პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრანდიოზული მშენებლობა თბილისში: დახრილი ლიფტები , დაკიდული ბაღები - "პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"
გრანდიოზული მშენებლობა თბილისში: დახრილი ლიფტები , დაკიდული ბაღები - "პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

"თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი" თბი­ლის­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს გრან­დი­ო­ზულ პრო­ექტს პი­რო­ბი­თი სა­ხელ­წო­დე­ბით "პა­ნო­რა­მა - თბი­ლი­სი". რო­გორც სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში", პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას აღი­ნიშ­ნა , პრო­ექ­ტი ოთხ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსს - 1. სო­ლო­ლა­კის მაღ­ლო­ბი, 2. სო­ლო­ლა­კის ბა­ღე­ბი, 3. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი და 4. ერეკ­ლე მე­ო­რის მო­ე­და­ნი - აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ რო­გორც ერთი მთლი­ა­ნი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნე­ბი და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან გამ­წვა­ნე­ბულ შე­მო­გა­რენს სა­ბა­გი­რო გზე­ბი­თა და დახ­რი­ლი ლიფ­ტე­ბით.

"პრო­ექ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბა სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ქა­ლა­ქის ახალ, ოთხ მსხვილ ტუ­რის­ტულ და ბიზ­ნეს ცენ­ტრს შო­რის დღის ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თულ პე­რი­ოდ­შიც კი გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­რე­შე, სწრა­ფად და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად, სა­ბა­გი­რო გზე­ბი­სა და დახ­რი­ლი ლიფ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამას­თან, პა­ნო­რა­მუ­ლი შუ­შის კა­ბი­ნე­ბით მგზავ­რო­ბი­სას დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს დე­და­ქა­ლა­ქის ულა­მა­ზე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ხე­დე­ბით დატ­კბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ ჰყავს", - აცხა­დე­ბენ ფონდში.

ამას­თან, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრო­ექ­ტი იმი­თაც არის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი, რომ მწვა­ნე არ­ქი­ტექ­ტუ­რის უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს.

"მის ფარ­გლებ­ში და­ირ­გვე­ბა 30 000 ახა­ლი ხე, რაც საგ­რძნობ­ლად გა­ა­ჯან­სა­ღებს ქა­ლა­ქის ეკო­სის­ტე­მას", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მისი თქმით, პრო­ექ­ტის და­მა­ტე­ბი­თი უპი­რა­ტე­სო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­სად­გო­მე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს.

"ქა­ლა­ქის ცენ­ტრსა და შე­მო­გა­რენ­ში და­მა­ტე­ბით მო­ე­წყო­ბა 1,800 ავ­ტო­მო­ბილ­ზე (თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი - 300, ერეკ­ლე მე­ო­რის მო­ე­და­ნი - 500, სო­ლო­ლა­კის ბა­ღე­ბი - 500, სო­ლო­ლა­კის მაღ­ლო­ბი - 500) გათ­ვლი­ლი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მე­ბი, რაც პრო­ექ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბას ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოფს ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას", - გან­მარ­ტა ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თბი­ლის­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მაშს­ტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­პინ­ძლო­ბა, რაც დე­და­ქა­ლაქს რე­გი­ონ­ში უფრო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას და დატ­ვირ­თვას შეს­ძენს.

"დახ­რი­ლი ლიფ­ტე­ბი, სა­ბა­გი­რო გზე­ბი და სხვა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თუ ტექ­ნი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა, რის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ფონ­დი აპი­რებს, პრო­ექ­ტი გახ­დეს თბი­ლი­სის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ ფონდში.

მა­თი­ვე თქმით, პრო­ექ­ტის წი­ნას­წა­რი ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ამე­რი­კულ დო­ლარს აჭარ­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექტ "სო­ლო­ლა­კის ბა­ღე­ბის­თვის" ეს­კი­ზუ­რი პრო­ექ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გრანდიოზული მშენებლობა თბილისში: დახრილი ლიფტები , დაკიდული ბაღები - "პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

გრანდიოზული მშენებლობა თბილისში: დახრილი ლიფტები , დაკიდული ბაღები - "პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

"თანაინვესტირების ფონდი" თბილისში განახორციელებს გრანდიოზულ პროექტს პირობითი სახელწოდებით "პანორამა - თბილისი". როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში", პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა , პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - აერთიანებს, რომლებიც იფუნქციონირებენ როგორც ერთი მთლიანი.

პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით.

"პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ, ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს", - აცხადებენ ფონდში.

ამასთან, მათივე განმარტებით, პროექტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს.

"მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას", - განაცხადა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პროექტის დამატებითი უპირატესობა თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს.

"ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300, ერეკლე მეორის მოედანი - 500, სოლოლაკის ბაღები - 500, სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას", - განმარტა ბაჩიაშვილმა.

ფონდის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მაშსტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს.

"დახრილი ლიფტები, საბაგირო გზები და სხვა არქიტექტურული თუ ტექნიკური კომპონენტები საკმაოდ ძვირად ღირებული გადაწყვეტილებებისგან შედგება, რის გამოყენებითაც ფონდი აპირებს, პროექტი გახდეს თბილისის სავიზიტო ბარათი", - აღნიშნავენ ფონდში.

მათივე თქმით, პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტ "სოლოლაკის ბაღებისთვის" ესკიზური პროექტი დასრულებულია, რომელიც ქალაქის შესაბამის სამსახურებს განსახილველად წარედგინება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია