პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კულუარები" მთავარი პროკურატურიდან - ვის დაიბარებს გამოძიება დაკითხვაზე სააკაშვილის ოჯახის წევრებიდან?
"კულუარები" მთავარი პროკურატურიდან - ვის დაიბარებს გამოძიება დაკითხვაზე სააკაშვილის ოჯახის წევრებიდან?

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, თუკი სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­დე­ბა? იუ­რის­ტი და ად­ვო­კა­ტი გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი "ალი­ას­თან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მოწ­მის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი.

რო­გორც "ალი­ას" პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, უწყე­ბა­ში უკვე მუ­შა­ო­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ტერ­პო­ლის­თვის გა­და­სა­ცე­მად, რად­გან ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ჩა­მოს­ვლას არ აპი­რებს. "აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­იყ­ვა­ნენ სა­ა­კაშ­ვილს. იმ­დე­ნად მძი­მე საქ­მე­ე­ბია და იმ­დე­ნად გამ­ყა­რე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, არ მი­ათ­რი­ონ და­კი­თხვა­ზე. საქ­მე­ე­ბი დას­კვნით ფა­ზა­შია შე­სუ­ლი და რო­გორ ფიქ­რობთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მე­ებს გვერ­დით გა­და­დებს მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­ა­კაშ­ვილს არ ნე­ბავს გა­მო­ცხა­დე­ბა?" - ამ­ბობს წყა­რო.

წყა­როს ცნო­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მსგავ­სად უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­კი­თხვა­ზე გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­საც. წყა­როს თქმით, ადე­იშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნის მი­ზე­ზი "ქარ­თუ ბან­კის" გა­კოტ­რე­ბის საქ­მე გახ­დე­ბა, რად­გან ეს სქე­მა სწო­რედ ადე­იშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­გეგ­მა სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ადე­იშ­ვილს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ ასე­ვე შე­სა­წყა­ლე­ბე­ლი პა­ტიმ­რე­ბის უკა­ნო­ნო სი­ე­ბის შედ­გე­ნა­ში, რო­მელ­საც ის სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით ად­გენ­და, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ პი­რებს იწყა­ლებ­და".

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს, ფაქ­ტია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯახ­სა და სა­ნა­თე­სა­ოს კარ­გი დღე არ უდ­გათ. პრო­კუ­რა­ტუ­რა თე­მურ ალა­სა­ნი­ას უკა­ნო­ნო საქ­მე­ე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. საქ­მე ეხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ თე­მურ ალა­სა­ნი­ას­თვის 5,5 ჰა მი­წის და­ბალ ფას­ში გა­და­ცე­მის ფაქტს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ შპს "ბე­ზე­კის" საქ­მე ერთ-ერ­თია, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ბა­დაშ­ვი­ლის უწყე­ბას კი­თხვე­ბი სა­ა­კაშ­ვილ­თან აქვს. "ბე­ზე­კის" დი­რექ­ტო­რი თე­მურ გაგ­ნი­ძე ამ­ბობს, რომ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტი "ბე­ზე­კი" 2007 წლი­დან მუ­შა­ობს. გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით გა­ნა­ცხა­დი ობი­ექ­ტის გვერ­დით არ­სე­ბულ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წა­ზე შე­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მისი და­კა­ნო­ნე­ბა სამი წლის შემ­დეგ შეძ­ლეს. რო­გორც გაგ­ნი­ძე აცხა­დებს, მი­წის ფარ­თობ­ში ოთხმა მფლო­ბელ­მა, რო­მელ­თა შო­რის, ერთ-ერთი თე­მურ ალა­სა­ნი­აა, 1 მი­ლი­ონ 825 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­დეს.

"ბე­ზე­კის" საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­მურ ალა­სა­ნი­ას კუთ­ვნილ ფირ­მა "ტავ ჯორ­ჯი­ა­ში", რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც თა­ვის დრო­ზე პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძამ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ჩა­იგ­დო ხელ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი ფირ­მა შე­ვი­და. აუ­დი­ტო­რებ­მა უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო დას­კვნას ისი­ნი სამ თვე­ში და­დე­ბენ. "ტავ ჯორ­ჯი­ას" შე­სა­მოწ­მებ­ლად აუ­დი­ტო­რუ­ლი ფირ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მო­იწ­ვია. რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო "ტავ ჯორ­ჯი­ას" შე­მოწ­მე­ბა და რა ეჭ­ვე­ბი არ­სე­ბობს ალა­სა­ნი­ას ფირ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით? "ალი­ას" ესა­უბ­რე­ბა სა­ა­ვი­ა­ციო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გუ­რამ ჯა­ლა­ღო­ნია.

"ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია სა­უ­ბა­რი მი­დის, რომ "ტავ ჯორ­ჯი­ა­ში" მთელ რიგ დარ­ღვე­ვებს ჰქონ­და ად­გი­ლი, რომ ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზოლი არ არის უსაფრ­თხო და ა.შ. ამი­ტომ მოწ­ვე­ულ იქნა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი ფირ­მა, რო­მე­ლიც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ შე­ის­წავ­ლის არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და და­დებს დას­კვნას, რა დარ­ღვე­ვაა კომ­პა­ნი­ა­ში. აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია შე­ის­წავ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ხა­რისხს, ასაფ­რენ-და­საფ­რენ ზოლს, სად­გომ ად­გი­ლებს, გა­ნა­თე­ბას, მგზავ­რთა ნა­კა­დის მომ­სა­ხუ­რე­ბას და ასე­ვე, ვაგ­ზალ­საც. ამის შემ­დეგ ჩვენ გვექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ამ კუ­თხით".

და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა თე­მურ ალა­სა­ნი­ას საქ­მი­ა­ნო­ბით და გა­მო­ი­ძა­ხებს და­კი­თხვა­ზე? იუ­რის­ტი და ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ კი­თხვე­ბი თე­მურ ალა­სა­ნი­ა­საც უნდა და­უს­ვას, ვი­ნა­ი­დან როცა ჩნდე­ბა ეჭვი, რომ მიწა უკა­ნო­ნოდ გას­ხვის­და, მა­შინ უკა­ნო­ნო შემ­ძე­ნიც დამ­ნა­შა­ვეა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას, მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნო და­უფ­ლე­ბას­თან და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დე­რი ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის გა­შიფვ­რა­ში. ბა­ღა­თუ­რი­ამ საკ­მაო ხა­ნია, მა­სა­ლე­ბი გა­დას­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ღა­თუ­რია შეხ­ვდა საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც, რო­მელ­მაც გა­ნუ­ცხა­და, რომ ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ინ­ფორ­მა­ცია გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ შეკ­რი­ბა და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დის ქო­ნე­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ და­ა­ფუძნა "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი", რომ­ლის 40%-ს თა­ვად ფლობს, 37%-ს ფლობს გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­გო­ბა­რი მა­ნა­ნა სა­ნა­ძე, 12,5%-12,5% კი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძაშ­ვილს, ნი­კო­ლოზ ალა­სა­ნი­ა­სა და ედუ­არდ რო­ბერტ რა­უპს ეკუთ­ვნით. ალა­სა­ნია სულ 16 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მფლო­ბე­ლია.

რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ბა­დაშ­ვი­ლის უწყე­ბა ამ­ჟა­მად მთე­ლი რე­სურ­სით მუ­შა­ობს, რომ მი­ი­ღოს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ადე­იშ­ვი­ლის­გან. და­წყე­ბუ­ლია მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო მათ სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და-ძმა გი­უ­ლი და თე­მურ ალა­სა­ნი­ე­ბის­თვი­საც მო­იც­ლი­ან.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

"კულუარები" მთავარი პროკურატურიდან - ვის დაიბარებს გამოძიება დაკითხვაზე სააკაშვილის ოჯახის წევრებიდან?

"კულუარები" მთავარი პროკურატურიდან - ვის დაიბარებს გამოძიება დაკითხვაზე სააკაშვილის ოჯახის წევრებიდან?

როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება? იურისტი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი "ალიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმის გამოუცხადებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული.

როგორც "ალიას" პროკურატურიდან წყარომ განუცხადა, უწყებაში უკვე მუშაობენ სააკაშვილის მონაცემების ინტერპოლისთვის გადასაცემად, რადგან ექსპრეზიდენტი ჩამოსვლას არ აპირებს. "აუცილებლად ჩამოიყვანენ სააკაშვილს. იმდენად მძიმე საქმეებია და იმდენად გამყარებულია მტკიცებულებებით, რომ გამორიცხულია, არ მიათრიონ დაკითხვაზე. საქმეები დასკვნით ფაზაშია შესული და როგორ ფიქრობთ, პროკურატურა ამ საქმეებს გვერდით გადადებს მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილს არ ნებავს გამოცხადება?" - ამბობს წყარო.

წყაროს ცნობით, სააკაშვილის მსგავსად უახლოეს მომავალში დაკითხვაზე გამოიძახებენ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილსაც. წყაროს თქმით, ადეიშვილის საქართველოში ჩამოყვანის მიზეზი "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმე გახდება, რადგან ეს სქემა სწორედ ადეიშვილის კაბინეტში დაიგეგმა სააკაშვილთან შეთანხმებით. არ არის გამორიცხული, ადეიშვილს ბრალი წაუყენონ ასევე შესაწყალებელი პატიმრების უკანონო სიების შედგენაში, რომელსაც ის სააკაშვილთან შეთანხმებით ადგენდა, ეს უკანასკნელი კი მძიმე დანაშაულებებში ეჭვმიტანილ პირებს იწყალებდა".

როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს, ფაქტია, რომ სააკაშვილის ოჯახსა და სანათესაოს კარგი დღე არ უდგათ. პროკურატურა თემურ ალასანიას უკანონო საქმეებითაც დაინტერესდა. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ თემურ ალასანიასთვის 5,5 ჰა მიწის დაბალ ფასში გადაცემის ფაქტს. შეგახსენებთ, რომ შპს "ბეზეკის" საქმე ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც ბადაშვილის უწყებას კითხვები სააკაშვილთან აქვს. "ბეზეკის" დირექტორი თემურ გაგნიძე ამბობს, რომ წისქვილკომბინატი "ბეზეკი" 2007 წლიდან მუშაობს. გაფართოების მიზნით განაცხადი ობიექტის გვერდით არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეიტანეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დაკანონება სამი წლის შემდეგ შეძლეს. როგორც გაგნიძე აცხადებს, მიწის ფართობში ოთხმა მფლობელმა, რომელთა შორის, ერთ-ერთი თემურ ალასანიაა, 1 მილიონ 825 ათასი ლარი გადაიხადეს.

"ბეზეკის" საქმის პარალელურად, თემურ ალასანიას კუთვნილ ფირმა "ტავ ჯორჯიაში", რომლის წყალობითაც თავის დროზე პრეზიდენტის ბიძამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩაიგდო ხელში საერთაშორისო აუდიტორული ფირმა შევიდა. აუდიტორებმა უკვე განახორციელეს სამუშაოები, თუმცა საბოლოო დასკვნას ისინი სამ თვეში დადებენ. "ტავ ჯორჯიას" შესამოწმებლად აუდიტორული ფირმა სახელმწიფომ მოიწვია. რატომ გახდა საჭირო "ტავ ჯორჯიას" შემოწმება და რა ეჭვები არსებობს ალასანიას ფირმასთან დაკავშირებით? "ალიას" ესაუბრება საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია.

"ძალიან დიდი ხანია საუბარი მიდის, რომ "ტავ ჯორჯიაში" მთელ რიგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არ არის უსაფრთხო და ა.შ. ამიტომ მოწვეულ იქნა საერთაშორისო აუდიტორული ფირმა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შეისწავლის არსებულ ვითარებას და დადებს დასკვნას, რა დარღვევაა კომპანიაში. აუდიტორული კომპანია შეისწავლის უსაფრთხოების ხარისხს, ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, სადგომ ადგილებს, განათებას, მგზავრთა ნაკადის მომსახურებას და ასევე, ვაგზალსაც. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება რეალური სურათი, რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით".

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა თემურ ალასანიას საქმიანობით და გამოიძახებს დაკითხვაზე? იურისტი და ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ კითხვები თემურ ალასანიასაც უნდა დაუსვას, ვინაიდან როცა ჩნდება ეჭვი, რომ მიწა უკანონოდ გასხვისდა, მაშინ უკანონო შემძენიც დამნაშავეა.

რაც შეეხება სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფო ქონების უკანონო დაუფლებასთან და კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით. "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია წლებია, აქტიურად არის ჩართული გიული ალასანიას კორუფციული სქემის გაშიფვრაში. ბაღათურიამ საკმაო ხანია, მასალები გადასცა პროკურატურას. მოგვიანებით ბაღათურია შეხვდა საქმის გამომძიებელსაც, რომელმაც განუცხადა, რომ ძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაცია გიული ალასანიას ბიზნესთან დაკავშირებით ჯონდი ბაღათურიამ შეკრიბა და დღეის მდგომარეობით ექსპრეზიდენტის დედის ქონება ასე გამოიყურება:

გიული ალასანიამ დააფუძნა "საქართველოს უნივერსიტეტი", რომლის 40%-ს თავად ფლობს, 37%-ს ფლობს გიული ალასანიას მეგობარი მანანა სანაძე, 12,5%-12,5% კი პრეზიდენტის ბიძაშვილს, ნიკოლოზ ალასანიასა და ედუარდ რობერტ რაუპს ეკუთვნით. ალასანია სულ 16 საგანმანათლებლო დაწესებულების მფლობელია.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბადაშვილის უწყება ამჟამად მთელი რესურსით მუშაობს, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხები სააკაშვილისა და ადეიშვილისგან. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაო მათ სამშობლოში დასაბრუნებლად. მოგვიანებით კი და-ძმა გიული და თემურ ალასანიებისთვისაც მოიცლიან.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ