პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ქურდობისთვის და ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს
ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ქურდობისთვის და ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

ეს ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი ჯა­შუ­შო­ბის­თვის და ქურ­დო­ბის­თვის "და­ა­პა­ტიმ­რეს".

1. 2013 წელს კრი­მი­ნალ­ში ეს ფუმ­ფუ­ლა ფი­სუ­ნია გა­მო­ი­ჭი­რეს. კა­ტას რუ­სე­თის ცი­ხე­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და დამ­ტე­ნე­ბი შეჰ­ქონ­და. მო­ხერ­ხე­ბუ­ლი კატა ცი­ხის კედ­ლებ­ში ად­ვი­ლად აღ­წევ­და. თუმ­ცა, ერთ დღე­საც პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა კატა გა­ლა­ვან­ზე შე­მოს­კუ­პე­ბუ­ლი შე­ნიშ­ნეს; მის მუ­ცელ­ზე ნივ­თე­ბი ზონ­რით იყო შეკ­რუ­ლი. მარ­თა­ლია კა­ტას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მი­უს­წრეს, მაგ­რამ ფისო პა­ტიმ­რო­ბას გა­და­ურ­ჩა.

2. სამი თხა პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის ოფიც­რებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს. ინ­დო­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხო­ვე­ლე­ბი ვან­და­ლიზ­მის ბრალ­დე­ბით გა­ლი­ა­ში გა­მო­კე­ტეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თხე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

3. სიდ­ნე­ი­ში უჩ­ვე­უ­ლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. თხას, სა­ხე­ლად გა­რის სა­კუ­თა­რი ად­ვო­კა­ტიც კი და­უ­ქი­რა­ვეს. ეს ამ­ბა­ვი სენ­სა­ცი­ად იქცა და გა­რის ის­ტო­რი­ამ ლა­მის მთა­ვა­რი მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნე­ბიც კი დაჩ­რდი­ლა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა თხა მა­შინ და­ი­ჭი­რეს, რო­დე­საც ცხო­ვე­ლი ქა­ლა­ქის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­თან მდე­ბა­რე ბაღ­ში ყვა­ვი­ლებს ჭამ­და. მათ თხის მფლო­ბე­ლი ჯიმ დე­ზარ­ნა­ულდსი 290 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გით და­ა­ჯა­რი­მეს. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თხაც და მისი პატ­რო­ნიც დამ­ნა­შა­ვედ არ სცნეს.

4. 2011 წელს მა­ი­მუ­ნი პა­კის­ტან­ში სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­და­ლახ­ვის­თვის "და­ა­პა­ტიმ­რეს". მა­ი­მუ­ნი პა­კის­ტან­ში ინ­დო­ე­თი­დან შე­ვი­და. "და­პა­ტიმ­რე­ბის" შემ­დეგ მა­ი­მუ­ნი ზო­ო­პარკში გა­და­იყ­ვა­ნეს; მას ბობი და­არ­ქვეს.

5. 2010 წელს ინ­დო­ე­თის პო­ლი­ცი­ამ მტრე­დი და­ა­პა­ტიმ­რა, რო­მე­ლიც მათი აზ­რით, ჯა­შუ­შურ მი­სი­ას პა­კის­ტა­ნის­თვის აწარ­მო­ებ­და. ის ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა და­ი­ჭი­რა და პო­ლი­ცი­ის სად­გურ­ში მი­იყ­ვა­ნა. ფრინ­ველს ფეხ­ზე ბე­ჭე­დი და პა­კის­ტა­ნის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ჰქონ­და, ხოლო სხე­ულ­ზე მი­სა­მარ­თი წი­თე­ლი მელ­ნით ჰქონ­და და­ბეჭ­დი­ლი. ჯა­შუშ მტრედს სა­მე­დი­ცი­ნო დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია oddee.com-ის მი­ხედ­ვით.

ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ქურდობისთვის და ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ქურდობისთვის და ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

ეს ცხოველები და ფრინველები ჯაშუშობისთვის და ქურდობისთვის "დააპატიმრეს".

1. 2013 წელს კრიმინალში ეს ფუმფულა ფისუნია გამოიჭირეს. კატას რუსეთის ციხეში მობილური ტელეფონები და დამტენები შეჰქონდა. მოხერხებული კატა ციხის კედლებში ადვილად აღწევდა. თუმცა, ერთ დღესაც პოლიციის ოფიცრებმა კატა გალავანზე შემოსკუპებული შენიშნეს; მის მუცელზე ნივთები ზონრით იყო შეკრული. მართალია კატას სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილზე მიუსწრეს, მაგრამ ფისო პატიმრობას გადაურჩა.

2. სამი თხა პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის ოფიცრებმა დააპატიმრეს. ინდოელმა სამართალდამცავებმა ცხოველები ვანდალიზმის ბრალდებით გალიაში გამოკეტეს. მოგვიანებით თხები გაათავისუფლეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

3. სიდნეიში უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართა. თხას, სახელად გარის საკუთარი ადვოკატიც კი დაუქირავეს. ეს ამბავი სენსაციად იქცა და გარის ისტორიამ ლამის მთავარი მსოფლიო მოვლენებიც კი დაჩრდილა. პოლიციელებმა თხა მაშინ დაიჭირეს, როდესაც ცხოველი ქალაქის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან მდებარე ბაღში ყვავილებს ჭამდა. მათ თხის მფლობელი ჯიმ დეზარნაულდსი 290 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, თხაც და მისი პატრონიც დამნაშავედ არ სცნეს.

4. 2011 წელს მაიმუნი პაკისტანში საზღვრის უკანონოდ გადალახვისთვის "დააპატიმრეს". მაიმუნი პაკისტანში ინდოეთიდან შევიდა. "დაპატიმრების" შემდეგ მაიმუნი ზოოპარკში გადაიყვანეს; მას ბობი დაარქვეს.

5. 2010 წელს ინდოეთის პოლიციამ მტრედი დააპატიმრა, რომელიც მათი აზრით,  ჯაშუშურ მისიას პაკისტანისთვის აწარმოებდა. ის ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიჭირა და პოლიციის სადგურში მიიყვანა. ფრინველს ფეხზე ბეჭედი და პაკისტანის ტელეფონის ნომერი ჰქონდა, ხოლო სხეულზე მისამართი წითელი მელნით ჰქონდა დაბეჭდილი. ჯაშუშ მტრედს სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდა.

მომზადებულია oddee.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს