პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა ანა ხანჩალიანმა ''ერთი-ერთში'' და ''X ფაქტორში'' მონაწილეობაზე უარი
რატომ თქვა ანა ხანჩალიანმა ''ერთი-ერთში'' და ''X ფაქტორში'' მონაწილეობაზე უარი

ანა ხან­ჩა­ლი­ანს ძა­ლი­ან ბევრ კონ­კურ­სში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გან­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ბოლო დროს კი იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტე­ბი აღარ იმარ­თე­ბა, იმა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი, რომ კა­რი­ე­რა ერე­ვან­ში აი­წყოს.

გა­სუ­ლი წლის 26 დე­კემ­ბერს ანა სომ­ხუ­რი "ახა­ლი ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. პირ­ველ ად­გილს სა­ერ­თოდ არ ელო­და, უხა­რია, რომ სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სულ­მა მო­ა­ხერ­ხა და მა­ყუ­რე­ბელს თავი შე­აყ­ვა­რა.

"ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ისევ პა­ტა­რა ბავ­შვი ვარ"

- ანა, ფო­ტო­ებ­ზე შენს მშობ­ლებ­თან ერ­თად ხარ...

- ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან მა­რი­ნა და ალექ­სან­დრე ხან­ჩა­ლი­ა­ნე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ მა­მას რო­ბერ­ტა ერ­ქვა, ყვე­ლა ასე მი­მარ­თავ­და და მეც ასე ვიც­ნობ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ალექ­სან­დრეს ასუ­ლი ვარ. მამა ინ­ჟი­ნე­რია პრო­ფე­სი­ით, დედა ამ­ჟა­მად დი­ა­სახ­ლი­სია.

- რო­გორც ვიცი, გყავს დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი.

- ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ. მე ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი გახ­ლა­ვართ. მყავს 19 წლის ძმა არ­მე­ნა, რო­მე­ლიც ახლა მზა­რე­უ­ლია. ბავ­შვო­ბი­დან ჩემ­თან ერ­თად მღე­რო­და ხოლ­მე, მაგ­რამ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით მე­ექ­ვსე კლა­სის შემ­დეგ, სიმ­ღე­რას თავი და­ა­ნე­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლია. ბავ­შვო­ბი­დან, რო­დე­საც დე­და­ჩე­მი სახ­ლში არ იყო, სკო­ლი­დან რომ მოვ­დი­ო­დი, ჩემი ძმა მიმ­ზა­დებ­და გემ­რი­ელ საჭ­მე­ლებს. უფ­როს ძმას არ­ტუ­რა ჰქვია. 28 წლი­საა, ის ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. ერთი და მყავს, სოფო, რო­მე­ლიც ასე­ვე მღე­რის. ჰყავს თა­ვი­სი ბენ­დი და თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ ბა­რებ­ში მღე­რის.

- "ნი­ჭი­ერ­ში" გა­გი­ცა­ნით. ეს ფოტო სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- მას შემ­დეგ ოთხი წელი გა­ვი­და. ძა­ლი­ან მიკ­ვირს და არ მჯე­რა, ასე მალე თუ გა­ვი­და დრო. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ გუ­შინ იყო "ნი­ჭი­ე­რის" კას­ტინ­გი. ქუ­ჩა­ში ასაკს მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე და რომ ვე­უბ­ნე­ბი, ჩვიდ­მე­ტის ვარ-მეთ­ქი, ძა­ლი­ან უკ­ვირთ, ჩვენ ისევ ის პა­ტა­რა ბავ­შვი გვახ­სოვ­ხა­რო, მე­უბ­ნე­ბი­ან.

- "ნი­ჭი­ე­რის" შემ­დეგ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი, მო­ნა­წი­ლე­ობ­დი ბევრ კონ­ცერტსა და კონ­კურ­სში. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სწავ­ლა­ში ხელი ხომ არ შე­გი­შა­ლა?

- სკო­ლა­ში ხუთი წლის შე­ვე­დი და შარ­შან და­ვამ­თავ­რე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, "ნი­ჭი­ე­რის" პე­რი­ოდ­ში ცოტა გა­მი­ჭირ­და სწავ­ლა. ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვერ ვას­წრებ­დი. სწავ­ლას ცო­ტა­თი ჩა­მოვ­რჩი, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე. ყვე­ლა სა­გან­ში მა­ღა­ლი ნი­შა­ნი არ გა­მომ­ყო­ლია, მაგ­რამ სკო­ლა კარგ ნიშ­ნებ­ზე და­ვამ­თავ­რე.

- მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღე სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც", ჯგუფ "ქენ­დის" წევ­რი იყა­ვი..

- ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ერე­ვან­ში გა­მარ­თულ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე ჯგუფ "ქენ­დის­თან" და გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს­თან ერ­თად ვარ. კი­დევ ვი­ყა­ვი მა­კე­დო­ნი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე, 24 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მათ შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღეთ.

- აღ­ნიშ­ნე, ჩემს მშობ­ლი­ურ ერე­ვან­ში ჩა­ტარ­და კონ­კურ­სიო, ერე­ვან­ში ნა­თე­სა­ვე­ბი გყავს?

- წარ­მო­შო­ბით ერევ­ნი­დან ვარ, დე­დაც და მა­მაც სომ­ხე­ბი არი­ან, მაგ­რამ მშობ­ლე­ბიც და მეც თბი­ლის­ში ვართ და­ბა­დე­ბუ­ლი.

- იცი სომ­ხუ­რი ენა?

- რა თქმა უნდა. წე­რაც ვიცი და კი­თხვაც. სომ­ხუ­რი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. მომ­დევ­ნო ფოტო კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ბან­კეტ­ზე მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მა­გა­რი დღე იყო და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ თქვა ანა ხანჩალიანმა ''ერთი-ერთში'' და ''X ფაქტორში'' მონაწილეობაზე უარი

რატომ თქვა ანა ხანჩალიანმა ''ერთი-ერთში'' და ''X ფაქტორში'' მონაწილეობაზე უარი

ანა ხანჩალიანს ძალიან ბევრ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და თითქმის ყველა მათგანში პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო დროს კი იმის გამო, რომ საქართველოში კონცერტები აღარ იმართება, იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ კარიერა ერევანში აიწყოს.

გასული წლის 26 დეკემბერს ანა სომხური ''ახალი ხმის'' გამარჯვებული გახდა. პირველ ადგილს საერთოდ არ ელოდა, უხარია, რომ სხვა ქვეყნიდან ჩასულმა მოახერხა და მაყურებელს თავი შეაყვარა.

''ყველას ჰგონია, რომ ისევ პატარა ბავშვი ვარ''

- ანა, ფოტოებზე შენს მშობლებთან ერთად ხარ...

- ჩემი მშობლები არიან მარინა და ალექსანდრე ხანჩალიანები. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მამას რობერტა ერქვა, ყველა ასე მიმართავდა და მეც ასე ვიცნობდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ალექსანდრეს ასული ვარ. მამა ინჟინერია პროფესიით, დედა ამჟამად დიასახლისია.

- როგორც ვიცი, გყავს დედმამიშვილები.

- ოთხი დედმამიშვილი ვართ. მე ყველაზე უმცროსი გახლავართ. მყავს 19 წლის ძმა არმენა, რომელიც ახლა მზარეულია. ბავშვობიდან ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე, მაგრამ გარდატეხის ასაკში, დაახლოებით მეექვსე კლასის შემდეგ, სიმღერას თავი დაანება. წარმატებული მზარეულია. ბავშვობიდან, როდესაც დედაჩემი სახლში არ იყო, სკოლიდან რომ მოვდიოდი, ჩემი ძმა მიმზადებდა გემრიელ საჭმელებს. უფროს ძმას არტურა ჰქვია. 28 წლისაა, ის ამჟამად თბილისში არ იმყოფება. ერთი და მყავს, სოფო, რომელიც ასევე მღერის. ჰყავს თავისი ბენდი და თბილისის პრესტიჟულ ბარებში მღერის.

- ''ნიჭიერში'' გაგიცანით. ეს ფოტო სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული.

- მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ძალიან მიკვირს და არ მჯერა, ასე მალე თუ გავიდა დრო. ხანდახან მგონია, რომ გუშინ იყო ''ნიჭიერის'' კასტინგი. ქუჩაში ასაკს მეკითხებიან ხოლმე და რომ ვეუბნები, ჩვიდმეტის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ, ჩვენ ისევ ის პატარა ბავშვი გვახსოვხარო, მეუბნებიან.

- ''ნიჭიერის'' შემდეგ ძალიან პოპულარული გახდი, მონაწილეობდი ბევრ კონცერტსა და კონკურსში. ამ ყველაფერმა სწავლაში ხელი ხომ არ შეგიშალა?

- სკოლაში ხუთი წლის შევედი და შარშან დავამთავრე. სიმართლე გითხრათ, ''ნიჭიერის'' პერიოდში ცოტა გამიჭირდა სწავლა. ყველაფერს ერთად ვერ ვასწრებდი. სწავლას ცოტათი ჩამოვრჩი, მაგრამ მერე ყველაფერი ვისწავლე. ყველა საგანში მაღალი ნიშანი არ გამომყოლია, მაგრამ სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე.

- მონაწილეობა მიიღე საბავშვო ''ევროვიზიაზეც'', ჯგუფ ''ქენდის'' წევრი იყავი..

- ჩემს მშობლიურ ქალაქ ერევანში გამართულ საბავშვო ''ევროვიზიაზე'' პირველი ადგილი დავიკავეთ. მომდევნო ფოტოზე ჯგუფ ''ქენდისთან'' და გიგა კუხიანიძესთან ერთად ვარ. კიდევ ვიყავი მაკედონიაში, საერთაშორისო კონკურსზე, 24 ქვეყანა მონაწილეობდა და მათ შორის პირველი ადგილი ავიღეთ.

- აღნიშნე, ჩემს მშობლიურ ერევანში ჩატარდა კონკურსიო, ერევანში ნათესავები გყავს?

- წარმოშობით ერევნიდან ვარ, დედაც და მამაც სომხები არიან, მაგრამ მშობლებიც და მეც თბილისში ვართ დაბადებული.

- იცი სომხური ენა?

- რა თქმა უნდა. წერაც ვიცი და კითხვაც. სომხური სკოლა დავამთავრე. მომდევნო ფოტო კლასელებთან ერთად ბანკეტზე მაქვს გადაღებული. ძალიან მაგარი დღე იყო და ძალიან კარგად მახსენდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება