პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ქვეყნის საფუძველი
პატრიარქი - მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ქვეყნის საფუძველი

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა მუ­დამ იყო ჩვე­ნი ერის სა­ფუძ­ვე­ლი, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში პატ­რი­არ­ქმა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­რაკ­ლი­სი აღავ­ლი­ნა და ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის­თვის მებ­რძოლ­თა სუ­ლე­ბის­თვის პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­და.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა. უწ­მინ­დეს­მა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და­ფუძ­ნე­ბის ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა და ეკ­ლე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე ბრძა­ნებს "და აღ­ვა­შე­ნო ეკ­ლე­სია ჩემი და ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ ერე­ო­დი­ან მას", ეკ­ლე­სია ეს არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იესო ქრის­ტეს მიერ. ეკ­ლე­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, დე­და­მი­წა, ადა­მი­ა­ნი და ცა, ზე­ცი­უ­რი სამ­ყა­რო, სა­სუ­ფე­ვე­ლი უერ­თდე­ბა ერ­თა­მა­ნეთს. ეკ­ლე­სია არის ის ძალა, რო­მე­ლიც მი­უ­ძღვე­ბა ყო­ველ ადა­მი­ანს მი­წი­ე­რი­დან სა­სუ­ფე­ველ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია არის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია, და­არ­სე­ბუ­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბის მიერ. იგი ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულ­მა და­არ­სა. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს და ვთხოვთ მოგ­ვცეს მად­ლი და ძალა ამ ეკ­ლე­სი­ის და­მა­არ­სებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით", - აღ­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია სა­ხელ­მწი­ფო ეკ­ლე­სი­ად მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში გა­მო­ცხად­და, ჯერ კი­დევ იმ დროს, რო­დე­საც ის იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში წმინ­და კონ­სტან­ტი­ნეს მიერ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ქვე­ყა­ნა. აქ იყო ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი უფ­ლის კვარ­თი. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე არ მგო­ნია ეარ­სე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა მუ­დამ იყო სა­ფუძ­ვე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ამა­ზე იყო და არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და ეს გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა ასე­ვე ბრძა­ნა, რომ მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია დიდი მე­ფის ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მეშ­ვე­ო­ბით გახ­და სა­კა­თა­ლი­კო­სო და პირ­ვე­ლი კა­თა­ლი­კო­სი იყო პეტ­რე. მე-5 სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. ეს გაგ­რძელ­და 1801 წლამ­დე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­თო­ლი­კე ტახ­ტზე ბრძან­დე­ბო­და ან­ტონ II. იგი გა­იწ­ვი­ეს რუ­სეთ­ში და გა­ა­უქ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლია. პატ­რი­არ­ქის თქმით, 1917 წელს, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით და მო­ცი­ქულ­თა და წმი­ნად­ნე­ბის შე­წევ­ნით, მღვდელმთავ­რე­ბის ლე­ო­ნი­დეს, კა­ლის­ტრა­ტეს და სხვა­თა ღვაწ­ლის შე­დე­გად აღ­დგა სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია გაძ­ლი­ერ­და ღვთის მად­ლით და ის არის მტკი­ცე სა­ფუძ­ვე­ლი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი­სა. ღმერ­თმა გა­აძ­ლი­ე­როს, გა­ნამ­ტკი­ცოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, ღმერ­თმა ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ყვე­ლა მღვდელმთა­ვა­რი, ბერ­მო­ნა­ზო­ნი, იყოს ჩვე­ნი ერის მა­გა­ლი­თი და ჩვენ ვხე­დავთ რომ ეს ასეა", - აღ­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა და­ლო­ცა სა­ქარ­თვე­ლო და ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის დღე მი­უ­ლო­ცა. ასე­ვე შეს­თხო­ვა უფალს, რომ მოგ­ვცეს ძალა და მად­ლი, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენს სიძ­ნე­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

პატრიარქი - მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ქვეყნის საფუძველი

პატრიარქი - მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ქვეყნის საფუძველი

საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ერის საფუძველი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა და ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების ისტორია გაიხსენა და ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს "და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას", ეკლესია ეს არის დაფუძნებული იესო ქრისტეს მიერ. ეკლესიის საშუალებით, დედამიწა, ადამიანი და ცა, ზეციური სამყარო, სასუფეველი უერთდება ერთამანეთს. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში. საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია, დაარსებული მოციქულების მიერ. იგი ანდრია პირველწოდებულმა დაარსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვთხოვთ მოგვცეს მადლი და ძალა ამ ეკლესიის დამაარსებლების მეშვეობით", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, საქართველოს ეკლესია სახელმწიფო ეკლესიად მე-4 საუკუნეში გამოცხადდა, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის იყო აღიარებული მხოლოდ ბიზანტიის იმპერიაში წმინდა კონსტანტინეს მიერ.

"საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულია იმით, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანა. აქ იყო ჩამობრძანებული უფლის კვართი. საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, მე არ მგონია ეარსება ქართველ ხალხს. საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო საფუძველი ჩვენი ქვეყნის და ამაზე იყო და არის დაფუძნებული ქართული ცნობიერება და ქართული კულტურა და ეს გრძელდება", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ მე-5 საუკუნეში საქართველოს ეკლესია დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის მეშვეობით გახდა საკათალიკოსო და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე. მე-5 საუკუნიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური ცხოვრება. ეს გაგრძელდა 1801 წლამდე, როდესაც საქართველოს საკათოლიკე ტახტზე ბრძანდებოდა ანტონ II. იგი გაიწვიეს რუსეთში და გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია. პატრიარქის თქმით, 1917 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და მოციქულთა და წმინადნების შეწევნით, მღვდელმთავრების ლეონიდეს, კალისტრატეს და სხვათა ღვაწლის შედეგად აღდგა საქართველოს ავტოკეფალია.

"საქართველოს ეკლესია გაძლიერდა ღვთის მადლით და ის არის მტკიცე საფუძველი ჩვენი მომავალისა. ღმერთმა გააძლიეროს, განამტკიცოს საქართველოს ეკლესია, ღმერთმა ყველა სასულიერო პირი, ყველა მღვდელმთავარი, ბერმონაზონი, იყოს ჩვენი ერის მაგალითი და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ასეა", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა დალოცა საქართველო და ეკლესიის ავტოკეფალიის დღე მიულოცა. ასევე შესთხოვა უფალს, რომ მოგვცეს ძალა და მადლი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს სიძნელეების დაძლევაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია