ფოტოგრაფმა ირინა პოპოვამ სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღე ფირზე აღბეჭდა.
კადრებმა, რომელიც 2 წლის ანფისას ნარკომან და ლოთ მშობლებთან ერთად ცხოვრებას ასახავს, ადგილობრივები გააოგნა. კადრები ფოტოგალერეაში - "სხვა ოჯახი" ერთიანდება. როდესაც 2 წლის ანფისას მშობლები ლილია და პაშა წვეულებებს აწყობენ, პატარა გოგონა თავისთვის ერთობა. მას ნებას რთავენ, ღია ფანჯრის რაფაზე დაჯდეს, სიგარეტით ითამაშოს, ქეიფის შემდეგ კი შიშველ მშობლებსაც ხედავს.
თავდაპირველად, როდესაც ფოტოები სანკტ-პეტერბურგში გამოფინეს, ირინას ნამუშევრები დააჯილდოვეს, მაგრამ მას შემდეგ რაც კადრები ინტერნეტში გავრცელდა, ლამის ამ ამბავში პოლიცია ჩაერთო და დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ანფისას ოჯახიდან წამოყვანას და ობოლთა თავშესაფარში გადაყვანას ისახავდა.
როგორც პოპოვა ჟურნალისტებთან საუბარში იხსენებს, პროექტზე მუშაობა მაშინ გადაწყვიტა, როცა სანკტ-პეტერბურგში იმოგზაურა. ერთ დღესაც ღამის კლუბთან ქალი შენიშნა, რომელიც პირდაპირ ქუჩაში შარდავდა, ხოლო გვერდით პატარა გოგონა ედგა. ეს ქალი ლილია იყო. ირინამ მას ფოტოების გადაღება შესთავაზა. ლილია ფოტოგრაფს დათანხმდა და მისი ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღის გადაღების უფლება მისცა. ოჯახი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ფოტოგრაფმა პროექტზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო.
ლილიაც და პაშაც სანკტ-პეტერბურგის გალერეაში გამოფენის გახსნას დაესწრნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც კადრები ნებართვის გარეშე ინტერნეტში გავრცელდა, ფოტოგრაფს წყვილთან პრობლემები შეექმნა; პაშა ირინას აღარ ეკონტაქტება. თუმცა, ყველაფერი ამ ფოტოებით არ დამთავრებულა;
გამოფენიდან 6 თვის შემდეგ, ლილია 2012 წელს გაუჩინარდა - მან ანფისა მამასთან დატოვა და ოჯახი მიატოვა. ლილიამ ნარკოტიკზე დამოკიდებულებაზე იმკურნალა და სანკტ-პეტერბურგში ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობს. რაც შეეხება პაშას, ის ელექტრიკოსია; ახალი საყვარელი ჰყავს და მის ვაჟთან და საკუთარ ქალიშვილთან, ანფისასთან ერთად ცხოვრობს. პატარა ანფისა კი სკოლაში დადის.მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.