პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი შვილი ზუსტად ჩემნაირი იყოს''...
''ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი შვილი ზუსტად ჩემნაირი იყოს''...

გა­სულ ორ­შა­ბათს "იმე­დის" არხზე ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ "ორი ვარ­სკვლა­ვი" და­ი­წყო, რომ­ლის წამ­ყვა­ნა­დაც დუტა სხირტლა­ძე­სა და ლელა წურ­წუ­მი­ას­თან ერ­თად "რუს­თა­ვი 2-ის" უკვე ყო­ფი­ლი სახე ანი ქორ­ქია მოგ­ვევ­ლი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ტოქ­სი­კუ­რი ორ­სუ­ლო­ბი­სა, ტე­ლეწ­მაყ­ვა­ნი თით­ქმის 9 თვე ეკ­რან­ზე ჩან­და, სამი თვის წინ კი ბი­ჭის დედა გახ­და, რო­მელ­საც სა­ხე­ლი მა­მამ­თი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. ძა­ლი­ან გვინ­დო­და ანი შვილ­თან ერ­თად გა­დაგ­ვე­ღო, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ბავ­შვის ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან თავს იკა­ვებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ანის მე­უღ­ლე მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი კახა ჩი­ქო­ვა­ნია.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში "რუს­თა­ვი 2"-ში ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე "იმე­დის" მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა უფრო მი­სა­ღე­ბი იყო ჩემ­თვის. ბოლო პე­რი­ოდ­ში ლო­ტოს წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი და ამას იმ­დე­ნად ცოტა დრო მიჰ­ქონ­და, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არც მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სამ­სა­ხუ­რი მქონ­და. დღეს კი, როცა გა­ვა­ჩი­ნე შვი­ლი, ბავ­შვი წა­მო­ი­ზარ­და და მეც ფორ­მა­ში ჩავ­დე­ქი, გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, "ორი ვარ­სკვლა­ვის" წამ­ყვა­ნო­ბა კი ნამ­დვი­ლად მომ­ხიბ­ვლე­ლი წი­ნა­და­დე­ბა იყო ჩემ­თვის, ამი­ტომ მი­ვი­ღე "იმედ­ზე" გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ერთჯე­რა­დი პრო­ექ­ტით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით. "რუს­თა­ვი 2"-ში ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, რომ წა­მო­ვე­დი, მეც დამ­წყდა გული და მა­თაც - ჩემ­ზე, მაგ­რამ რა ვქნათ?! აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ მათ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას. უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ "იმედ­შიც" ძა­ლი­ან კარ­გი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი დამ­ხვდა და გა­მი­ად­ვილ­და მათ­თან მუ­შა­ო­ბა. იმე­დია, ისე კარ­გად მო­ვერ­გე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას, რომ მტკივ­ნე­უ­ლი არ იქ­ნე­ბა მე­ო­რე ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა.

- არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოჰ­ყვა "ორი ვარ­სკვლა­ვის" პირ­ველ გა­და­ცე­მას, შენ, რო­გორც წამ­ყვა­ნი, რას იტყვი ამა­ზე?

- პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ შოუ იმა­ზე მე­ტად ყუ­რე­ბა­დი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ვფიქ­რობ­დით, რა მო­ე­წო­ნა ხალ­ხს და რა - არა, ეს ცალ­კე თე­მაა, მაგ­რამ აშ­კა­რად მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აჩ­ვე­ნა. ღია ეთერს ყო­ველ­თვის ახ­ლავს ლაფ­სუ­სე­ბი, ვი­მე­დოვ­ნებ, ნელ-ნელა უფრო და­ვიხ­ვე­წე­ბით და უკე­თეს შოუს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­ნა­წი­ლე­ებს სცე­ნის­კენ გზას ულო­ცავ, რო­გო­რია მათი რე­აქ­ცი­ე­ბი კადრს მიღ­მა.

- ყვე­ლა ღე­ლავს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბის პარტნი­ო­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვებ­დნენ, კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და ა.შ.

- ახლა გა­და­ვი­დეთ პი­რა­დად შენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ სი­ახ­ლე­ზე, შვილ­ზე..

- მყავს პა­ტა­რა, 3 თვის გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა, ოღონდ კარ­გი გა­გე­ბით, ეს ყო­ფი­ლა ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, მად­ლო­ბა უფალს, რომ ასე­თი სი­ხა­რუ­ლი გან­მაც­დე­ვი­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

''ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი შვილი ზუსტად ჩემნაირი იყოს''...

''ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი შვილი ზუსტად ჩემნაირი იყოს''...

გასულ ორშაბათს ''იმედის'' არხზე ახალი მუსიკალური შოუ ''ორი ვარსკვლავი'' დაიწყო, რომლის წამყვანადაც დუტა სხირტლაძესა და ლელა წურწუმიასთან ერთად ''რუსთავი 2-ის'' უკვე ყოფილი სახე ანი ქორქია მოგვევლინა. მიუხედავად ტოქსიკური ორსულობისა, ტელეწმაყვანი თითქმის 9 თვე ეკრანზე ჩანდა, სამი თვის წინ კი ბიჭის დედა გახდა, რომელსაც სახელი მამამთილის პატივსაცემად დაარქვა. ძალიან გვინდოდა ანი შვილთან ერთად გადაგვეღო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ბავშვის ფოტოს გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ანის მეუღლე მარკეტინგის სპეციალისტი კახა ჩიქოვანია.

- მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ''რუსთავი 2''-ში ვმუშაობდი, თუმცა ამ ეტაპზე ''იმედის'' მიერ შემოთავაზებული წინადადება უფრო მისაღები იყო ჩემთვის. ბოლო პერიოდში ლოტოს წამყვანი ვიყავი და ამას იმდენად ცოტა დრო მიჰქონდა, რომ პრაქტიკულად არც მიიჩნეოდა, რომ სამსახური მქონდა. დღეს კი, როცა გავაჩინე შვილი, ბავშვი წამოიზარდა და მეც ფორმაში ჩავდექი, გამიჩნდა სურვილი, უფრო მნიშვნელოვანი რამ გამეკეთებინა, ''ორი ვარსკვლავის'' წამყვანობა კი ნამდვილად მომხიბვლელი წინადადება იყო ჩემთვის, ამიტომ მივიღე ''იმედზე'' გადასვლის გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ერთჯერადი პროექტით არ შემოვიფარგლებით. ''რუსთავი 2''-ში ძალიან მეგობრული გარემოა, რომ წამოვედი, მეც დამწყდა გული და მათაც - ჩემზე, მაგრამ რა ვქნათ?! აუცილებლად შევინარჩუნებ მათთან კარგ ურთიერთობას. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ''იმედშიც'' ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი დამხვდა და გამიადვილდა მათთან მუშაობა. იმედია, ისე კარგად მოვერგები სიტუაციას, რომ მტკივნეული არ იქნება მეორე ოჯახთან დაკავშირებული ცვლილება.

- არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ''ორი ვარსკვლავის'' პირველ გადაცემას, შენ, როგორც წამყვანი, რას იტყვი ამაზე?

- პირველი გადაცემის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ შოუ იმაზე მეტად ყურებადი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით, რა მოეწონა ხალხს და რა - არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ აშკარად მაღალი რეიტინგი აჩვენა. ღია ეთერს ყოველთვის ახლავს ლაფსუსები, ვიმედოვნებ, ნელ-ნელა უფრო დავიხვეწებით და უკეთეს შოუს შემოგთავაზებთ.

- შეიძლება ითქვას, რომ მონაწილეებს სცენისკენ გზას ულოცავ, როგორია მათი რეაქციები კადრს მიღმა.

- ყველა ღელავს, განსაკუთრებით კი პროფესიონალი მომღერლების პარტნიორები, მიუხედავად ამისა, ერთმანეთს ამხნევებდნენ, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და ა.შ.

- ახლა გადავიდეთ პირადად შენს ცხოვრებაში მომხდარ სიახლეზე, შვილზე..

- მყავს პატარა, 3 თვის გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ოღონდ კარგი გაგებით, ეს ყოფილა ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება, მადლობა უფალს, რომ ასეთი სიხარული განმაცდევინა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება