საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ჩვენება ჟვანიას საქმეზე ქალისგან, რომელიც იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი პრემიერი ნახეს
სკანდალური ჩვენება ჟვანიას საქმეზე ქალისგან, რომელიც იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი პრემიერი ნახეს

ამო­ნა­რი­დი "ალი­ა­დან":

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს მოწ­მე, რო­მელ­მაც 3 თე­ბერ­ვალს სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა, რო­გორ შე­ი­ტა­ნეს იმ ბი­ნა­ში დიდი ყუ­თით რა­ღაც. ეს მოწ­მე ნა­თე­ლა მო­დე­ბა­ძეა, რო­მე­ლიც იმა­ვე კორ­პუს­ში, იმა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობ­და და ამის შე­სა­ხებ თა­ვის დრო­ზე "ქრო­ნი­კას" ექ­სკლუ­ზი­უ­რად უამ­ბო. აი, რას აცხა­დებს ეს ქალ­ბა­ტო­ნი:

"სავ­სე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ამ­ბავ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იცის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ და თუ ამ საქ­მე­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნა სურთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­კი­თხონ სწო­რედ მაღ­ლა­ფე­რი­ძე. ის ბინა სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩის #53-ში ჩემს მე­გო­ბარს უნდა ექი­რა­ვე­ბი­ნა, შე­თან­ხმე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით ბი­ნის პატ­რონ ეკა კი­კი­ან­თან ბი­ნის ქი­რა­ზე - თვე­ში 150 დო­ლარ­ზე, თუმ­ცა მან გა­მოგ­ვი­ცხა­და, - პარ­ლა­მენ­ტა­რი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე ორ­მაგს მიხ­დის და მას უნდა მი­ვა­ქი­რა­ვოო. ამ ამ­ბავ­ში არის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლი­თაც გა­მო­ძი­ე­ბა თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა გა­ირ­კვეს. იმ ღა­მეს მე­გო­ბარ­თან დავ­რჩი, რომ­ლის ფან­ჯრე­ბიც პირ­და­პირ უყუ­რებ­და იმ კორ­პუსს, სა­დაც ეს მოხ­და. მე და ჩემი მე­გობ­რის გო­გო­ნა (ის 2008 წელს გარ­და­იც­ვა­ლა) გვი­ა­ნო­ბამ­დე ვა­ლა­გებ­დით ბი­ნას. შინ კი­დევ ამ გო­გო­ნას დედა და ჩვე­ნი ერთი მე­გო­ბა­რი იყო. ისი­ნი ნარდს თა­მა­შობ­დნენ. მოგ­ვშივ­და, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ დაბ­ლა ჩას­ვლა და რა­ი­მეს ყიდ­ვა, ახ­ლო­მახ­ლო უკვე ყვე­ლა მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თი ან მეტი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტო­მაც ბენ­ზი­ნის გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის­კენ წა­ვე­დით მე და ჩემი მე­გობ­რის შვი­ლი. ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სა­დარ­ბა­ზოს­თან მდგომ­მა ჯიპ­მა მი­იქ­ცია, რად­გან მა­შინ ჯი­პე­ბი ასე ხში­რად არ ჩან­და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. იმ ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ჩემს მე­გო­ბარს უნდა ექი­რა­ვე­ბი­ნა, სი­ნათ­ლე ენთო. მახ­სოვს, გა­ვი­ხუმ­რე, რო­გორც ჩანს, ვა­სი­კო მაღ­ლა­ფე­რი­ძეს სტუმ­რე­ბი ჰყავს-მეთ­ქი. უკან რომ მოვ­ბრუნ­დით, ეზო­ში კი­დევ ერთი ფა­რებ­ჩამ­ქრა­ლი ჯიპი შე­მო­ვი­და, ისიც ამა­ვე სა­დარ­ბა­ზოს­თან გა­ჩერ­და. და­ვი­ნა­ხე, რომ მან­ქა­ნას­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებ­და, ბნე­ლო­და, ამი­ტომ და­ნამ­დვი­ლე­ბით არ შე­მიძ­ლია ვთქვა, რამ­დე­ნი იყ­ვნენ, თუმ­ცა თვალ­ში მომ­ხვდა, რომ ძა­ლი­ან დიდი ყუ­თით შე­ი­ტა­ნეს რა­ღაც, ასე­ვე მიჰ­ყავ­დათ მა­მა­კა­ცი, მხრებ­ში ედგნენ, რო­გორც მთვრალ კაცს შე­უდ­გე­ბი­ან, ისე. სულ ეს იყო. მა­შინ არ მი­ფიქ­რია, რომ რა­ღაც ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებ­და. და­ი­წე­რა, თით­ქოს მე სა­ხე­ე­ბი და­ვი­ნა­ხე და ჟვა­ნია ვი­ცა­ნი, რაც სიც­რუ­ეა, მე არა­ვის სახე არ და­მი­ნა­ხავს. მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ით­ქვა, რომ პრე­მი­ე­რი გარ­და­იც­ვა­ლა სწო­რედ ამ ბი­ნა­ში, ბუ­ნებ­რი­ვად გა­მახ­სენ­და ეს და ვი­ეჭ­ვე, რომ სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხედ­რე­ბის შე­ნო­ბა­ში შე­ტა­ნას და­ვეს­წა­რი".

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დღეს გაჰ­ყვი­რი­ან, რომ მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. არა­და, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ქარ­თუ­ლი მე­დი­ით ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­სე­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა, შუ­ა­ღა­მი­სას, რო­გორ შე­ი­ტა­ნეს ბი­ნა­ში დიდი ყუთი, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხე­და­რი იყო და რომ ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ჟა­მად უცხო­ეთ­შია. ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა არც კი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ამ თე­მით, არც ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი, არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი არ და­უ­კი­თხავს გა­მო­ძი­ე­ბას, სა­ი­დან ჰქონ­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია და ვის­ზე იყო ლა­პა­რა­კი. არა­და, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ერ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არც გა­ა­ცი­ებ­დნენ, ისე მო­ჩან­გლავ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ნა­თე­ლა მო­დე­ბა­ძის­თა­ნა მოწ­მეს, მო­ძებ­ნიდ­ნენ და და­კი­თხავ­დნენ. მათ კი ხე­ლიც არ გა­უნ­ძრე­ვი­ათ.

ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სკანდალური ჩვენება ჟვანიას საქმეზე ქალისგან, რომელიც იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი პრემიერი ნახეს

სკანდალური ჩვენება ჟვანიას საქმეზე ქალისგან, რომელიც იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი პრემიერი ნახეს

ამონარიდი "ალიადან":

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არსებობს მოწმე, რომელმაც 3 თებერვალს საკუთარი თვალით ნახა, როგორ შეიტანეს იმ ბინაში დიდი ყუთით რაღაც. ეს მოწმე ნათელა მოდებაძეა, რომელიც იმავე კორპუსში, იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა და ამის შესახებ თავის დროზე "ქრონიკას" ექსკლუზიურად უამბო. აი, რას აცხადებს ეს ქალბატონი:

"სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავზე ძალიან ბევრი რამ იცის იმჟამინდელმა პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ და თუ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა სურთ, აუცილებლად უნდა დაკითხონ სწორედ მაღლაფერიძე. ის ბინა საბურთალოს ქუჩის #53-ში ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, შეთანხმებულიც ვიყავით ბინის პატრონ ეკა კიკიანთან ბინის ქირაზე - თვეში 150 დოლარზე, თუმცა მან გამოგვიცხადა, - პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე ორმაგს მიხდის და მას უნდა მივაქირავოო. ამ ამბავში არის დეტალები, რომლითაც გამოძიება თუ დაინტერესდება, ბევრი რამ შეიძლება გაირკვეს. იმ ღამეს მეგობართან დავრჩი, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ უყურებდა იმ კორპუსს, სადაც ეს მოხდა. მე და ჩემი მეგობრის გოგონა (ის 2008 წელს გარდაიცვალა) გვიანობამდე ვალაგებდით ბინას. შინ კიდევ ამ გოგონას დედა და ჩვენი ერთი მეგობარი იყო. ისინი ნარდს თამაშობდნენ. მოგვშივდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაბლა ჩასვლა და რაიმეს ყიდვა, ახლომახლო უკვე ყველა მაღაზია დაკეტილი იყო, დაახლოებით ორი საათი ან მეტი იქნებოდა, ამიტომაც ბენზინის გასამართი სადგურისკენ წავედით მე და ჩემი მეგობრის შვილი. ჩვენი ყურადღება სადარბაზოსთან მდგომმა ჯიპმა მიიქცია, რადგან მაშინ ჯიპები ასე ხშირად არ ჩანდა თბილისის ქუჩებში. იმ ბინაში, რომელიც ჩემს მეგობარს უნდა ექირავებინა, სინათლე ენთო. მახსოვს, გავიხუმრე, როგორც ჩანს, ვასიკო მაღლაფერიძეს სტუმრები ჰყავს-მეთქი. უკან რომ მოვბრუნდით, ეზოში კიდევ ერთი ფარებჩამქრალი ჯიპი შემოვიდა, ისიც ამავე სადარბაზოსთან გაჩერდა. დავინახე, რომ მანქანასთან რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ბნელოდა, ამიტომ დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, რამდენი იყვნენ, თუმცა თვალში მომხვდა, რომ ძალიან დიდი ყუთით შეიტანეს რაღაც, ასევე მიჰყავდათ მამაკაცი, მხრებში ედგნენ, როგორც მთვრალ კაცს შეუდგებიან, ისე. სულ ეს იყო. მაშინ არ მიფიქრია, რომ რაღაც ტრაგედია ტრიალებდა. დაიწერა, თითქოს მე სახეები დავინახე და ჟვანია ვიცანი, რაც სიცრუეა, მე არავის სახე არ დამინახავს. მეორე დღეს, როდესაც ითქვა, რომ პრემიერი გარდაიცვალა სწორედ ამ ბინაში, ბუნებრივად გამახსენდა ეს და ვიეჭვე, რომ სწორედ ამ ადამიანების ცხედრების შენობაში შეტანას დავესწარი".

"ნაციონალები" დღეს გაჰყვირიან, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოსაძიებლად. არადა, წლების მანძილზე, ქართული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არსებობს ქალბატონი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, შუაღამისას, როგორ შეიტანეს ბინაში დიდი ყუთი, რომელშიც, სავარაუდოდ, ცხედარი იყო და რომ ქალბატონი ამჟამად უცხოეთშია. ზურაბ ადეიშვილის პროკურატურა არც კი დაინტერესებულა ამ თემით, არც ერთი ჟურნალისტი, არც ერთი პოლიტიკოსი არ დაუკითხავს გამოძიებას, საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია და ვისზე იყო ლაპარაკი. არადა, ნორმალურ ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, არც გააციებდნენ, ისე მოჩანგლავდნენ სამართალდამცავები ნათელა მოდებაძისთანა მოწმეს, მოძებნიდნენ და დაკითხავდნენ. მათ კი ხელიც არ გაუნძრევიათ.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "ქრონიკა"

ასევე იხილეთ:

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ