კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოგისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბი რეგიონში
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოგისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბი რეგიონში

სა­ქარ­თვე­ლოს აქვს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, გახ­დეს ლო­გის­ტი­კის, ფი­ნან­სუ­რი, ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტუ­რის­ტუ­ლი ჰაბი რე­გი­ონ­ში , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბრა­ზი­ლი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტ მი­შელ ტე­მერ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ბრა­ზი­ლი­ელ ინ­ვეს­ტო­რებს კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ბაზ­რებ­ზე წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, რაც მათ მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რა ბრა­ზი­ლი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტთან ჰა­ა­გა­ში, ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა.

მხა­რე­ებ­მა ორი ქვეყ­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე იმ­სჯე­ლეს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ბრა­ზი­ლი­ას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც პარტნი­ორს ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ბრა­ზი­ლი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მან ბრა­ზი­ლი­ე­ლი კო­ლე­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრა­ზი­ლი­ი­დან პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი დო­ნის ვი­ზი­ტი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბრა­ზი­ლი­ას შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­საც შე­ე­ხო. მხა­რე­ებ­მა ისა­უბ­რეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე. ქარ­თულ­მა მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ბრა­ზი­ლი­ას­თან ორ­მხრი­ვი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით, ასე­ვე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და ტუ­რიზ­მის სფე­რო­ებ­ში ბრა­ზი­ლი­ის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოგისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბი რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოგისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბი რეგიონში

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოგისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბი რეგიონში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბრაზილიელ ინვესტორებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, რაც მათ მეტ სარგებელს მოუტანს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ბრაზილიას განიხილავს, როგორც პარტნიორს ლათინურ ამერიკაში და დარწმუნებულია, რომ პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ბრაზილიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ბრაზილიიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მომენტი იქნება.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრაზილიასთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით, ასევე, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში ბრაზილიის გამოცდილების გაზიარებით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა