სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს უხდიან ქართველ ვარსკვლავებს დაბადების დღეებზე და ქორწილებში სიმღერისთვის
რამდენს უხდიან ქართველ ვარსკვლავებს დაბადების დღეებზე და ქორწილებში სიმღერისთვის

სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­თად ტარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ღერ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, შე­მო­სა­ვალს კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ქორ­წი­ლებ­ზე და და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე გა­მოს­ვლი­სას იღე­ბენ ხოლ­მე. ზოგ­ჯერ მათ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი იწ­ვე­ვენ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, სა­დაც ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. თბი­ლის­ში კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ჯგუ­ფი "დუ­ე­ტი ჯორ­ჯი­აა". შე­სა­ბა­მი­სად, მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­შუ­ა­ლოდ 7000 დო­ლარს შე­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დუ­ე­ტი ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ თან­ხმდე­ბა. ჰო­ნო­რა­რი ძი­რი­თა­დად იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რამ­დე­ნი სიმ­ღე­რა უნდა შე­ას­რუ­ლოს მომ­ღე­რალ­მა ქორ­წილ­ში ან კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

ემიგ­რან­ტებ­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლელა წურ­წუ­მი­აა. მას ყვე­ლა­ზე ხში­რად ამე­რი­კა­ში და ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი იწ­ვე­ვენ. თუმ­ცა რა თან­ხას შე­ად­გენს წურ­წუ­მი­ას ჰო­ნო­რა­რი, უც­ნო­ბია. ხში­რად იწ­ვე­ვენ ის­რა­ელ­ში მომ­ღე­რალ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილს. ემიგ­რან­ტებს სკან­და­ლუ­რი ნინა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ.

– ხში­რად გიწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე?

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- გა­აჩ­ნია. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა 6-7 თვე არ მიმ­ღე­რია კორ­პო­რა­ტულ წვე­უ­ლე­ბა­ზე.

– ქორ­წი­ლებ­ში თუ მღე­რით?

– ის­რა­ელ­ში ვმღე­რი ქორ­წი­ლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში - არა. არც რე­პერ­ტუ­ა­რი მი­წყობს ხელს და იმ­დენ­საც არ იხ­დი­ან, რომ ამ­დე­ნი ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნი ავი­ტა­ნო.

– ჰო­ნო­რა­რი რამ­დე­ნია?

– გა­აჩ­ნია სა­ღა­მოს. თან­ხის და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

– ხში­რად მღე­რით ქორ­წი­ლებ­ში?

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი:

– დიახ, ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან ქორ­წი­ლებ­ში რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე, სა­ზღვარ­გა­რეთ.

– რამ­დენს გიხ­დი­ან ქორ­წი­ლებ­ში სიმ­ღე­რის სა­ნაც­ვლოდ?

– გა­აჩ­ნია, რამ­დენ სიმ­ღე­რას ვმღე­რი, ვის ქორ­წილ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. თბი­ლის­ში 8 სიმ­ღე­რა­ში 2000 ლარს მიხ­დი­ან, მაგ­რამ თუ ახ­ლობ­ლებს ჩა­რე­ვენ, ამა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაც ვმღე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სიმ­ღე­რას, იქ მთელ პროგ­რა­მას წარ­მო­ვად­გენ, გზის და სას­ტუმ­როს ხარ­ჯებს მას­პინ­ძე­ლი ანა­ზღა­უ­რებს, ჩემი ჰო­ნო­რა­რი კი 7000 დო­ლარს შე­ად­გენს. უხა­რი­ათ, როცა ქორ­წი­ლებ­ში ვმღე­რი, ამ დროს სიძე და პა­ტარ­ძა­ლი ავი­წყდე­ბათ კი­დეც, ისე ერ­თო­ბა ხალ­ხი.

– ხში­რად გიწ­ვე­ვენ და­ხუ­რულ ივენ­თებ­ზე?

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი:

– ხში­რად არ მიწ­ვე­ვენ და­ხუ­რულ ივენ­თებ­ზე და კერ­ძო თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე. ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე უფრო მეტ ჰო­ნო­რარს იხ­დი­ან, ვიდ­რე მა­შინ, როცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბა. სა­ზღვარ­გა­რე­თაც მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. აპ­რილ­შიც მივ­დი­ვარ ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ქორ­წი­ლებ­შიც მიმ­ღე­რია. თუმ­ცა რამ­დენს მიხ­დი­ან ასეთ სა­ღა­მო­ებ­ში ჰო­ნო­რარს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და.

ანრი ჯო­ხა­ძე:

- არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქორ­წი­ლებ­ში მიწ­ვე­ვენ და ზოგ­ჯერ ვთან­ხმდე­ბი. გა­აჩ­ნია პი­რო­ბებს. ზუს­ტად რა თან­ხას მიხ­დი­ან, ამას ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უფრო ბევ­რს მაძ­ლე­ვენ, როცა კორ­პო­რა­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და ქორ­წილ­ში სიმ­ღე­რა მი­წევს, ვიდ­რე უბ­რა­ლო კონ­ცერ­ტზე. და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი­მე ათას დო­ლარს მიხ­დი­ან, ზუსტ თან­ხას სა­ჯა­როდ ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენს უხდიან ქართველ ვარსკვლავებს დაბადების დღეებზე და ქორწილებში სიმღერისთვის

რამდენს უხდიან ქართველ ვარსკვლავებს დაბადების დღეებზე და ქორწილებში სიმღერისთვის

საქართველოში კონცერტები ძალიან იშვითად ტარდება. შესაბამისად, მომღერლები ძირითადად, შემოსავალს კორპორატიულ ღონისძიებებზე, ქორწილებზე და დაბადების დღეებზე გამოსვლისას იღებენ ხოლმე. ზოგჯერ მათ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები იწვევენ ღონისძიებებზე, სადაც ანაზღაურება გაცილებით მეტია. თბილისში კორპორატიულ ღონისძიებებზე ყველაზე მოთხოვნადი ჯგუფი "დუეტი ჯორჯიაა". შესაბამისად, მათი ანაზღაურება გაცილებით მეტია და არსებული ინფორმაციით, საშუალოდ 7000 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დუეტი ყველა შემოთავაზებას არ თანხმდება. ჰონორარი ძირითადად იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენი სიმღერა უნდა შეასრულოს მომღერალმა ქორწილში ან კორპორატიულ ღონისძიებაზე.

ემიგრანტებში ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელი ლელა წურწუმიაა. მას ყველაზე ხშირად ამერიკაში და ისრაელში მცხოვრები ქართველები იწვევენ. თუმცა რა თანხას შეადგენს წურწუმიას ჰონორარი, უცნობია. ხშირად იწვევენ ისრაელში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს. ემიგრანტებს სკანდალური ნინა განსაკუთრებით უყვართ.

– ხშირად გიწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე?

ნინა წკრიალაშვილი:

- გააჩნია. ყოფილა შემთხვევები, როცა 6-7 თვე არ მიმღერია კორპორატულ წვეულებაზე.

– ქორწილებში თუ მღერით?

– ისრაელში ვმღერი ქორწილებში, საქართველოში - არა. არც რეპერტუარი მიწყობს ხელს და იმდენსაც არ იხდიან, რომ ამდენი ნასვამი ადამიანი ავიტანო.

– ჰონორარი რამდენია?

– გააჩნია საღამოს. თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

– ხშირად მღერით ქორწილებში?

გია სურამელაშვილი:

– დიახ, ხშირად მეპატიჟებიან ქორწილებში როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ.

– რამდენს გიხდიან ქორწილებში სიმღერის სანაცვლოდ?

– გააჩნია, რამდენ სიმღერას ვმღერი, ვის ქორწილში მეპატიჟებიან. თბილისში 8 სიმღერაში 2000 ლარს მიხდიან, მაგრამ თუ ახლობლებს ჩარევენ, ამაზე ნაკლებადაც ვმღერი. რაც შეეხება საზღვარგარეთ სიმღერას, იქ მთელ პროგრამას წარმოვადგენ, გზის და სასტუმროს ხარჯებს მასპინძელი ანაზღაურებს, ჩემი ჰონორარი კი 7000 დოლარს შეადგენს. უხარიათ, როცა ქორწილებში ვმღერი, ამ დროს სიძე და პატარძალი ავიწყდებათ კიდეც, ისე ერთობა ხალხი.

– ხშირად გიწვევენ დახურულ ივენთებზე?

ვერიკო ტურაშვილი:

– ხშირად არ მიწვევენ დახურულ ივენთებზე და კერძო თავყრილობებზე. ასეთ ღონისძიებებზე უფრო მეტ ჰონორარს იხდიან, ვიდრე მაშინ, როცა ჩვეულებრივი კონცერტი ტარდება. საზღვარგარეთაც მეპატიჟებიან. აპრილშიც მივდივარ ერთ-ერთ ქვეყანაში დახურულ ღონისძიებაზე. ქორწილებშიც მიმღერია. თუმცა რამდენს მიხდიან ასეთ საღამოებში ჰონორარს, ამაზე საუბარი არ მინდა.

ანრი ჯოხაძე:

- არის შემთხვევები, როდესაც ქორწილებში მიწვევენ და ზოგჯერ ვთანხმდები. გააჩნია პირობებს. ზუსტად რა თანხას მიხდიან, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ გაცილებით უფრო ბევრს მაძლევენ, როცა კორპორატულ ღონისძიებებზე და ქორწილში სიმღერა მიწევს, ვიდრე უბრალო კონცერტზე. დაახლოებით რამდენიმე ათას დოლარს მიხდიან, ზუსტ თანხას საჯაროდ ვერ დავასახელებ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება