ირაკლი ღარიბაშვილი - ლევან ჩაჩუა ამბობს, ვიცოდი ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა დასკვნაში არ შევიტანეო

ირაკლი ღარიბაშვილი - ლევან ჩაჩუა ამბობს, ვიცოდი ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა დასკვნაში არ შევიტანეო

ლევან ჩაჩუა ამბობს, ვიცოდი ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა საბოლოო დასკვნაში არ შევიტანეო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, ზურაბ ჟვანიას საქმეში "ბევრი საინტერესო ნიუანსი" გამოიკვეთა.

"ლევან ჩაჩუა ამბობს, ვიცოდი ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა საბოლოო დასკვნაში არ შევიტანეო. რატომ არ შეიტანა, ამას ჯერ არ ამბობს, მოკლედ, ბევრი საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა და კეთილი ინებოს და ყოფილმა პრეზიდენტმა გასცეს პასუხი კითხვებს არა მხოლოდ ჟვანიას, არამედ "იმედის" დარბევის, ბიზნესის წარმთმევის, ხელოვნურად გაკოტრებისა და სხვა საქმეებზე", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მთავარი მოწმეა, რადგან სწორედ "მისი ხელდასმით და ხელმოწერით ხდებოდა ბევრი რამ".

"თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ ჩამოვა, თავს ჩაიყენებს მძიმე მდგომარეობაში და უფრო მეტი კითხვა გაჩნდება", - განმარტავს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა