პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ რჩეულიშვილი ნინა წკრიალაშვილისთვის კაბებს ინტერნეტში ეძებს
ვახტანგ რჩეულიშვილი ნინა წკრიალაშვილისთვის კაბებს ინტერნეტში ეძებს

"ორი ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე, ლა­თი­ნურ­მა ტურ­მაც ჩა­ი­ა­რა. გუ­შინ პრო­ექ­ტი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და ნიკო ბე­რი­ძემ და­ტო­ვეს. არ მღე­როდ­ნენ ცუ­დად, მაგ­რამ ასე­თია კონ­კურ­სის წე­სე­ბი.

პრო­ექ­ტში კვლა­ვაც რჩე­ბა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის წყვი­ლი. გუ­შინ­დე­ლი ტუ­რის შემ­დეგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- ჟი­უ­რი საკ­მა­ოდ გაკ­რი­ტი­კებთ. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- არა უშავს, პარ­ლა­მენ­ტში უა­რე­სი ხდე­ბო­და ხოლ­მე...

- ე.ი. კმა­ყო­ფი­ლი ხართ, რომ და­თან­ხმდით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­გე­ღოთ "ორ ვარ­სკვლავ­ში?"

- ჩემ­მა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­ა­მარ­თლა. ეს შოუ ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო რამ არის. მას ვერც ერთი შეკ­რე­ბა, ქორ­წი­ლი, დროს­ტა­რე­ბა, ქე­ი­ფი ვერ შე­ედ­რე­ბა. მთე­ლი პრო­ცე­სია ორ­შა­ბა­თი­დან ორ­შა­ბა­თამ­დე: მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ტუ­რი­დან ტურ­ში გა­დას­ვლა... მაგ­რამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბა პერ­სპექ­ტი­ვე­ბის და­კარ­გვას ნიშ­ნავს, პირ­და­პირ კა­რი­ე­რას უკავ­შირ­დე­ბა და მტკივ­ნე­უ­ლია. აქ სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვი, შემ­დეგ ტურ­ში გა­და­დი­ხარ. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. თვი­თონ ჯგუ­ფიც ძა­ლი­ან კარ­გია. ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ან. ორი (გო­გო­ნა) შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მათი თო­ჯი­ნე­ბი­ვით გა­მო­წყო­ბა მიყ­ვარს. ჰოდა, ამ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე პა­ტა­რა გო­გო­ე­ბიც (ნინი, ნინა, სა­ლო­მე, სოფო და ა.შ.) სწო­რედ რომ თო­ჯი­ნე­ბი­ვით არი­ან...

- მოკ­ლედ, მათ გა­რე­მოც­ვა­ში თავს მშვე­ნივ­რად გრძნობთ...

- სა­ოც­რად კომ­ფორ­ტუ­ლად: მე­ფე­რე­ბი­ან, მეც უფ­რო­სად, მა­მა­სა­ვით ვყა­ვარ იქ ყვე­ლას...

- რას გვე­ტყვით პარტნი­ორ­ზე? თქვე­ნი არ იყოს, ისიც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი...

- სა­ერ­თოდ, ვი­საც მტე­რი არ ჰყავს, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ნუ­ლია. მოკ­ლედ, კრი­ტი­კას წყნა­რად ვუ­ყუ­რებ. ნი­ნას ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­ნო­ბენ და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მის იმიჯს აფა­სე­ბენ. არა­და, რომ იცოდ­ნენ, რო­გო­რი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე გო­გოა, ის "მტრის ხატი", რო­მელ­საც მის­გან ქმნი­ან, და­იშ­ლე­ბო­და.

მე რომ მკი­თხოთ, ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. პო­ლი­ტი­კო­სის­თვის და შო­უ­ვარ­სკვლა­ვის­თვის ერთი კა­ნო­ნი არ­სე­ბობს, - პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან, მარ­ტო ნეკ­რო­ლო­გია ცუდი. და­ნარ­ჩე­ნი, ჯო­ბია, გა­გი­ნონ, ვიდ­რე სულ არ გახ­სე­ნონ (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ასე­ვეა ბიზ­ნეს­შიც, მა­გა­ლი­თად, "ცენ­ტრ პო­ინტს" იმ­დე­ნი აგი­ნეს და იმ­დენ­ჯერ მო­იხ­სე­ნი­ეს ცუდ კონ­ტექ­სტში, რომ ახლა ადა­მი­ა­ნებს რომ ჰკი­თხოთ, კომ­პა­ნია და­მი­სა­ხე­ლე­თო, "ცენ­ტრ პო­ინტს" იტყვი­ან.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ან­ტი­რეკ­ლა­მაც რეკ­ლა­მაა...

- აბა, რა? ბიზ­ნეს­შიც კი ზედ­მეტ­მა ლა­ძღვამ, ეს შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. ახლა მიხ­ვდა ყვე­ლა, რომ ის ჩვენ მი­მართ აგო­რე­ბუ­ლი შავი პი­ა­რი იყო. რე­ა­ლუ­რად კი არის ძლი­ე­რი კომ­პა­ნია, უბ­რა­ლოდ გა­ძარ­ცვუ­ლი, რო­მე­ლიც ნელ-ნელა ფეხ­ზე დგე­ბა.

- გუ­შინ თქვით, რომ ნინა მე­ო­რე ქა­ლია ჩემ­თვი­სო... რას გუ­ლის­ხმობ­დით?

- რას ვგუ­ლის­ხმობ­დი და სი­ლა­მა­ზით პირ­ვე­ლი მა­ი­აა, ჩემი მე­უღ­ლე და მერე - ნი­ნაა-მეთ­ქი.

- რას გე­უბ­ნე­ბათ თქვე­ნი მე­უღ­ლე? მოს­წონს თქვე­ნი ნამ­ღე­რი?

- დიდი მომ­ღე­რა­ლი ხარო, - ამას სახ­ლში არ მე­უბ­ნე­ბი­ან, არც მაია და არც გუკა. ორი­ვე ამ­ბობს, სიმ­ღე­რა არ იცი, მაგ­რამ შო­უ­ში კარ­გად ჩან­ხა­რო. გუკა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო პრო­ექ­ტში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ გუ­შინ მო­ვი­და და თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­გულ­შე­მატ­კივ­რა: "სა­ღოლ", მაგ­რად ერ­თო­ბიო... ის და მისი "სას­ტა­ვი" გუ­შინ დარ­ბა­ზი­დან "ვახო", "ვა­ხოს" ყვი­როდ­ნენ, მაია სახ­ლი­დან მი­მე­სი­ჯებ­და, მთე­ლი ოჯა­ხი ჩარ­თუ­ლია.

- ე.ი. ჟი­უ­რი­ზე არ ბრაზ­დე­ბით, ხომ?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მაქვს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა. ის მაგ­რად ხუმ­რობს ხოლ­მე...

- თე­ო­ნა?

- თე­ო­ნა? ჰო, თე­ო­ნა ჰქვია. ერთ ამ­ბავ­შია. ამ საქ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა. ზუ­რას ხა­სი­ათს კი ვერ გა­უ­გებ: თუ კარგ გუ­ნე­ბა­ზეა, კარგ ნი­შანს და­წერს (სი­ცი­ლით ამ­ბობს). მოკ­ლედ, მა­გის გე­მოვ­ნე­ბა ვერ გა­მო­ვი­ცა­ნი. გუ­შინ მი­თხრა, ისე გაც­ვია, გე­გო­ნე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე ხარო. ამ დროს მა­ი­ამ გა­მო­მა­წყო. ტი­ლოს სუფ­თა ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი კოს­ტი­უ­მი მეც­ვა, მა­ი­ას ნა­ყი­დი ია­სამ­ნის­ფე­რი ჰალხტუ­ხი მე­კე­თა, თა­ვის "პლა­ტო­ჩკით"...

- ზურა ყიფ­ში­ძემ ჩაც­მუ­ლო­ბა და­გი­წუ­ნათ, ხომ?

- ჩემი და­წუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­ი­ას გე­მოვ­ნე­ბის და­წუ­ნე­ბა ძნე­ლია...

- სა­მო­მავ­ლოდ რას ფიქ­რობთ, რა შე­დეგს მი­აღ­წევთ?

- იმე­დი­ა­ნად ვართ. ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ღად ვა­ფა­სებთ. პრაქ­ტი­კუ­ლად, მე­ხუ­თე ტუ­რამ­დე უნდა ავი­დეთ. მერე ვნა­ხოთ, ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან და ისე კარ­გად მღე­რი­ან, რომ... "სამ­ბა" (სიმ­ღე­რა) ჩემი შერ­ჩე­უ­ლია, მიყ­ვარს ეგ ნა­მუ­შე­ვა­რი. მერე შე­ვე­დი ინ­ტერ­ნეტ­ში და ნი­ნას კოს­ტი­უ­მის­თვის ნი­მუ­ში ამო­ვი­ღე, ანუ ბრა­ზი­ლი­ურ კარ­ნა­ვალ­ზე ქა­ლე­ბი რა სა­მო­სი­თაც გა­მო­დი­ან ხოლ­მე. მერე ის ნი­მუ­ში "ზენ­კას" მი­ვუ­ტა­ნეთ. მა­თაც უცებ გა­მო­ა­წყვეს შენი ნინა ფარ­შა­ვან­გი­ვით ბუმ­ბუ­ლებ­ში... გა­და­სა­რე­ვი პარტნი­ო­რი შემ­ხვდა. ყვე­ლა­ფერს მღე­რის, მისი ხმა მომ­წონს ძა­ლი­ან, ცეკ­ვავს, პლას­ტი­კუ­რია, ყვე­ლა­ნა­ირ სა­მოსს ირ­გებს. კულ­ტუ­რუ­ლი მუ­სი­კო­სია...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ვახტანგ რჩეულიშვილი ნინა წკრიალაშვილისთვის კაბებს ინტერნეტში ეძებს

ვახტანგ რჩეულიშვილი ნინა წკრიალაშვილისთვის კაბებს ინტერნეტში ეძებს

"ორი ვარსკვლავის" მეორე, ლათინურმა ტურმაც ჩაიარა. გუშინ პროექტი ნინო გაჩეჩილაძემ და ნიკო ბერიძემ დატოვეს. არ მღეროდნენ ცუდად, მაგრამ ასეთია კონკურსის წესები.

პროექტში კვლავაც რჩება ვახტანგ რჩეულიშვილისა და ნინა წკრიალაშვილის წყვილი. გუშინდელი ტურის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება ვახტანგ რჩეულიშვილს ვთხოვეთ.

- ჟიური საკმაოდ გაკრიტიკებთ. რას გვეტყვით ამაზე?

- არა უშავს, პარლამენტში უარესი ხდებოდა ხოლმე...

- ე.ი. კმაყოფილი ხართ, რომ დათანხმდით, მონაწილეობა მიგეღოთ "ორ ვარსკვლავში?"

- ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. ეს შოუ ყველაზე სახალისო რამ არის. მას ვერც ერთი შეკრება, ქორწილი, დროსტარება, ქეიფი ვერ შეედრება. მთელი პროცესია ორშაბათიდან ორშაბათამდე: მეცადინეობა, ნერვიულობა, ტურიდან ტურში გადასვლა... მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წაგება პერსპექტივების დაკარგვას ნიშნავს, პირდაპირ კარიერას უკავშირდება და მტკივნეულია. აქ სასიამოვნოა, რომ თუ კარგად მოიქცევი, შემდეგ ტურში გადადიხარ. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თვითონ ჯგუფიც ძალიან კარგია. ლამაზი გოგონები არიან. ორი (გოგონა) შვილიშვილი მყავს და ყველაზე ძალიან მათი თოჯინებივით გამოწყობა მიყვარს. ჰოდა, ამ პროექტის მონაწილე პატარა გოგოებიც (ნინი, ნინა, სალომე, სოფო და ა.შ.) სწორედ რომ თოჯინებივით არიან...

- მოკლედ, მათ გარემოცვაში თავს მშვენივრად გრძნობთ...

- საოცრად კომფორტულად: მეფერებიან, მეც უფროსად, მამასავით ვყავარ იქ ყველას...

- რას გვეტყვით პარტნიორზე? თქვენი არ იყოს, ისიც ხშირად ხდება ხოლმე საზოგადოების კრიტიკის ობიექტი...

- საერთოდ, ვისაც მტერი არ ჰყავს, როგორც ადამიანი, ნულია. მოკლედ, კრიტიკას წყნარად ვუყურებ. ნინას ადამიანები არ იცნობენ და მხოლოდ და მხოლოდ მის იმიჯს აფასებენ. არადა, რომ იცოდნენ, როგორი განათლებული და შრომისმოყვარე გოგოა, ის "მტრის ხატი", რომელსაც მისგან ქმნიან, დაიშლებოდა.

მე რომ მკითხოთ, ამაში ცუდი არაფერია. პოლიტიკოსისთვის და შოუვარსკვლავისთვის ერთი კანონი არსებობს, - პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან, მარტო ნეკროლოგია ცუდი. დანარჩენი, ჯობია, გაგინონ, ვიდრე სულ არ გახსენონ (სიცილით ამბობს). ასევეა ბიზნესშიც, მაგალითად, "ცენტრ პოინტს" იმდენი აგინეს და იმდენჯერ მოიხსენიეს ცუდ კონტექსტში, რომ ახლა ადამიანებს რომ ჰკითხოთ, კომპანია დამისახელეთო, "ცენტრ პოინტს" იტყვიან.

- როგორც ამბობენ, ანტირეკლამაც რეკლამაა...

- აბა, რა? ბიზნესშიც კი ზედმეტმა ლაძღვამ, ეს შედეგი მოიტანა. ახლა მიხვდა ყველა, რომ ის ჩვენ მიმართ აგორებული შავი პიარი იყო. რეალურად კი არის ძლიერი კომპანია, უბრალოდ გაძარცვული, რომელიც ნელ-ნელა ფეხზე დგება.

- გუშინ თქვით, რომ ნინა მეორე ქალია ჩემთვისო... რას გულისხმობდით?

- რას ვგულისხმობდი და სილამაზით პირველი მაიაა, ჩემი მეუღლე და მერე - ნინაა-მეთქი.

- რას გეუბნებათ თქვენი მეუღლე? მოსწონს თქვენი ნამღერი?

- დიდი მომღერალი ხარო, - ამას სახლში არ მეუბნებიან, არც მაია და არც გუკა. ორივე ამბობს, სიმღერა არ იცი, მაგრამ შოუში კარგად ჩანხარო. გუკა წინააღმდეგი იყო პროექტში ჩავრთულიყავი, მაგრამ გუშინ მოვიდა და თავის მეგობრებთან ერთად მიგულშემატკივრა: ''საღოლ'', მაგრად ერთობიო... ის და მისი "სასტავი" გუშინ დარბაზიდან "ვახო", "ვახოს" ყვიროდნენ, მაია სახლიდან მიმესიჯებდა, მთელი ოჯახი ჩართულია.

- ე.ი. ჟიურიზე არ ბრაზდებით, ხომ?

- აბსოლუტურად არ მაქვს არანაირი პრობლემა. ის მაგრად ხუმრობს ხოლმე...

- თეონა?

- თეონა? ჰო, თეონა ჰქვია. ერთ ამბავშია. ამ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. ზურას ხასიათს კი ვერ გაუგებ: თუ კარგ გუნებაზეა, კარგ ნიშანს დაწერს (სიცილით ამბობს). მოკლედ, მაგის გემოვნება ვერ გამოვიცანი. გუშინ მითხრა, ისე გაცვია, გეგონება, პარლამენტის სხდომაზე ხარო. ამ დროს მაიამ გამომაწყო. ტილოს სუფთა ლათინოამერიკული კოსტიუმი მეცვა, მაიას ნაყიდი იასამნისფერი ჰალხტუხი მეკეთა, თავის "პლატოჩკით"...

- ზურა ყიფშიძემ ჩაცმულობა დაგიწუნათ, ხომ?

- ჩემი დაწუნება შეიძლება, მაგრამ მაიას გემოვნების დაწუნება ძნელია...

- სამომავლოდ რას ფიქრობთ, რა შედეგს მიაღწევთ?

- იმედიანად ვართ. ჩვენს შესაძლებლობებს საღად ვაფასებთ. პრაქტიკულად, მეხუთე ტურამდე უნდა ავიდეთ. მერე ვნახოთ, ისეთი ახალგაზრდები არიან და ისე კარგად მღერიან, რომ... "სამბა" (სიმღერა) ჩემი შერჩეულია, მიყვარს ეგ ნამუშევარი. მერე შევედი ინტერნეტში და ნინას კოსტიუმისთვის ნიმუში ამოვიღე, ანუ ბრაზილიურ კარნავალზე ქალები რა სამოსითაც გამოდიან ხოლმე. მერე ის ნიმუში "ზენკას" მივუტანეთ. მათაც უცებ გამოაწყვეს შენი ნინა ფარშავანგივით ბუმბულებში... გადასარევი პარტნიორი შემხვდა. ყველაფერს მღერის, მისი ხმა მომწონს ძალიან, ცეკვავს, პლასტიკურია, ყველანაირ სამოსს ირგებს. კულტურული მუსიკოსია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება