საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას ეწინააღმდეგება
პრეზიდენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას ეწინააღმდეგება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას არ უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს.

სა­უ­ბა­რია პრო­ცე­დუ­რა­ზე, როცა პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ აქტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მო­წე­რა სჭირ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლა­ში ვერ შევა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ იზი­ა­რებს "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის არსს და ასე­ვე ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სრუ­ლი­ად ახალ კა­ნონპ­რო­ექ­ტის იმ ნა­წილს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა და აღ­დგე­ნა კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტი­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის შე­ნიშ­ვნე­ბი პარ­ლა­მენ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის სა­ხით არის წარ­დგე­ნი­ლი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი და­ვით პა­ტა­რა­ია აწერს ხელს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ პარ­ლა­მენ­ტში გა­დაგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"1. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბის მი­ხედ­ვით (73/1-ე მუხ­ლის, მე-4 პუნ­ქტის "თ" ქვე­პუნ­ქტი) გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ებს პრე­ზი­დენ­ტის ის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­სა და შე­წყვე­ტას უკავ­შირ­დე­ბა. ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის ხსე­ნე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის დის­კრე­ცი­ულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ კა­ნონ­მდე­ბელ­მა, "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნი­სას, მო­ახ­დი­ნა პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის – მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბი­სა და შე­წყვე­ტის ვიწ­რო გან­მარ­ტე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა და აღ­დგე­ნა და­უქ­ვემ­დე­ბა­რა კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას, ხოლო მი­ნი­ჭე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი – არა. ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა­სა და აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას – გა­და­წყვი­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მის სა­კი­თხი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცია – მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მა – ფარ­თო და მრავ­ლის­მომ­ცვე­ლია. ასე­ვე ფარ­თოა ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის 73/1-ე მუხ­ლში ნახ­სე­ნე­ბი, კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა – მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა. კონ­სტი­ტუ­ცია ვერც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და დე­ტა­ლუ­რად მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის, მი­ღე­ბის, შე­წყვე­ტის, აღ­დგე­ნის, აღ­დგე­ნა­ზე უა­რის თქმი­სა თუ სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ მო­ქალ­ქე­ო­ბის მი­ცე­მის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ერთ სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს წარ­მო­შობს – პირი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მი­ე­ნი­ჭა თუ მი­ი­ღო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხებ­ზე პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას არ უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს.

2. "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია (27-ე მუხ­ლის 1-ელი პუნ­ქტი; 34-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტი) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, იმა­ვე კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის და­უც­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ მი­ი­ღოს პირი ან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი პრე­ზი­დენ­ტის ხსე­ნე­ბულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის აღარ ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე წყვეტს პი­რი­სათ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მის სა­კითხს სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის გა­მო­ცე­მის გზით, შე­საძ­ლე­ბე­ლია არ და­ე­თან­ხმოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნოს – სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის ან მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს უნდა შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის და­უც­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ პი­რის მი­ღე­ბის ან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რათა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცია და გა­და­წყვე­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მის სა­კი­თხი.

3. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტი­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა, ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი გა­მო­ცე­მულ იქ­ნას თა­ვად სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის მიერ. დღეს პრე­ზი­დენ­ტის აქ­ტე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხებ­ზე გან­ცხა­დე­ბი­სა და წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვის წესი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, არა მთავ­რო­ბის, არა­მედ პრე­ზი­დენ­ტის აქ­ტით და­რე­გუ­ლირ­დეს რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირ­თათ­ვის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა.

4. წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით (25-ე მუხ­ლის 1-ელი პუნ­ქტი) მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის, შე­წყვე­ტი­სა და აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის და წარ­დგი­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტი გა­მოს­ცემს ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას (რო­მე­ლიც "ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი არ არის), ხოლო უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სას – გან­კარ­გუ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის აქ­ტე­ბი (რო­გორც გან­ცხა­დე­ბის და წარ­დგი­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი), რომ­ლე­ბიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, გა­მო­ცე­მულ იქ­ნეს მხო­ლოდ გან­კარ­გუ­ლე­ბის ფორ­მით.

5. წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით (29-ე მუხ­ლის 1-ელი პუნ­ქტი), მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხებ­ზე პრე­ზი­დენ­ტის იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას, მო­პა­სუ­ხეა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა. აღ­ნიშ­ნულ პრინ­ციპს ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მიგ­ვაჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­ჩივ­რე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ, თუნ­დაც კონ­ტრა­სიგ­ნი­რე­ბულ აქ­ტებ­ზე მო­პა­სუ­ხედ მხო­ლოდ სხვა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს გან­სა­ზღვრამ შე­საძ­ლოა, შექ­მნას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, მთავ­რო­ბა ვერ იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად შე­ი­ტა­ნოს ცვლი­ლე­ბა ან მი­ი­ღოს ახა­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი. მოგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­პა­სუ­ხე აგ­რეთ­ვე უნდა იყოს თა­ვად აქ­ტის გა­მომ­ცე­მი და ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ამ­გვა­რი მიდ­გო­მა უნდა დამ­კვიდ­რდეს.

6. და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია, ვინ იგუ­ლის­ხმე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის 32-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პირ­თა წრე­ში – ის პი­რე­ბი, ვი­საც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭათ 2013 წლის 1 იან­ვრის შემ­დეგ (რო­გორც ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს იმა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე პუქ­ტე­ბი), თუ "მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში 34-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის და­მა­ტე­ბის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი პირი".

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის ავ­ტო­რი - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, ინი­ცი­ა­ტო­რი კი მთავ­რო­ბაა, პარ­ლა­მენტს იან­ვრის ბო­ლოს წა­რედ­გი­ნა. პრე­ზი­დენ­ტის ამი­ნის­ტრა­ცი­ამ კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი პარ­ლა­მენტს 3 თე­ბერ­ვალს მი­ა­წო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

პრეზიდენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას ეწინააღმდეგება

პრეზიდენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას ეწინააღმდეგება

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი სამართლებრივი აქტები პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

საუბარია პროცედურაზე, როცა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაში ვერ შევა.

გიორგი მარგველაშვილი არ იზიარებს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორცილებული ცვლილებების არსს და ასევე ამავე სახელწოდების სრულიად ახალ კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და აღდგენა კონტრასიგნაციას დაექვემდებარა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტიციური უფლებამოსილებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტში ოფიციალური დოკუმენტის სახით არის წარდგენილი, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია აწერს ხელს.

"ინტერპრესნიუსის" პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

"1. საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ფორმულირების მიხედვით (73/1-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "თ" ქვეპუნქტი) განსაზღვრულია, რომ კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას უკავშირდება. ძირითადი კანონის ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა სახელმწიფო მეთაურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სამწუხაროა, რომ კანონმდებელმა, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში 2013 წლის სექტემბერში ცვლილებების შეტანისას, მოახდინა პრეზიდენტის კონსტიტუციური კომპეტენციის – მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის ვიწრო განმარტება. შესაბამისად, მოქალაქეობის მიღება და აღდგენა დაუქვემდებარა კონტრასიგნაციას, ხოლო მინიჭება და მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებული უარყოფითი გადაწყვეტილებები – არა. ორგანული კანონით განსაზღვრული მოქალაქეობის მიღებასა და აღდგენასთან დაკავშირებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის სავალდებულოობა ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ზემოხსენებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას – გადაწყვიტოს მოქალაქეობის მიცემის საკითხი. მიგვაჩნია, რომ მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური კომპეტენცია – მოქალაქეობის მიცემა – ფართო და მრავლისმომცველია. ასევე ფართოა ძირითადი კანონის 73/1-ე მუხლში ნახსენები, კონტრასიგნაციისგან გათავისუფლებული უფლებამოსილება – მოქალაქეობის მინიჭება. კონსტიტუცია ვერც გაითვალისწინებდა დეტალურად მოქალაქეობის მინიჭების, მიღების, შეწყვეტის, აღდგენის, აღდგენაზე უარის თქმისა თუ სხვა სამართლებრივი რეჟიმების ჩამონათვალს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ მოქალქეობის მიცემის საკითხის გადაწყვეტა ყველა შემთხვევაში ერთ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს – პირი ხდება საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მიენიჭა თუ მიიღო მოქალაქეობა. შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხებზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები კონტრასიგნაციას არ უნდა დაექვემდებაროს.

2. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია (27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი; 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი) საქართველოს პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ცალკეულ შემთხვევებში, გარკვეული გარემოებების არსებობისას, იმავე კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. წარმოდგენილი კანონის პროექტი პრეზიდენტის ხსენებულ უფლებამოსილებების აღარ ითვალისწინებს. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე წყვეტს პირისათვის მოქალაქეობის მიცემის საკითხს სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, შესაძლებელია არ დაეთანხმოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის მიღების ან მინიჭების საკითხებზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მეთაურს უნდა შეუნარჩუნდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, საქართველოს მოქალაქედ პირის მიღების ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება, რათა შეუფერხებლად განახორციელოს კონსტიტუციური კომპეტენცია და გადაწყვეტოს მოქალაქეობის მიცემის საკითხი.

3. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტიციური უფლებამოსილებაა, ამიტომ მიზანშეწონილია, მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები გამოცემულ იქნას თავად სახელმწიფოს მეთაურის მიერ. დღეს პრეზიდენტის აქტებით რეგულირდება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი და საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. შესაბამისად, მიზანშეწონილია, არა მთავრობის, არამედ პრეზიდენტის აქტით დარეგულირდეს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

4. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით (25-ე მუხლის 1-ელი პუნქტი) მოქალაქეობის მოპოვების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას (რომელიც "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის შესაბამისად ნორმატიული აქტი არ არის), ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილებისას – განკარგულებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის აქტები (როგორც განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილებები), რომლებიც ინდივიდუალური შინაარსის მატარებელია, გამოცემულ იქნეს მხოლოდ განკარგულების ფორმით.

5. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით (29-ე მუხლის 1-ელი პუნქტი), მოქალაქეობის საკითხებზე პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მოპასუხეა საქართველოს მთავრობა. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობაც. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის გასაჩივრებულ სამართლებრივ, თუნდაც კონტრასიგნირებულ აქტებზე მოპასუხედ მხოლოდ სხვა სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრამ შესაძლოა, შექმნას გარკვეული პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. კერძოდ, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას, მთავრობა ვერ იქნება უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად შეიტანოს ცვლილება ან მიიღოს ახალი სამართლებრივი აქტი. მოგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების შემთხვევაში, მოპასუხე აგრეთვე უნდა იყოს თავად აქტის გამომცემი და ქართულ კანონმდებლობაში ამგვარი მიდგომა უნდა დამკვიდრდეს.

6. დასაზუსტებელია, ვინ იგულისხმება წარმოდგენილი კანონპროექტის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეში – ის პირები, ვისაც მოქალაქეობა მიენიჭათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ (როგორც ამას ითვალისწინებს იმავე მუხლის პირველი და მეორე პუქტები), თუ "მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის დამატების შემდეგ მოქალაქეობამინიჭებული ყოველი პირი".

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონპროექტი, რომლის ავტორი - იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი კი მთავრობაა, პარლამენტს იანვრის ბოლოს წარედგინა. პრეზიდენტის ამინისტრაციამ კი, აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტს 3 თებერვალს მიაწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა