კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოკარის" ახალი გაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა
"სოკარის" ახალი გაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა

22 და 23 მარტს ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი, "სო­კა­რის" ქსე­ლის კი­დევ ერთ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი და "სო­კა­რი­სა" და "გუდ­ვი­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­რი­გი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი გა­იხ­სნა.

ქ. თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქ. N15-ში გახ­სნი­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სად­გუ­რი "სო­კა­რის" ქსე­ლის რი­გით 108-ე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი და რი­გით 15-ე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, სა­დაც მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ შე­ი­ძი­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის საწ­ვა­ვი ან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლე ბუ­ნებ­რი­ვი აირი და და­ა­აგ­რო­ვონ ბო­ნუს-ქუ­ლე­ბი ენერ­ჯი ქარ­დი­სა და უნი­ქარ­დის ბა­რა­თებ­ზე.

ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მომ­ხმა­რე­ბელს ასე­ვე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­დღე­ღა­მი­სო კაფე-მარ­კე­ტი.

გარ­და ამი­სა, "სო­კა­რის" ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­მო­ი­ყე­ნონ სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვის-ბლო­კი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ბუ­რა­ვე­ბის წნე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბა, წყლის და­მა­ტე­ბა, სა­ლო­ნის ამოწ­მენ­და და სხვა. სულ ობი­ექ­ტზე და­საქმდე­ბა 25 ადა­მი­ა­ნი.

ხოლო სო­კა­რი­სა და გუდ­ვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის შე­მოვ­ლით გზა­ზე, გა­ფორ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ზო­ნის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს.

600 კვ/მ-ის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უახ­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თა და და­ნად­გა­რე­ბით მო­ე­წყო. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნიც და კე­თილ­მო­წყო­ბაც გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. კომ­პლექსში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სუ­პერ­მარ­კე­ტი "გუდ­ვი­ლი" და კაფე-ბარი. ყვე­ლა სტან­დარ­ტი და­ცუ­ლია, ყვე­ლა დე­ტა­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რათა მომ­ხმა­რე­ბელ­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს, ისარ­გებ­ლოს უსა­დე­ნო ინ­ტერ­ნე­ტით, მი­ირ­თვას გემ­რი­ე­ლი და ახა­ლი საკ­ვე­ბი, შე­ი­ძი­ნოს პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი, ისარ­გებ­ლოს Take Away-სერ­ვი­სით და და­ის­ვე­ნოს. კომ­პლექსში წარ­მოდ­გე­ნი­ლი "სო­კა­რის" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რიც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბელს მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს უქ­მნის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, რო­გორც "სო­კა­რის" ყვე­ლა ავ­ტო­გა­სა­მარ­თი ობი­ექ­ტი, ია­პო­ნუ­რი ტექ­ნი­კი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რაც ჩას­ხმის 100% სი­ზუს­ტეს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სო­კარ - გუდ­ვი­ლის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსში 45 ადა­მი­ა­ნი და­საქმდა.

შე­გას­ხე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პლექ­სი "სო­კა­რი­სა" და "გუდ­ვი­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გორ­სა და ბა­თუმ­ში "გუდ­ვი­ლის" სუ­პერ­მარ­კე­ტი და კაფე უკვე 2 წე­ლია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

კომ­პა­ნია "სო­კა­რის" ობი­ექ­ტე­ბი სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ტონ­მა როვ­ნაგ აბ­დუ­ლა­ევ­მა გახ­სნა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სოკარის" ახალი გაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა

"სოკარის" ახალი გაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა

22 და 23 მარტს ორი მნიშვნელოვანი ობიექტი, "სოკარის" ქსელის კიდევ ერთ კომბინირებული ავტოგაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნა.

ქ. თბილისში, გურამიშვილის ქ. N15-ში გახსნილი კომბინირებული სადგური "სოკარის" ქსელის რიგით 108-ე ავტოგასამართი და რიგით 15-ე კომბინირებული ავტოგაზგასამართი სადგურია, სადაც მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ ნებისმიერი ტიპის საწვავი ან საავტომობილე ბუნებრივი აირი და დაააგროვონ ბონუს-ქულები ენერჯი ქარდისა და უნიქარდის ბარათებზე.

ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ასევე მოემსახურება სადღეღამისო კაფე-მარკეტი.

გარდა ამისა, "სოკარის" ავტოგასამართ სადგურზე ავტომობილის მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ სპეციალური სერვის-ბლოკი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საბურავების წნევის რეგულირება, წყლის დამატება, სალონის ამოწმენდა და სხვა. სულ ობიექტზე დასაქმდება 25 ადამიანი.

ხოლო სოკარისა და გუდვილის ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი თბილისი-რუსთავის შემოვლით გზაზე, გაფორმების საერთაშორისო ზონის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

600 კვ/მ-ის დასასვენებელი კომპლექსი ევროსტანდარტების შესაბამისი უახლესი გერმანული ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით მოეწყო. ინტერიერის დიზაინიც და კეთილმოწყობაც გერმანელი სპეციალისტების მიერ იქნა შესრულებული. კომპლექსში გაერთიანებულია სუპერმარკეტი "გუდვილი" და კაფე-ბარი. ყველა სტანდარტი დაცულია, ყველა დეტალი გათვალისწინებული, რათა მომხმარებელმა მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიიღოს, ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით, მიირთვას გემრიელი და ახალი საკვები, შეიძინოს პირველადი მოხმარების აუცილებელი პროდუქტი, ისარგებლოს Take Away-სერვისით და დაისვენოს. კომპლექსში წარმოდგენილი "სოკარის" ავტოგასამართი სადგურიც ინფრასტრუქტურულად ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. აღნიშნული ავტოგასამართი სადგური, როგორც "სოკარის" ყველა ავტოგასამართი ობიექტი, იაპონური ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც ჩასხმის 100% სიზუსტეს უზრუნველყოფს.

სოკარ - გუდვილის მულტიფუნქციურ კომპლექსში 45 ადამიანი დასაქმდა.

შეგასხენებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორსა და ბათუმში "გუდვილის" სუპერმარკეტი და კაფე უკვე 2 წელია ფუნქციონირებს.

კომპანია "სოკარის" ობიექტები სხვა სტუმრებთან ერთად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ბატონმა როვნაგ აბდულაევმა გახსნა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი