ხელჩართული ჩხუბი "კინოს სახლთან" : ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

ხელჩართული ჩხუბი "კინოს სახლთან" : ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

"კინოს სახლთან" მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ფიზიკური დაპირისპირება "ევრაზიული კავშირის" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც "კინოს სახლში", "ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში" ღონისძიება დასრულდა და მისი მონაწილეები შენობას ტოვებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას სპეციალური ჯებირები ჰქონდათ გაკეთებული, რათა აქციის მონაწილეები ერთმანეთთან ახლოს არ ყოფილიყვნენ, მათ ერთმანეთთან მიახლოება და ფიზიკური დაპირისპირება მაინც მოახერხეს. რამდენი პირია დაკავებული, ჯერჯერობით უცნობია.

თავად "ევრაზიული კავშირის" წევრები კი "კინოს სახლს" პოლიციის დახმარებით ტოვებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია