პარტნიორები:

    19 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობთ, ვიდრე გგონიათ

    19 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობთ, ვიდრე გგონიათ

    მსოფლიოში არსებობს ადგილები, სადაც თუნდაც სუფთა სასმელი წყლის დალევა ფუფუნებაა. ჩვენ ჩამოგითვლით მიზეზებს, რომელიც გაჩვენებთ, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობთ, ვიდრე თქვენ გგონიათ:

    1.    ცოცხალი ხართ.

    2.    შეგიძლიათ აისის და დაისის ნახვა.

    3.    შეგიძლიათ ჩიტების ჭიკჭიკისა და ზღვის ტალღების ხმის მოსმენა.

    4.    შეგიძლიათ ქუჩაში სეირნობა, იმის შეგრძნება, თუ როგორ ეთამაშება ნიავი თქვენს თმებს და როგორ გათბობთ მზე.

    5.    თქვენ იცით შოკოლადის ტორტის გემო.

    6.    გუშინ საღამოს მშიერი არ დაწოლილხართ.

    7.    დილით გაიღვიძეთ სახლში, რომელსაც სახურავი აქვს.

    8.    თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, დღეს რა ტანსაცმელი ჩაიცვათ.

    9.    დღეს თქვენ არ გეშინიათ საკუთარი ცხოვრების.

    10.    თქვენ გადალახეთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი სიძნელე და მათგან გაკვეთილი მიიღეთ.

    11.    ხშირად ღელავთ იმაზე, რომ გინდათ ცვლილება კარიერაში, ოჯახში, გაღელვებთ თითოეული სამომავლო ნაბიჯი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ამბიციური და თქვენში არის ვნება და თავისუფლება, მიიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება.

    12.    ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც თქვენს უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას იცავს.

    13.    თქვენ საკმარისაც ძლიერი და ჯანმრთელი ხართ, თუკი დღეს ცუდად გახდებით, მალე გამოკეთდებით.

    14.    თქვენ გყავთ მეგობარი ან ნათესავი, რომელიც თქვენზე წუხს და მოუთმენლად ელის თქვენს სტუმრობას.

    15.    გყავთ ვიღაც ისეთი, ვისთან ერთადაც წარსულს გაიხსენებთ.

    16.    თქვენ გაქვთ სუფთა, სასმელი წყლის დალევის შესაძლებლობა.

    17.    გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

    18.    გაქვთ ინტერნეტთან წვდომა.

    19.    იცით კითხვა.

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს