მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველო MAP-ს არც იმსახურებს

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველო MAP-ს არც იმსახურებს

მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო MAP-ს არც იმსახურებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

ეს განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა, სადაც გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.

"მე კომენტარს გავაკეთებ პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და იმაზე დაყრდნობით, რაც აქ მესმის და რაზეც მსჯელობა მიდის. ვაშინგტონიდან ჩამოსულ ფორუმის მონაწილეებს უკიდურესად კრიტიკული და მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, სააკაშვილსაც შეხვდნენ გავრცელებულ ახალ ამბავზე. ნეგატიური შეფასება იყო და თანაც საკმაოდ. იზრდება და უკვე მოახლოვდა პროცესი, რომ საქართველომ სექტემბრის სამიტზე MAP მიიღოს, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო კი ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო MAP-ს არც იმსახურებს იმიტომ, რომ იქ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და შერჩევითი სამართლია. ასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც ფორუმს ესწრებიან და გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ვფიქრობ, ამან გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენა უკვე იქონია", - განაცხადა ბრაიზამ.

მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა