პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე - მთავარია, პროცესი როგორ წარიმართება, თორემ არავინ უარყოფს იმას, რომ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს
მაია ფანჯიკიძე - მთავარია, პროცესი როგორ წარიმართება, თორემ არავინ უარყოფს იმას, რომ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მაია ფან­ჯი­კი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამის შე­სა­ხებ მაია ფან­ჯი­კი­ძემ ჰა­ა­გა­ში ვი­ზი­ტი­სას, ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბის პირ­ველ­მა პირ­მა აღ­ნიშ­ნა, აშშ არის სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მათ ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბას.

"ჩვენ მას გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც რჩე­ვას. იქ არის ნათ­ქვა­მი, რომ კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ დგას, მაგ­რამ უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ სიფრ­თხი­ლე, რად­გა­ნაც ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არის მყი­ფე. სწო­რედ ეს არის ამ გან­ცხა­დე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია გა­სა­გე­ბია, რად­გან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, თუ რო­გო­რი სუს­ტი იყო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რი სუს­ტი იყო სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც ლა­მის 99% გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მოჰ­ქონ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში 300 ათა­სა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი. მაგ­რამ, ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­სა­მარ­თლო არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, რო­გო­რიც არის დღეს. ამი­ტომ, აქ აქ­ცენ­ტი არის იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა წა­რი­მარ­თოს სა­მარ­თლი­ა­ნად, გამჭვირ­ვა­ლედ და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ფარ­გლებ­ში.

სწო­რედ ეს არის ის, რისი გა­რან­ტი­აც უნდა მივ­ცეთ და ვაძ­ლევთ კი­დე­ვაც ჩვენს უცხო­ე­ულ პარტნი­ო­რებს. მთა­ვა­რია, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა პრო­ცე­სი, თო­რემ არა­ვინ არ უარ­ყოფს იმას, რომ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი უნდა იყოს გა­ცე­მუ­ლი. თუკი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რის აზ­რით, სა­ვა­რა­უ­დოდ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია მან უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი", -გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილს, სა­დაც აშშ სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ჩევს, ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ მო­მავ­ლის­კენ და ყურ­და­ღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მაია ფან­ჯი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ­ჟა­მად სწო­რედ ამ გზას ად­გას.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით - ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის არა­ერთ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის გამო და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­როს. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"არა­ვინ არის კა­ნონ­ზე მაღ­ლა, მაგ­რამ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო ერ­თდრო­უ­ლად მრა­ვა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა წარ­მო­შობს ლე­გი­ტი­მურ წუ­ხილს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დროს, რო­დე­საც სა­კა­ნონ­მდებ­ლო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ჯერ ისევ სუს­ტია", - ნათ­ქვა­მია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მაია ფანჯიკიძე - მთავარია, პროცესი როგორ წარიმართება, თორემ არავინ უარყოფს იმას, რომ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

მაია ფანჯიკიძე - მთავარია, პროცესი როგორ წარიმართება, თორემ არავინ უარყოფს იმას, რომ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული ნებისმიერი განცხადება საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჰააგაში ვიზიტისას, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე დიდი მეგობარი და შესაბამისად, ყურადღება ექცევა მათ ყველა განცხადებას.

"ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც რჩევას. იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით არის მყიფე. სწორედ ეს არის ამ განცხადების ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო, რომელსაც ლამის 99% გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც საქართველოში 300 ათასაზე მეტი ადამიანი იყო პრობაციონერი. მაგრამ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. ამიტომ, აქ აქცენტი არის იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის ფარგლებში.

სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდევაც ჩვენს უცხოეულ პარტნიორებს. მთავარია, როგორ წარიმართება პროცესი, თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხვებზე პასუხები უნდა იყოს გაცემული. თუკი, ამ შემთხვევაში, არსებულ კითხვებზე პასუხი პროკურატურის აზრით, სავარაუდოდ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რასაკვირველია მან უნდა გასცეს პასუხი", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც აშშ საქართველოს ურჩევს, ძალისხმევა მივმართოთ მომავლისკენ და ყურდაღება გაამახვილონ ეკონომიკურ განვითარებაზე, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ამჟამად სწორედ ამ გზას ადგას.

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით - ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთ საქმეზე გამოძიების გამო დაკითხვაზე დაიბაროს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება წარმოშობს ლეგიტიმურ წუხილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ ისევ სუსტია", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა