პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვობაში დარჩენილი ქართველი მამაკაცები - ცოლები და ფსიქოლოგები კაცებზე, რომლებიც "დიდ ბიჭად" ვერ ყალიბდებიან
ბავშვობაში დარჩენილი ქართველი მამაკაცები - ცოლები და ფსიქოლოგები კაცებზე, რომლებიც "დიდ ბიჭად" ვერ ყალიბდებიან

ბავ­შვო­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ის ხა­ნაა, რო­მელ­შიც ბევ­რი მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით დაბ­რუნ­დე­ბო­და. მაგ­რამ ვაი, რომ დრო მი­დის და უკან დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, ზოგს თურ­მე ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩე­ნა ხე­ლე­წი­ფე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზო­გი­ერ­თი ფსი­ქო­ლო­გის მტკი­ცე რწმე­ნით, ეს მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს შე­უძ­ლი­ათ...

მოზ­რდილ ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი ფაქ­ტო­რი ზღუ­დავს, ისი­ნი ხში­რად, სხვა­დას­ხვა წე­სი­სა და სტე­რე­ო­ტი­პის ტყვე­ო­ბა­ში არი­ან მოქ­ცე­ულ­ნი. ბავ­შვე­ბი კი ისე იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც სურთ. გარ­კვე­ულ წე­სებს მხო­ლოდ ამა თუ იმ თა­მა­შის დროს მის­დე­ვენ. სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩე­ნილ მა­მა­კაც­თა ერთ-ერთი ტიპი.

მა­რი­ნა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- ცნე­ბა - ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მა­მა­კა­ცი - პი­რო­ბი­თი გახ­ლავთ. ის, რომ მა­მა­კა­ცი იპარ­სავს წვერს, ეწე­ვა სი­გა­რეტს, ილ­ტვის სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­კენ, ზის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან და სვამს ლუდ­სა და სხვა ალ­კოჰო­ლურ სას­მელს, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ის უკვე "დიდი ბი­ჭია". შე­საძ­ლოა, გა­ე­სა­უბ­როთ ზრდას­რულ მა­მა­კაცს და მიხ­ვდეთ, რომ ის ბავ­შვო­ბა­შია დარ­ჩე­ნი­ლი. ასე­თი ტი­პის მა­მა­კა­ცე­ბი შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად დავ­ყოთ. პირ­ველ­ში შე­დი­ან მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე ვთქვათ, ყო­ველ­გვა­რი წე­სის გა­რე­შე ცხოვ­რო­ბენ - ისე, რო­გორც ამა თუ იმ მო­მენ­ტში მო­ე­სურ­ვე­ბათ. მზად არი­ან, ნე­ბის­მი­ერ ხერ­ხს მი­მარ­თონ, ოღონ­დაც სა­კუ­თა­რი კაპ­რი­ზი აის­რუ­ლონ. გა­იხ­სე­ნეთ, თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი მა­მა­კა­ცი - მამა, ძმა, ქმა­რი თუ უბ­რა­ლოდ მე­გო­ბა­რი - რო­დის ნა­ხეთ ბო­ლოს, სი­ხა­რუ­ლი­სა და აღ­ტა­ცე­ბის­გან თავ­ბრუ­დახ­ვე­უ­ლი; რო­დის გა­ი­ცი­ნა ბო­ლოს მთე­ლი გუ­ლით. მსგავ­სი კი­თხვე­ბი ჩემს ერთ-ერთ პა­ცი­ენტს, 40 წლის მა­მა­კაცს რომ და­ვუს­ვი, იცით, რა მი­პა­სუ­ხა?.. შარ­შან­წინ, ზამ­თარ­ში, რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვი, დავ­ნაძ­ლევ­დით, რომ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე სა­ბუხ­რე მი­ლით ავ­ძვრე­ბო­დი; ისი­ნი მიმ­ტკი­ცებ­დნენ - ვერ შეძ­ლე­ბო; უკვე სა­ხუ­რავ­ზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თოვ­ლზე ფეხი და­მი­ცურ­და და მი­წა­ზე და­ვე­ხეთ­ქე; მარ­თა­ლია, ამის გამო ჩემი მარ­ჯვე­ნა ფეხი თა­ბა­შირ­ში ჩას­მუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მა­ინც ძალ­ზე გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან თავი ბავ­შვი მე­გო­ნა და ჩა­დე­ნი­ლი ცელ­ქო­ბის მი­ზე­ზით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კი­დუ­რი სუ­ლაც არ მა­ნაღ­ვლებ­დაო... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ ამ ერთი შემ­თხვე­ვის გამო ვერ ვი­ტყვით, რომ ეს კაცი ბავ­შვო­ბა­შია დარ­ჩე­ნი­ლი. მაგ­რამ შემ­დგო­მი სა­უბ­რი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ გახ­ლდათ: რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა მწყინ­დე­ბა, შე­უმ­ჩნევ­ლად ვი­პა­რე­ბი, კა­ბი­ნე­ტი­დან ფე­ხაკ­რე­ფით გა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე, რომ უფ­როს­მა ვერ შემ­ნიშ­ნოს და ან კი­ნო­ში მივ­დი­ვარ, ან - ზო­ო­პარკში, ან ქა­ლაქ­ში დავ­ხე­ტი­ა­ლე­ბო, - მი­ამ­ბობ­და ჩემი პა­ცი­ენ­ტი... აღ­მოჩ­ნდა, რომ მას ასე­ვე ძა­ლი­ან იტა­ცებ­და: ზღაპ­რე­ბის კი­თხვა, მულ­ტფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა. სხვე­ბის­გან მა­ლუ­ლად, რო­დე­საც შინ მარ­ტო იყო, სა­წოლ­ზეც ხტუ­ნა­ობ­და და თა­ვი­სი შვი­ლის ვე­ლო­სი­პე­დი­თაც სე­ირ­ნობ­და ხოლ­მე ოთა­ხი­დან ოთახ­ში... ხში­რად უჩ­ნდე­ბო­და სურ­ვი­ლი, რომ რა­ი­მე გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა. რო­დე­საც ცოლი იკი­თხავ­და – ვინ გა­ტე­ხა კა­რის სა­ხე­ლუ­რი? ვინ გა­კაწ­რა კა­რა­დის კა­რიო? - ის პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით თავს იმარ­თლებ­და ან ჩა­დე­ნილს არ აღი­ა­რებ­და... ეს პა­ცი­ენ­ტი ჩემ­თან ამ პრობ­ლე­მის გამო როდი მო­სუ­ლა. მას დეპ­რე­სია ჰქონ­და და ეს სუ­ლაც არ გახ­ლავთ გა­საკ­ვი­რი. თუმ­ცა, მი­ზეზს თა­ვა­დაც ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ბევ­რი ისე­თი სურ­ვი­ლი და­უგ­როვ­და, რო­მელ­საც ვერც მა­ლუ­ლად და ვერც სხვე­ბის და­სა­ნა­ხა­ვად ის­რუ­ლებ­და. თუმ­ცა, რო­გორც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­ირ­კვა, მას არც ახ­დე­ნი­ლი სურ­ვი­ლე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. "მინ­და, რომ ვი­საც თმა უკან, ცხე­ნის კუ­დი­ვით აქვს შეკ­რუ­ლი - მოვ­წიწ­კნო, ღი­პი­ან მა­მა­კა­ცებს ენა გა­მო­ვუ­ყო, ეზო­ში ჩა­ვი­დე, ხე­ლე­ბი რუ­პო­რი­ვით პირ­თან მი­ვი­ტა­ნო და ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს შევ­ძა­ხო - გელა, წა­მო­დი, ფეხ­ბურ­თი ვი­თა­მა­შოთ-მეთ­ქი", - მი­ამ­ბობ­და პა­ცი­ენ­ტი. მას არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და გა­რე­მო, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ­და. ერ­თფე­როვ­ნად მეჩ­ვე­ნე­ბაო, - ამ­ბობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, არაფ­რის შეც­ვლა არ შე­ეძ­ლო. მას უნდა ევლო სამ­სა­ხურ­ში, რად­გან ჰყავ­და ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მის კმა­ყო­ფა­ზე იყო. უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ისე, რო­გორც მისი ასა­კის მა­მა­კაცს შეჰ­ფე­რის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გი­ჟად მო­ნათ­ლავ­დნენ და შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ამ­წე­სებ­დნენ... არა­და, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თის ბავ­შვო­ბი­დან მთლი­ა­ნად დაბ­რუ­ნე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია - რა­ო­დენ ბუ­ნებ­რი­ვა­დაც არ უნდა იქ­ცე­ო­დეს, ის მა­ინც გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის... ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის მე­ო­რე ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არა აქვთ აღ­წე­რი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით სულ­დგმუ­ლო­ბენ. ასე­თი რამ ძი­რი­თა­დად, იმათ ახა­სი­ა­თებს, ვი­საც სრუ­ლი­ად უზ­რუნ­ვე­ლი და ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­დათ და მოზ­რდი­ლო­ბის ჟამს, ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბებს ვერ მი­აღ­წი­ეს...

ნატო, 35 წლის:

- რო­დე­საც გავ­თხოვ­დი, მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვე­დით. ის დე­დი­სერ­თა გახ­ლავთ, მაგ­რამ როცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმარ­მა მშობ­ლე­ბის­გან მო­შო­რე­ბით იცხოვ­როს, რა­ტომ არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ეს შან­სი?.. რო­დე­საც ახალ ბი­ნა­ში გა­დავ­ბარ­გდით, გუ­რამ­მა უამ­რა­ვი უსარ­გებ­ლო ნივ­თი წა­მო­ი­ღო თან: რა­ღაც ძვე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი, თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კლა­სის სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, სამ­თვლი­ა­ნი ვე­ლო­სი­პე­დი... როცა ყვე­ლა ნივთს თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­ვუ­ჩი­ნე, რამ­დე­ნი­მე, ძალ­ზე ძვე­ლი სა­თა­მა­შო სა­ნაგ­ვე ყუთ­ში გა­დავ­ყა­რე. გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ, ქმარ­მა ის სა­თა­მა­შო­ე­ბი მო­ი­კი­თხა. როცა ვუ­თხა­რი, თუ რა გზას გა­ვუ­ყე­ნე, ლა­მის გა­გიჟ­და. ისე ვი­ჩხუ­ბეთ, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბაა, ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, რო­გორ არ გეს­მი­სო?! მიყ­ვი­რო­და გუ­რა­მი... მალე შევ­რიგ­დით, მაგ­რამ დრო­დად­რო, დღემ­დე მსაყ­ვე­დუ­რობს ამ შემ­თხვე­ვის გამო. ძალ­ზე უყ­ვარს ამ ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბა­ში გა­დახ­დე­ნია თავს. ყვე­ლა ამ­ბა­ვი უკვე ზე­პი­რად ვიცი. ის კი არც ერთ შანსს არ გა­უშ­ვებს ხე­ლი­დან, რომ კი­დევ და კი­დევ მოჰ­ყვეს. მე და მის მე­გობ­რებს უკვე აღარ გვე­ცი­ნე­ბა, ის კი მთე­ლი გა­ტა­ცე­ბით გვი­ამ­ბობს ხოლ­მე. თუ რო­გორ ჰპა­რავ­და ბე­ბი­ას ჩურ­ჩხე­ლებ­სა და ტყლაპს, რო­გორ იპა­რე­ბო­და მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ, რა უჩუ­ქე­ბი­ათ მის­თვის და­ბა­დე­ბის დღეს და რო­გორ და­ი­სა­ჯა მთე­ლი მისი კლა­სი შა­ტა­ლო­ზე წას­ვლის გამო... მო­ყო­ლი­სას თვა­ლე­ბი უე­ლავს და იგ­რძნობთ, რომ ძალ­ზე ბედ­ნი­ე­რია. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და – დე­და­ჩე­მი ასე, ხე­ლით მაჭ­მევ­და საჭ­მელ­სო, - და მთხოვ­და, ხან­და­ხან, მეც პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით მეჭ­მია მის­თვის რა­ი­მე... ერთი წლის წინ, ჩემ­თვის შე­ვი­ძი­ნე ოთა­ხის ჩუს­ტე­ბი - ვარ­დის­ფე­რი, კურ­დღლის ყუ­რე­ბი­თა და ცხვი­რით. ძალ­ზე მო­ე­წო­ნა. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ კი, შინ მი­სუ­ლი, მის ჩაც­მას ვე­ღარ ვას­წრებ­დი, რად­გან უკვე გუ­რამს ჰქონ­და ფე­ხე­ბი ჩა­ყო­ფი­ლი და არაფ­რის დი­დე­ბით არ მით­მობ­და... სულ ცოტა ხნის წინ კი, მარ­თლაც სა­სა­ცი­ლო შემ­თხვე­ვა მოხ­და: გვი­ან ღა­მით გა­მეღ­ვი­ძა და გუ­რა­მი სა­წოლ­ში ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. აი­ვან­ზე მი­ვა­გე­ნი. იდგა და დაბ­ლა იყუ­რე­ბო­და. გვერ­დით ამო­ვუ­დე­ქი და ვკი­თხე – რა­ტომ არ გძი­ნავს-მეთ­ქი? პა­სუ­ხის ნაც­ვლად, გუ­რამ­მა კი­დევ ერთი ამ­ბის მო­ყო­ლა და­ი­წყო: აი, ასე­თი მთვა­რი­ა­ნი ღამე იყო, როცა ბავ­შვო­ბა­ში, ნაძ­ლე­ვით, სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ვი­ა­რეო... დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­მი­წე­რა თა­ვი­სი გან­ცდე­ბი, თუ რო­გორ ეში­ნო­და, საფ­ლა­ვებს შო­რის მარ­ტო რომ იყო... ამ დროს, სა­ი­დან­ღაც ღა­მუ­რა გა­მოჩ­ნდა და გუ­რამს თავ­თან ჩა­უქ­რო­ლა. შე­ში­ნე­ბუ­ლი, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ამო­მე­ფა­რა ზურგს უკან და ჩა­მეკ­რა. მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ კარ­გად არ გა­მო­უ­ვი­და და თა­ვის მარ­თლე­ბა სცა­და...

- მისი ასე­თი საქ­ცი­ე­ლი პრობ­ლე­მებს გიქ­მნით?

- იცით, თით­ქოს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას მო­წყვე­ტი­ლია და დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ იმის­თვის ცხოვ­რობს, რომ წარ­სუ­ლი გა­იხ­სე­ნოს... ის შეძ­ლე­ბულ ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და და ბავ­შვო­ბა­ში მისი ნე­ბის­მი­ე­რი სურ­ვი­ლი მშობ­ლე­ბის­თვის კა­ნო­ნი იყო. როცა და­ო­ჯახ­და, დე­დის მზრუნ­ვე­ლო­ბა მო­აკ­ლდა, მა­მაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვე­ღარ ეხ­მა­რე­ბო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა. ამის­თვის ბევ­რი შრო­მა მო­უხ­და. ვფიქ­რობ, სწო­რედ ამის გამო იხ­სე­ნებ­და ხში­რად ბავ­შვო­ბას, თით­ქოს, ამ მო­გო­ნე­ბებს იშ­ვე­ლი­ებ­და თა­ვის და­სა­ცა­ვად - მა­შინ ხომ მარ­თლა ძალ­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო...

მა­რი­ნა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი:

- ყვე­ლა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, გარ­კვე­უ­ლი "დო­ზით" ბავ­შვია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე თა­ვად არის მშო­ბე­ლი. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩა, ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო­ებს ვი­ღა­ცის მზრუნ­ვე­ლო­ბას, მო­ფე­რე­ბას. ზოგ­ჯერ ვი­ღა­ცამ უნდა და­ტუქ­სოს კი­დეც, რომ რამე გა­ა­კე­თოს... ასე­თი მა­მა­კა­ცი არა­ფერს აკე­თებს დე­დის, ცო­ლის ან შე­იძ­ლე­ბა, უახ­ლო­ე­სი მგე­ობ­რის კარ­ნა­ხი­სა თუ რჩე­ვის გა­რე­შე. ის და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლია და გა­მუდ­მე­ბით ეჭ­ვობს სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რეს. მაგ­რამ თუ ვინ­მეს­გან მხარ­და­ჭე­რას იგ­რძნობს, შე­სალ­ძოა, დიდ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ოს. ის აღ­ტა­ცე­ბა­ში მოჰ­ყავს ვინ­მეს შე­ქე­ბას. ეს ძლი­ერ სტი­მულს აძ­ლევს და უბიძ­გებს იმის­კენ, რომ კვლა­ვაც ეცა­დოს კარ­გი შე­დე­გის მიღ­წე­ვას და და­არ­წმუ­ნოთ, რომ უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია... იმ შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც აქამ­დე გან­ვი­ხი­ლეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით დრა­მა­ტუ­ლია – მეტი რომ არ ვთქვათ, - ის, როცა მა­მა­კა­ცი ბავ­შვო­ბა­ში რჩე­ბა მცი­რე ასაკ­ში გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სის გამო. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩე­ნა პირ­და­პი­რი გა­გე­ბით იგუ­ლის­ხმე­ბა: ადა­მი­ა­ნი სწო­რედ იმ ასაკ­ში რჩე­ბა, რო­მელ­შიც სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა. ასეთ დროს, საქ­მე გვაქვს გო­ნებ­რი­ვად ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბას­თან - როცა ვთქვათ, 30 წლის მა­მა­კა­ცი ისე აზ­როვ­ნებს, რო­გორც 7-8 წლის ბავ­შვი...

მა­დო­ნა, 45 წლის:

- ჩემი შვი­ლი 26 წლის გახ­ლავთ. 8 წლის იყო, როცა მა­მა­მის­თან ერ­თად, ქუ­ჩა­ზე გა­და­დო­და. ამ დროს სა­ი­დან­ღაც გა­მო­ვარ­და ძალ­ზე სწრა­ფად მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ვერ მო­ას­წრო, გა­რი­დე­ბო­და მას, თუმ­ცა, მა­ნამ­დე მო­ა­ხერ­ხა, რომ გი­ორ­გის­თვის ხელი ეკრა და ტრო­ტუ­არ­ზე შე­ეგ­დო. ბავ­შვი უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩა, ჩემი მე­უღ­ლე კი კარ­გა ხანს იწვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­მო­ჯან­მრთელ­და. სა­მა­გი­ე­როდ, შვი­ლი დაგ­ვი­ა­ვად­და: იმ დღი­დან, მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა - ჯერ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხმას არ იღებ­და, შემ­დეგ, რო­გორც იქნა, ალა­პა­რაკ­და, მაგ­რამ სულ იმ ტრა­გი­კულ ამ­ბავს იხ­სე­ნებ­და. მის თვლა­წინ დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა შემ­თხვე­ვამ ძლა­ზე იმოქ­მე­და. გა­მუდ­მე­ბით ჰყვე­ბო­და, თუ რა შიში ჭამა, რო­გორ ეგდო მა­მა­მი­სი ას­ფალტზე სის­ხლში მოს­ვრი­ლი... გა­ვი­და წლე­ბი. გი­ორ­გი ფი­ზი­კუ­რად გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ გო­ნებ­რი­ვად აღარ გან­ვი­თარ­და. მა­ნამ­დე კლას­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბავ­შვი იყო, უცებ ით­ვი­სებ­და ახალ გაკ­ვე­თილს და მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, - გი­ორ­გი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი და გო­ნი­ე­რი ბავ­შვი­აო. იმ ამ­ბის შემ­დეგ კი, სწავ­ლა­ში ჩა­მორ­ჩა, ახალს ვე­ღა­რა­ფერს ით­ვი­სებ­და... 20 წლის ბიჭი ისევ პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან თა­მა­შობ­და და თუ სა­თა­მა­შოს წა­არ­თმევ­დნენ, ისე­ვე ტი­რო­და, რო­გორც წი­ნათ. მშვე­ნივ­რად ერ­თო­ბო­და სი­ლა­ში და მოს­წონ­და, როცა გა­თხრილ გვი­რაბს ფე­ხით ან­გრევ­და... თუ ნა­ყინს არ ვუ­ყი­დი, ახ­ლაც ისევ ისე იტი­რებს, რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბა­ში. თა­ვის თა­ნა­ტოლ ბი­ჭებ­სა და გო­გო­ნებს ბი­ძია-დე­ი­დებს ეძა­ხის და შე­უძ­ლია, მი­ვი­დეს და კალ­თა­შიც ჩა­უჯ­დეს... მთელ­მა უბან­მა იცის გი­ორ­გის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ არა­ვის უკ­ვირს მისი ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. მაგ­რამ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის გა­ო­ცე­ბით უყუ­რე­ბენ: მას შე­უძ­ლია, მშვი­დად, ხმა­მაღ­ლა მი­თხრას – დედა, კალ­თა­ში ჩა­გიჯ­დე­ბი და "მარ­შრუტ­კა­ში" მარ­ტო 50 თეთ­რს გა­და­იხ­დი, მე­ო­რე 50-ით კი ნა­ყი­ნი მი­ყი­დე ან კომ­პი­უ­ტე­რებ­ში გა­მიშ­ვი სა­თა­მა­შო­დო...

მა­რი­ნა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- ჩვენ მიერ გან­ხი­ლუ­ლი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტი­პის მა­მა­კა­ცე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ, ისი­ნი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას გა­ურ­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა ბავ­შვურ ქცე­ვებ­სა თუ ბავ­შვურ მო­გო­ნე­ბებ­ში პო­ვონ. გი­ორ­გის მდგო­მა­რე­ო­ბა კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სრუ­ლი­ად გან­ცალ­კე­ვე­ბით დგას. ცხა­დია, ეს არა­ტი­პუ­რი შემ­თხვე­ვაა, თუმ­ცა, ერთი შე­ხედ­ვით, პირ­და­პირ ასა­ხავს მო­ცე­მულ თე­მას - ბავ­შვო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მა­მა­კა­ცი. მაგ­რამ ჩვენ ხომ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტიპს გან­ვი­ხი­ლავთ და არა ასე ვთქვათ, სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვედ­ვას. ჰოდა, თუ ამ ას­პექტს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ნათ­ქვამს მინ­და და­ვა­მა­ტო კი­დევ ერთი ტიპი, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, ინ­ფან­ტი­ლუ­რი უფრო ეთ­ქმის: ეს ის მა­მა­კა­ცია, ვი­საც ყოვ­ლე­დღი­უ­რო­ბა­ში, ყო­ფა­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა მე­ურ­ვე­ო­ბა. გა­ი­ხედ-გა­მო­ი­ხე­დეთ თქვენ ირ­გვლივ და უმალ გა­გახ­სენ­დე­ბათ, რომ თქვენს ახ­ლო­ბელ მა­მა­კაცს ხში­რად რჩე­ბა და­უ­კე­ტა­ვი ბი­ნის კარი, ონ­კა­ნი; აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ახ­სე­ნოთ, რომ ვთქვათ, სამ­სა­ხუ­რი­დან შინ­მო­მა­ვალ­მა, სა­ბავ­შვო ბაღ­ში ან სკო­ლა­ში უნდა გა­ი­ა­როს და შვი­ლი წა­მო­იყ­ვა­ნოს; თუ ავად გახ­და, ვე­რაფ­რით უმ­კურ­ნა­ლებს თავს, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვინ­მემ უკარ­ნა­ხოს, თუ რა დროს რა წა­მა­ლი უნდა მი­ი­ღოს... ეჭვგა­რე­შეა, რომ ასეთ კაცს ყვე­ლა­ფერს – დი­ლით ჩაის და­ლე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, სა­ღა­მოს სას­კო­ლო ჩან­თა­ში წიგ­ნე­ბი­სა და რვე­უ­ლე­ბის ჩა­წყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფერს დედა ან ბე­ბია ახ­სე­ნებ­და. ამის შე­დე­გად, ბავ­შვი კი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ "დიდ ბი­ჭად" ვერა და ვერ იქცა...

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#31 4.08.2005

ბავშვობაში დარჩენილი ქართველი მამაკაცები - ცოლები და ფსიქოლოგები კაცებზე, რომლებიც "დიდ ბიჭად" ვერ ყალიბდებიან

ბავშვობაში დარჩენილი ქართველი მამაკაცები - ცოლები და ფსიქოლოგები კაცებზე, რომლებიც "დიდ ბიჭად" ვერ ყალიბდებიან

ბავშვობა ადამიანის ცხოვრების ის ხანაა, რომელშიც ბევრი მოზრდილი ადამიანი სიამოვნებით დაბრუნდებოდა. მაგრამ ვაი, რომ დრო მიდის და უკან დაბრუნება შეუძლებელია. სამაგიეროდ, ზოგს თურმე ბავშვობაში დარჩენა ხელეწიფება. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ფსიქოლოგის მტკიცე რწმენით, ეს მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ...

მოზრდილ ადამიანებს ბევრი ფაქტორი ზღუდავს, ისინი ხშირად, სხვადასხვა წესისა და სტერეოტიპის ტყვეობაში არიან მოქცეულნი. ბავშვები კი ისე იქცევიან, როგორც სურთ. გარკვეულ წესებს მხოლოდ ამა თუ იმ თამაშის დროს მისდევენ. სწორედ ასეთი მიდგომით გამოირჩევა ბავშვობაში დარჩენილ მამაკაცთა ერთ-ერთი ტიპი.

მარინა რეხვიაშვილი, ფსიქოლოგი:

- ცნება - ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცი - პირობითი გახლავთ. ის, რომ მამაკაცი იპარსავს წვერს, ეწევა სიგარეტს, ილტვის საპირისპირო სქესისკენ, ზის ძვირად ღირებული მანქანის საჭესთან და სვამს ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის უკვე "დიდი ბიჭია". შესაძლოა, გაესაუბროთ ზრდასრულ მამაკაცს და მიხვდეთ, რომ ის ბავშვობაშია დარჩენილი. ასეთი ტიპის მამაკაცები შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. პირველში შედიან მამაკაცები, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველგვარი წესის გარეშე ცხოვრობენ - ისე, როგორც ამა თუ იმ მომენტში მოესურვებათ. მზად არიან, ნებისმიერ ხერხს მიმართონ, ოღონდაც საკუთარი კაპრიზი აისრულონ. გაიხსენეთ, თქვენი უახლოესი მამაკაცი - მამა, ძმა, ქმარი თუ უბრალოდ მეგობარი - როდის ნახეთ ბოლოს, სიხარულისა და აღტაცებისგან თავბრუდახვეული; როდის გაიცინა ბოლოს მთელი გულით. მსგავსი კითხვები ჩემს ერთ-ერთ პაციენტს, 40 წლის მამაკაცს რომ დავუსვი, იცით, რა მიპასუხა?.. შარშანწინ, ზამთარში, როდესაც მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ვიყავი, დავნაძლევდით, რომ ორსართულიანი სახლის სახურავზე საბუხრე მილით ავძვრებოდი; ისინი მიმტკიცებდნენ - ვერ შეძლებო; უკვე სახურავზე ვიყავი, როდესაც თოვლზე ფეხი დამიცურდა და მიწაზე დავეხეთქე; მართალია, ამის გამო ჩემი მარჯვენა ფეხი თაბაშირში ჩასმული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ძალზე გახარებული ვიყავი, რადგან თავი ბავშვი მეგონა და ჩადენილი ცელქობის მიზეზით დაზიანებული კიდური სულაც არ მანაღვლებდაო... რასაკვირველია, მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის გამო ვერ ვიტყვით, რომ ეს კაცი ბავშვობაშია დარჩენილი. მაგრამ შემდგომი საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ გახლდათ: როდესაც სამსახურში ყოფნა მწყინდება, შეუმჩნევლად ვიპარები, კაბინეტიდან ფეხაკრეფით გამოვდივარ ხოლმე, რომ უფროსმა ვერ შემნიშნოს და ან კინოში მივდივარ, ან - ზოოპარკში, ან ქალაქში დავხეტიალებო, - მიამბობდა ჩემი პაციენტი... აღმოჩნდა, რომ მას ასევე ძალიან იტაცებდა: ზღაპრების კითხვა, მულტფილმების ყურება. სხვებისგან მალულად, როდესაც შინ მარტო იყო, საწოლზეც ხტუნაობდა და თავისი შვილის ველოსიპედითაც სეირნობდა ხოლმე ოთახიდან ოთახში... ხშირად უჩნდებოდა სურვილი, რომ რაიმე გაეფუჭებინა. როდესაც ცოლი იკითხავდა – ვინ გატეხა კარის სახელური? ვინ გაკაწრა კარადის კარიო? - ის პატარა ბავშვივით თავს იმართლებდა ან ჩადენილს არ აღიარებდა... ეს პაციენტი ჩემთან ამ პრობლემის გამო როდი მოსულა. მას დეპრესია ჰქონდა და ეს სულაც არ გახლავთ გასაკვირი. თუმცა, მიზეზს თავადაც ვერ აცნობიერებდა. წლების განმავლობაში მას ბევრი ისეთი სურვილი დაუგროვდა, რომელსაც ვერც მალულად და ვერც სხვების დასანახავად ისრულებდა. თუმცა, როგორც მასთან ურთიერთობისას გაირკვა, მას არც ახდენილი სურვილები აკმაყოფილებდა. "მინდა, რომ ვისაც თმა უკან, ცხენის კუდივით აქვს შეკრული - მოვწიწკნო, ღიპიან მამაკაცებს ენა გამოვუყო, ეზოში ჩავიდე, ხელები რუპორივით პირთან მივიტანო და ბავშვობის მეგობარს შევძახო - გელა, წამოდი, ფეხბურთი ვითამაშოთ-მეთქი", - მიამბობდა პაციენტი. მას არ აკმაყოფილებდა გარემო, რომელშიც ცხოვრობდა. ერთფეროვნად მეჩვენებაო, - ამბობდა. სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მას უნდა ევლო სამსახურში, რადგან ჰყავდა ოჯახი, რომელიც მის კმაყოფაზე იყო. უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც მისი ასაკის მამაკაცს შეჰფერის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიჟად მონათლავდნენ და შესაბამის დაწესებულებაში გაამწესებდნენ... არადა, სამწუხაროდ, ასეთის ბავშვობიდან მთლიანად დაბრუნება თითქმის შეუძლებელია - რაოდენ ბუნებრივადაც არ უნდა იქცეოდეს, ის მაინც გარკვეულ დისკომფორტს განიცდის... ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცების მეორე ტიპს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ აღწერილი მოთხოვნები, მაგრამ ისინი ბავშვობის მოგონებებით სულდგმულობენ. ასეთი რამ ძირითადად, იმათ ახასიათებს, ვისაც სრულიად უზრუნველი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ და მოზრდილობის ჟამს, ცხოვრებაში წარმატებებს ვერ მიაღწიეს...

ნატო, 35 წლის:

- როდესაც გავთხოვდი, მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ცალკე გადავედით. ის დედისერთა გახლავთ, მაგრამ როცა შესაძლებელია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მშობლებისგან მოშორებით იცხოვროს, რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შანსი?.. როდესაც ახალ ბინაში გადავბარგდით, გურამმა უამრავი უსარგებლო ნივთი წამოიღო თან: რაღაც ძველი სათამაშოები, თავისი პირველი კლასის სასკოლო სახელმძღვანელოები, რვეულები, სამთვლიანი ველოსიპედი... როცა ყველა ნივთს თავისი ადგილი მივუჩინე, რამდენიმე, ძალზე ძველი სათამაშო სანაგვე ყუთში გადავყარე. გარკვეული ხნის შემდეგ, ქმარმა ის სათამაშოები მოიკითხა. როცა ვუთხარი, თუ რა გზას გავუყენე, ლამის გაგიჟდა. ისე ვიჩხუბეთ, არასოდეს დამავიწყდება. ეს ყველაფერი ბავშვობაა, ჩემი ცხოვრების ნაწილია, როგორ არ გესმისო?! მიყვიროდა გურამი... მალე შევრიგდით, მაგრამ დროდადრო, დღემდე მსაყვედურობს ამ შემთხვევის გამო. ძალზე უყვარს ამ ამბების გახსენება, რომლებიც ბავშვობაში გადახდენია თავს. ყველა ამბავი უკვე ზეპირად ვიცი. ის კი არც ერთ შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ კიდევ და კიდევ მოჰყვეს. მე და მის მეგობრებს უკვე აღარ გვეცინება, ის კი მთელი გატაცებით გვიამბობს ხოლმე. თუ როგორ ჰპარავდა ბებიას ჩურჩხელებსა და ტყლაპს, როგორ იპარებოდა მდინარეზე საბანაოდ, რა უჩუქებიათ მისთვის დაბადების დღეს და როგორ დაისაჯა მთელი მისი კლასი შატალოზე წასვლის გამო... მოყოლისას თვალები უელავს და იგრძნობთ, რომ ძალზე ბედნიერია. ხშირად მეუბნებოდა – დედაჩემი ასე, ხელით მაჭმევდა საჭმელსო, - და მთხოვდა, ხანდახან, მეც პატარა ბავშვივით მეჭმია მისთვის რაიმე... ერთი წლის წინ, ჩემთვის შევიძინე ოთახის ჩუსტები - ვარდისფერი, კურდღლის ყურებითა და ცხვირით. ძალზე მოეწონა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, შინ მისული, მის ჩაცმას ვეღარ ვასწრებდი, რადგან უკვე გურამს ჰქონდა ფეხები ჩაყოფილი და არაფრის დიდებით არ მითმობდა... სულ ცოტა ხნის წინ კი, მართლაც სასაცილო შემთხვევა მოხდა: გვიან ღამით გამეღვიძა და გურამი საწოლში ვერ აღმოვაჩინე. აივანზე მივაგენი. იდგა და დაბლა იყურებოდა. გვერდით ამოვუდექი და ვკითხე – რატომ არ გძინავს-მეთქი? პასუხის ნაცვლად, გურამმა კიდევ ერთი ამბის მოყოლა დაიწყო: აი, ასეთი მთვარიანი ღამე იყო, როცა ბავშვობაში, ნაძლევით, სასაფლაოზე გავიარეო... დაწვრილებით აღმიწერა თავისი განცდები, თუ როგორ ეშინოდა, საფლავებს შორის მარტო რომ იყო... ამ დროს, საიდანღაც ღამურა გამოჩნდა და გურამს თავთან ჩაუქროლა. შეშინებული, პატარა ბავშვივით ამომეფარა ზურგს უკან და ჩამეკრა. მალევე მიხვდა, რომ კარგად არ გამოუვიდა და თავის მართლება სცადა...

- მისი ასეთი საქციელი პრობლემებს გიქმნით?

- იცით, თითქოს რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილია და დღესდღეობით მხოლოდ იმისთვის ცხოვრობს, რომ წარსული გაიხსენოს... ის შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და ბავშვობაში მისი ნებისმიერი სურვილი მშობლებისთვის კანონი იყო. როცა დაოჯახდა, დედის მზრუნველობა მოაკლდა, მამაც მატერიალურად ვეღარ ეხმარებოდა, იძულებული გახდა, ოჯახი ერჩინა. ამისთვის ბევრი შრომა მოუხდა. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო იხსენებდა ხშირად ბავშვობას, თითქოს, ამ მოგონებებს იშველიებდა თავის დასაცავად - მაშინ ხომ მართლა ძალზე ბედნიერი იყო...

მარინა რეხვიაშვილი:

- ყველა ზრდასრული ადამიანი, გარკვეული "დოზით" ბავშვია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თავად არის მშობელი. მამაკაცი, რომელიც ბავშვობაში დარჩა, ყოველთვის საჭიროებს ვიღაცის მზრუნველობას, მოფერებას. ზოგჯერ ვიღაცამ უნდა დატუქსოს კიდეც, რომ რამე გააკეთოს... ასეთი მამაკაცი არაფერს აკეთებს დედის, ცოლის ან შეიძლება, უახლოესი მგეობრის კარნახისა თუ რჩევის გარეშე. ის დაკომპლექსებულია და გამუდმებით ეჭვობს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს. მაგრამ თუ ვინმესგან მხარდაჭერას იგრძნობს, შესალძოა, დიდ წარმატებასაც მიაღწიოს. ის აღტაცებაში მოჰყავს ვინმეს შექებას. ეს ძლიერ სტიმულს აძლევს და უბიძგებს იმისკენ, რომ კვლავაც ეცადოს კარგი შედეგის მიღწევას და დაარწმუნოთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია... იმ შემთხვევებისგან განსხვავებით, რომლებიც აქამდე განვიხილეთ, განსაკუთრებით დრამატულია – მეტი რომ არ ვთქვათ, - ის, როცა მამაკაცი ბავშვობაში რჩება მცირე ასაკში გადატანილი სტრესის გამო. ამ შემთხვევაში, ბავშვობაში დარჩენა პირდაპირი გაგებით იგულისხმება: ადამიანი სწორედ იმ ასაკში რჩება, რომელშიც სტრესი გადაიტანა. ასეთ დროს, საქმე გვაქვს გონებრივად ჩამორჩენილობასთან - როცა ვთქვათ, 30 წლის მამაკაცი ისე აზროვნებს, როგორც 7-8 წლის ბავშვი...

მადონა, 45 წლის:

- ჩემი შვილი 26 წლის გახლავთ. 8 წლის იყო, როცა მამამისთან ერთად, ქუჩაზე გადადოდა. ამ დროს საიდანღაც გამოვარდა ძალზე სწრაფად მომავალი მანქანა. ჩემმა მეუღლემ ვერ მოასწრო, გარიდებოდა მას, თუმცა, მანამდე მოახერხა, რომ გიორგისთვის ხელი ეკრა და ტროტუარზე შეეგდო. ბავშვი უვნებლად გადარჩა, ჩემი მეუღლე კი კარგა ხანს იწვა საავადმყოფოში. ბოლოს და ბოლოს, გამოჯანმრთელდა. სამაგიეროდ, შვილი დაგვიავადდა: იმ დღიდან, მკვეთრად შეიცვალა - ჯერ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხმას არ იღებდა, შემდეგ, როგორც იქნა, ალაპარაკდა, მაგრამ სულ იმ ტრაგიკულ ამბავს იხსენებდა. მის თვლაწინ დატრიალებულმა შემთხვევამ ძლაზე იმოქმედა. გამუდმებით ჰყვებოდა, თუ რა შიში ჭამა, როგორ ეგდო მამამისი ასფალტზე სისხლში მოსვრილი... გავიდა წლები. გიორგი ფიზიკურად გაიზარდა, მაგრამ გონებრივად აღარ განვითარდა. მანამდე კლასში თითით საჩვენებელი ბავშვი იყო, უცებ ითვისებდა ახალ გაკვეთილს და მასწავლებელი ყოველთვის აღნიშნავდა, - გიორგი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გონიერი ბავშვიაო. იმ ამბის შემდეგ კი, სწავლაში ჩამორჩა, ახალს ვეღარაფერს ითვისებდა... 20 წლის ბიჭი ისევ პატარა ბავშვებთან თამაშობდა და თუ სათამაშოს წაართმევდნენ, ისევე ტიროდა, როგორც წინათ. მშვენივრად ერთობოდა სილაში და მოსწონდა, როცა გათხრილ გვირაბს ფეხით ანგრევდა... თუ ნაყინს არ ვუყიდი, ახლაც ისევ ისე იტირებს, როგორც პატარაობაში. თავის თანატოლ ბიჭებსა და გოგონებს ბიძია-დეიდებს ეძახის და შეუძლია, მივიდეს და კალთაშიც ჩაუჯდეს... მთელმა უბანმა იცის გიორგის ავადმყოფობის შესახებ. ამიტომ არავის უკვირს მისი ასეთი საქციელი. მაგრამ უცხო ადამიანები ყოველთვის გაოცებით უყურებენ: მას შეუძლია, მშვიდად, ხმამაღლა მითხრას – დედა, კალთაში ჩაგიჯდები და "მარშრუტკაში" მარტო 50 თეთრს გადაიხდი, მეორე 50-ით კი ნაყინი მიყიდე ან კომპიუტერებში გამიშვი სათამაშოდო...

მარინა რეხვიაშვილი, ფსიქოლოგი:

- ჩვენ მიერ განხილული პირველი და მეორე ტიპის მამაკაცები ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ადამიანები არიან. უბრალოდ, ისინი რეალურ ცხოვრებას გაურბიან და ცდილობენ, საკუთარი ბედნიერება ბავშვურ ქცევებსა თუ ბავშვურ მოგონებებში პოვონ. გიორგის მდგომარეობა კი, რასაკვირველია, სრულიად განცალკევებით დგას. ცხადია, ეს არატიპური შემთხვევაა, თუმცა, ერთი შეხედვით, პირდაპირ ასახავს მოცემულ თემას - ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცი. მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპს განვიხილავთ და არა ასე ვთქვათ, სამედიცინო შემთხვედვას. ჰოდა, თუ ამ ასპექტს დავუბრუნდებით, ნათქვამს მინდა დავამატო კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც შესაძლოა, ინფანტილური უფრო ეთქმის: ეს ის მამაკაცია, ვისაც ყოვლედღიურობაში, ყოფაში ესაჭიროება მეურვეობა. გაიხედ-გამოიხედეთ თქვენ ირგვლივ და უმალ გაგახსენდებათ, რომ თქვენს ახლობელ მამაკაცს ხშირად რჩება დაუკეტავი ბინის კარი, ონკანი; აუცილებლად უნდა შეახსენოთ, რომ ვთქვათ, სამსახურიდან შინმომავალმა, საბავშვო ბაღში ან სკოლაში უნდა გაიაროს და შვილი წამოიყვანოს; თუ ავად გახდა, ვერაფრით უმკურნალებს თავს, რადგან აუცილებელია, ვინმემ უკარნახოს, თუ რა დროს რა წამალი უნდა მიიღოს... ეჭვგარეშეა, რომ ასეთ კაცს ყველაფერს – დილით ჩაის დალევის საჭიროებით დაწყებული, საღამოს სასკოლო ჩანთაში წიგნებისა და რვეულების ჩაწყობის აუცილებლობით დამთავრებული - ყველაფერს დედა ან ბებია ახსენებდა. ამის შედეგად, ბავშვი კი გაიზარდა, მაგრამ "დიდ ბიჭად" ვერა და ვერ იქცა...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#31 4.08.2005

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია