად და გა­მო­უ­სა­დეგ­რად მი­აჩ­ნია. ახალს და გა­მო­უც­ნობს პირ­ვე­ლი აღი­ა­რებს".

- არა, სიძ­ვე­ლე­ე­ბიც მხიბ­ლავს. მათ თა­ვი­სი "ნიშა" აქვთ. თან, ხში­რად სი­ახ­ლეც ხომ ძვე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს?!

- "რო­გორც კი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და­იკ­მა­ყო­ფი­ლებს, იმ ნივ­თის თუ ადა­მი­ა­ნის მი­მართ ყო­ველ­გვარ ინ­ტე­რესს კარ­გავს".

- ას­ტრო­ლო­გებს ვერც ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ვე­თან­ხმე­ბი. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. პი­როვ­ნე­ბის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო ამო­უ­წუ­რა­ვია.

- მი­გაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა. მთა­ვა­რია, კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბა­ში რისი და­ნახ­ვა გინ­და. ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, შე­იძ­ლე­ბა, სულ რომ არ ელი, ერთ დღეს მას­ში სწო­რედ იმ თვი­სე­ბამ, თა­ნაც - ვულ­კა­ნი­ვით ამო­ხეთ­ქოს.

- "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბი ჰყავს, ძა­ლი­ან ცო­ტას­თან მე­გობ­რობს".

- ასეა! მე­გობ­რო­ბა მხო­ლოდ ნდო­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერთი ძა­ლი­ან ცუდი თვი­სე­ბა მაქვს: უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბის­თვი­საც კი შე­მიძ­ლია, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო.

- ეს თვი­სე­ბა გა­ზა­რა­ლებს?

- ხში­რად მა­ზა­რა­ლებს, გულს მტკენს.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ჭკუ­ას ვერ სწავ­ლობ?

- ვერა. რა ვქნა, ეს ჩემი ხა­სი­ა­თია.

- "ძნე­ლია, მას აზრი შე­აც­ვლე­ვი­ნო".

- ვა­ღი­ა­რებ, ჯი­უ­ტი ვარ.

- "მერ­წყუ­ლი იშ­ვი­ა­თად ტყუ­ის".

- ხომ გი­თხა­რი, - მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ-მეთ­ქი.

- "არ უყ­ვარს სეს­ხის გა­ცე­მა".

- სეს­ხის აღე­ბა არ მიყ­ვარს, თო­რემ გა­ცე­მით შე­მიძ­ლია, და­უ­ნა­ნებ­ლად გავ­ცე. ვერ იპო­ვი ისეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც იტყვის, - მა­მუ­კას­გან ფული ვი­სეს­ხე, და­მი­რე­კა და მომ­თხო­ვაო.

- "ის უყ­ვარს, რაც ცხრაკ­ლი­ტულ­შია. სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნა­ზე რაც უფრო მე­ტად წვა­ლობს, მის­თვის უკე­თე­სია".

- ვგიჟ­დე­ბი, ვგიჟ­დე­ბი ასეთ ამო­ცა­ნებ­ზე, აღ­მო­ჩე­ნებ­ზე. ის მი­ზი­დავს, რაც და­ფა­რუ­ლია.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- გუ­ლის­ხმობ იმას, ქალი და კაცი ერ­თმა­ნეთ­ზე რომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ? ამის­გან ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, ასე­თი არ ვარ. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, თუ სა­ბა­ბი არ მაქვს, არ ვი­ეჭ­ვი­ა­ნებ.

- მო­უს­ვე­ნა­რი ხარ?

- კი და სულ რა­ღაც უნდა ვა­კე­თო. თუ საქ­მე არ მექ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გა­მო­ვი­გო­ნო და იმით დავ­კავ­დე, მაგ­რამ არ ვგუ­ლის­ხმობ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს - ეს არ გა­მომ­დის და რა ვქნა?!

- სცე­ნა­ზე დე­კო­რა­ცი­ებს ხომ აწყობ?

- ლურ­სმნის მი­ჭე­დე­ბა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებს. იმის გამო, რომ ჩემი მე­უღ­ლე ძი­რი­თა­დად, ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ოჯა­ხის­თვის პრო­დუქ­ტისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის მო­მა­რა­გე­ბის ამ­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი.

- ოჯა­ხის შექ­მნი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იყო და­ბა­დე­ბუ­ლი?

- არა. ნინა რომ და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ის ჩემი მე­უღ­ლე უნდა გამ­ხდა­რი­ყო და ასეც მოხ­და.

- შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა გი­ჭირს?

- სხვას­თან აღი­ა­რე­ბა მი­ჭირს, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­თან - არა. ეს ალ­ბათ ჩემი სი­ა­მა­ყის ბრა­ლია.

- "ყო­ველ­გვა­რი უს­ა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­მად ილაშქ­რებს".

- ამ თვი­სე­ბამ დამ­ღუ­პა. უსა­მარ­თლო­ბას რომ ვა­წყდე­ბი, შე­მიძ­ლია შე­ვაკ­ვდე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­ჩაგ­რულ ადა­მი­ანს ვიც­ნობ თუ - არა.

- წლე­ბის წინ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლაც ამი­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო წინსვლაც მქონ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. ჰოდა, ჩემს მე­გობ­რებს გა­უკ­ვირ­დათ, სცე­ნა­ზე რომ და­მი­ნა­ხეს.

- მას შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის სურ­ვი­ლი აღარ გქო­ნია?

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კა ისე­დაც შე­მო­იჭ­რა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი. ჰოდა, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - პო­ლი­ტი­კუ­რი "სახე" ხარო, რის გა­მოც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში "მბლო­კავ­დნენ".

- "შე­უძ­ლია კომ­ფორ­ტის გა­რე­შე იცხოვ­როს, მაგ­რამ ფული თუ დას­ჭირ­დე­ბა, სხვა­ზე მეტს იშო­ვის".

- ეგ რომ შე­მეძ­ლოს, რა მი­ჭირ­და? სხვის­თვის მარ­თლა ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ჩემ გამო ვე­რა­ვის შე­ვა­წუ­ხებ, ამის მე­რი­დე­ბა.

- დღის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ში ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი?

- დღის 12 სა­ათ­ზე.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, დღი­სით და­ბა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლი უფრო მშვი­დია, ვიდ­რე - ღა­მის სა­ა­თებ­შიო.

- ღა­მით რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ ვი­ყე­ფებ­დი და ვი­ყე­ფებ­დი (იღ­ი­მის).

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ "ბლოკავდნენ" მამუკა ლომაშვილს ტელევიზიებში

რატომ "ბლოკავდნენ" მამუკა ლომაშვილს ტელევიზიებში

"მისი აზრით, მთელი ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა უყვარს. მოსწონს გოგონები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან. იზიდავს ის, რაც ცხრაკლიტულშია. საიდუმლოს ამოხსნაზე რაც უფრო მეტად წვალობს, მისთვის უკეთესია. ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად ილაშქრებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი იუმორისტის - მამუკა ლომაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვიდრე შენს ასტრო-ფსიქოპორტრეტზე ვილაპარაკებთ, მინდა, იმ პროექტზე გკითხო, რომელშიც ახლახან ჩაერთე.

- "ორი ვარსკვლავიდან" შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რომ მივიღე, თავიდან შემეშინდა, - არ შევრცხვე-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი. მითხრეს, რომ ჩემი პარტნიორი სოფო გელოვანი უნდა ყოფილიყო. იმ დღეებში სტუდიის ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ბაკურიანში მყავდა წაყვანილი და როცა დავბრუნდი, მითხრეს, პარტნიორი უნდა შეგიცვალოთო. საოცარი ინტუიცია მაქვს: შინ მისულმა ვთქვი, ჩემი ახალი პარტნიორი სოფო ბედია იქნება-მეთქი და გამართლდა. სოფო არაჩვეულებრივი ადამიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალია.

- შენს გამოსვლებს როგორ შეაფასებ?

- საკუთარი თავისგან გაცილებით მეტს ვითხოვ.

- ამ პროექტის მისამართით ბევრი ნეგატიური რამ დაიწერა და ითქვა. ამ ყველაფერზე შენი რეაქცია როგორია?

- ლანძღვა ცუდი ტონია. გაბო­როტებული ხალხი ყველაფერს ლაპარაკობს. შენიშვნას თუ მომცემენ, მი­ვიღებ, მაგრამ ნუ გამლანძღავენ.

- ასტროლოგია გაინტერესებს?

- ასტროლოგია მეცნიერებაა და რა თქმა უნდა, მეც მაინტერესებს. მართალია, რელიგიური საზოგადოება სკეპტიკურადაა განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასტროლოგია ჩვენს რელიგიასთან კავშირშია. თუნდაც, თამარის მეფობის პერიოდი გავიხსენოთ. ცნობილია, რომ მისი სპასალარები ყოველთვის მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები იყვნენ.

- შენი ნიშნის დახასიათება წაკითხული გაქვს?

- რა თქმა უნდა და ბევრი რამ ემთხვევა, მაგრამ ყოველდღიურ პროგნოზს არასდროს ვეცნობი.

- ასტროლოგები ამბობენ, - მერწყულთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყო, მას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარსო. ეს მართალია?

- საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა, მაგრამ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას არ ვერიდები.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას მეტყვი?

- ეს ძალიან გამიჭირდება. "გულუბრყვილო"? - არა! "ალალი"? - არა (პაუზის შემდეგ). "მართალი" - ეს სიტყვა უფრო მეტად "მიხდება".

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარე ხარ.

- ცდებიან. რაც არ მეხება, ის არ მაინტერესებს. და რაც მაინტერესებს, იმას სულ ვუკირკიტებ. ამოუცნობი მოვლენები, ისტორიული ამბები მიზიდავს. სხვისი პირადი ცხოვრებით რატომ უნდა დავინტერესდე? რაც უნდათ, ის აკეთონ.

- "მისი აზრით, ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება".

- რა თქმა უნდა, ასეა! შეიძლება, ბევრ რამეს მიხვდე, ბევრი დასკვნა გამოიტანო, მაგრამ ამ თავსატეხს ბოლომდე ვერ ამოხსნი. მთავარია, ადამიანი ბედნიერი იყოს. თუმცა, ეს ცნება ძალიან ზოგადია: ის, რაც ჩემთვის ბედნიერებაა, შეიძლება, სხვისთვის ღირებულებასაც არ წარმოადგენდეს.

- "ყველაფერი ძველი, დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნია. ახალს და გამოუცნობს პირველი აღიარებს".

- არა, სიძველეებიც მხიბლავს. მათ თავისი "ნიშა" აქვთ. თან, ხშირად სიახლეც ხომ ძველიდან გამომდინარეობს?!

- "როგორც კი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, იმ ნივთის თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს".

- ასტროლოგებს ვერც ამ შემთხვევაში დავეთანხმები. საერთოდ, ადამიანები ძალიან მიყვარს. პიროვნების შინაგანი სამყარო ამოუწურავია.

- მიგაჩნია, რომ ყველა ადამიანი საინტერესოა?

- ყველა ადამიანი თავისებურად საინტერესოა. მთავარია, კონკრეტულ პიროვნებაში რისი დანახვა გინდა. ადამიანი იმდენად მრავალფეროვანია, შეიძლება, სულ რომ არ ელი, ერთ დღეს მასში სწორედ იმ თვისებამ, თანაც - ვულკანივით ამოხეთქოს.

- "მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნაცნობი ჰყავს, ძალიან ცოტასთან მეგობრობს".

- ასეა! მეგობრობა მხოლოდ ნდობაზე არ არის დამოკიდებული. ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს: უბრალო ნაცნობისთვისაც კი შემიძლია, ბოლომდე დავიხარჯო.

- ეს თვისება გაზარალებს?

- ხშირად მაზარალებს, გულს მტკენს.

- საკუთარ შეცდომებზე ჭკუას ვერ სწავლობ?

- ვერა. რა ვქნა, ეს ჩემი ხასიათია.

- "ძნელია, მას აზრი შეაცვლევინო".

- ვაღიარებ, ჯიუტი ვარ.

- "მერწყული იშვიათად ტყუის".

- ხომ გითხარი, - მართალი ადამიანი ვარ-მეთქი.

- "არ უყვარს სესხის გაცემა".

- სესხის აღება არ მიყვარს, თორემ გაცემით შემიძლია, დაუნანებლად გავცე. ვერ იპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც იტყვის, - მამუკასგან ფული ვისესხე, დამირეკა და მომთხოვაო.

- "ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულშია. საიდუმლოს ამოხსნაზე რაც უფრო მეტად წვალობს, მისთვის უკეთესია".

- ვგიჟდები, ვგიჟდები ასეთ ამოცანებზე, აღმოჩენებზე. ის მიზიდავს, რაც დაფარულია.

- ეჭვიანი ხარ?

- გულისხმობ იმას, ქალი და კაცი ერთმანეთზე რომ ეჭვიანობენ? ამისგან ღმერთმა დამიფაროს, ასეთი არ ვარ. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობისას, თუ საბაბი არ მაქვს, არ ვიეჭვიანებ.

- მოუსვენარი ხარ?

- კი და სულ რაღაც უნდა ვაკეთო. თუ საქმე არ მექნება, შეიძლება, რაღაც გამოვიგონო და იმით დავკავდე, მაგრამ არ ვგულისხმობ საოჯახო საქმეებს - ეს არ გამომდის და რა ვქნა?!

- სცენაზე დეკორაციებს ხომ აწყობ?

- ლურსმნის მიჭედება შემიძლია, მაგრამ საოჯახო საქმეები სიამოვნებას არ მანიჭებს. იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე ძირითადად, ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აღზრდით არის დაკავებული, ოჯახისთვის პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და საჭირო ნივთების მომარაგების ამბებში აქტიურად ვარ ჩართული.

- ოჯახის შექმნისას ყურადღება მიაქციე, მომავალი მეუღლე რომელი ზოდიაქოს ნიშნით იყო დაბადებული?

- არა. ნინა რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო და ასეც მოხდა.

- შეცდომების აღიარება გიჭირს?

- სხვასთან აღიარება მიჭირს, მაგრამ საკუთარ თავთან - არა. ეს ალბათ ჩემი სიამაყის ბრალია.

- "ყოველგვარი უს­ა­მართლობის წინააღმდეგ თამამად ილაშქ­რებს".

- ამ თვისებამ დამღუპა. უსამართლობას რომ ვაწყდები, შემიძლია შევაკვდე, მიუხედავად იმისა, დაჩაგრულ ადამიანს ვიცნობ თუ - არა.

- წლების წინ პოლიტიკაში წასვლაც ამიტომ გადაწყვიტე?

- სტუდენტობის წლებში პოლიტიკაში აქტიურად ვიყავი ჩართული. კარგი და საინტერესო წინსვლაც მქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდი. ჰოდა, ჩემს მეგობრებს გაუკვირდათ, სცენაზე რომ დამინახეს.

- მას შემდეგ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი აღარ გქონია?

- ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა ისედაც შემოიჭრა, რადგან პრეზიდენტის პაროდიას ვაკეთებდი. ჰოდა, მეუბნებოდნენ, - პოლიტიკური "სახე" ხარო, რის გამოც ტელევიზიებში "მბლოკავდნენ".

- "შეუძლია კომფორტის გარეშე იცხოვროს, მაგრამ ფული თუ დასჭირდება, სხვაზე მეტს იშოვის".

- ეგ რომ შემეძლოს, რა მიჭირდა? სხვისთვის მართლა ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ჩემ გამო ვერავის შევაწუხებ, ამის მერიდება.

- დღის რომელ მონაკვეთში ხარ დაბადებული?

- დღის 12 საათზე.

- ასტროლოგები ამბობენ, დღისით დაბადებული ძაღლი უფრო მშვიდია, ვიდრე - ღამის საათებშიო.

- ღამით რომ დავბადებულიყავი, ალბათ ვიყეფებდი და ვიყეფებდი (იღ­ი­მის).

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია