საზოგადოების ცნობილი სახეები გუშინ "კინოს სახლთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია:
"არა, ამათ უყურეთ... ეს გამზრდელ მოტ...ბი რა დღეში არიან! სხვა სიტყვებით ვერ ვიტყვი, ჩემს ძალებს აღემატება. "მოდით, ფეხზე წამოუდგეთ ყველა იმ რუს გმირს, რომელიც დაიღუპა 2008 წელს"... ახლაც მგონია, რომ მომეჩვენა... მანქურთები მონაგონია, ესენი ვინ ყოფილან, როგორ იქცევიან, სიტყვები არ მყოფნის!".
"ილიაუნის" ლექტორი, გიორგი თუმანიშვილი:
"სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს ევრაზიის ინსტიტუტის აქტივისტების აზრს. რუსეთის კეთილმეზობლურობასთან დაკავშირებით რუსეთში დღევანდელ დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში".
კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, გოგი გვახარია:
"ამათ ზუსტად ისე აწუხებთ 1999 წელს, ბელგრადის დაბომბვის ამბავი, როგორც მე ვწუხვარ იმაზე, რომ ბარსელონამ მოუგო მადრიდს (გუშინდელ დღემდე "ბარსა" ფეხბურთელი მეგონა)...
საერთოდ არ ვარ ოპტმისტურად განწყობილი, მაგრამ მგონია რომ ამ ევრაზიის ინსტიტუტს არანაირი პერსპექტივა არა აქვს საქართველოში. მთლად ვასაძე რომ მოიყვანონ და დასვან ლიდერად მაინც... თან ირმა ინაშვილიც შეერთებია:)".
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
"ვაიმე, 2008 წლის ომში დაღუპულ რუს გმირებს წამოვუდგეთო! სად იზრდებიან ასეთები!"
გუშინ "კინოს სახლში" "ევრაზიის ინსტიტუტის" ორგანიზებით, იუგოსლავიის დაბომბვისა და ქვეყანაში შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა. "ევრაზიის ინსტიტუტის" მოწინააღმდეგეებმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატეს, რაც აქციაზე ნატო-ს საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები მოისმინეს.
ფილმის ჩვენების დასაწყისში "ევრაზიული ინსტიტუტის" ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, ალეკო კვახაძემ დარბაზში მსხდომ აუდიტორიას მოუწოდა, აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის ფეხზე წამოდგომით პატივი მიეგოთ, რასაც დარბაზში მყოფთა ნაწილის ფეხზე წამოდგომა მოჰყვა. ამის შემდეგ ალეკო კვახაძემ მათ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "გაშიფრულები" უწოდა.
სიტუაცია კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა რაც "ევრაზიის ინტიტუტის" წარმომადგენლებმა "კინოს სახლი" დატოვეს და ნატოს საინფორმაციო ცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობის დაწყება დააპირეს.
მიუხედავად პოლიციის კორდონისა და ცოცხალი ჯაჭვისა, აქციის მონაწილეებს არ გასჭირვებიათ, ერთმანეთს ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ. ხელჩართული ჩხუბის შედეგად სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს.