ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების შემდეგ გაავრცელა.
"ბაჩო ახალაია:
ჩემს მაგალითზე დამტკიცდა, რომ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს და გამოძიებაზე აპელირება ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
მთელი სახელმწიფო და სამწუხაროდ სასამართლოს ნაწილი გადაქცეულია პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად.
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ ჩამოვიდეს და არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას და ამით არ მისცეს რუსული გეგმის განხორციელების საშუალება. ვინაიდან სწორედ ასე მოექცა შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას და არ აპატია მას სახელმწიფოს მშენებლობა.
და ბოლოს, მალე დადგება დრო, როდესაც ის ხალხი ვინც დღეს სახელმწიფოს ფუნდამენტს არღვევს და ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით".
"საწყალი მამაჩემი... ყველა გარეწარი ამ ქვეეყანაში, როცა გაუჭირდება, როგორ მისი მაგალითით სპეკულანტობს... სხვათა შორის, უახლოეს ხანში მინდა მივმართოთ ხელისუფლებას მისი საქმის საბოლოო გამოძიების მოთხოვნით, რომელიც პროკურატურაში უკვე 10 წელიწადზე მეტია დევს! მართლაც, ხომ ყველაფერს საზღვარი აქვს???", - წერს ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.