Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებთ ერთმანეთთან ნინი ბადურაშვილსა და ქართველ ბოდიბილდერს
რა აკავშირებთ ერთმანეთთან ნინი ბადურაშვილსა და ქართველ ბოდიბილდერს

ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნებ­ში" რუსი ჯა­რის­კა­ცი იყო, თორ­ნი­კე ბზი­ა­ვას "აპ­რი­ლის სუსხშიც" ეპი­ზო­დურ როლ­ში გა­და­ი­ღეს, შოთა კა­ლან­და­ძის "ტრი­ლო­გი­ა­ში" კი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი ითა­მა­შა. გარ­და ამი­სა, ის არა­ერთ მუ­სი­კა­ლურ თუ სა­რეკ­ლა­მო კლიპ­შიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი და ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 28 წლის ბო­დი­ბილ­დე­რი - ვიქ­ტორ გე­გე­ში­ძე დიდი ხა­ნია, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ძალ-ღო­ნე­სა და ფი­ნან­სებს არ ზო­გავს. ბო­დი­ბილ­დინ­გი - სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის შე­ნე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია და რო­გორც სპორ­ტსმე­ნი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სა­ხე­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, და­უ­ფა­სე­ბე­ლია. ვიქ­ტორს თა­ვი­სი მე­ნე­ჯე­რის - ზაზა ბა­ა­ზო­ვის თან­დას­წრე­ბით ვე­სა­უბ­რე.

- ვიქ­ტორ, არა­ერთ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობთ. თა­მამ სცე­ნა­ში ისეთ ცნო­ბილ ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად გა­და­გი­ღეს, რო­გო­რიც ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეა. ამას სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბიც მოჰ­ყვა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დნენ თქვე­ნით?

- თა­ვი­დან, რა თქმა უნდა, ჩემ­მა ფი­ზი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა მი­იქ­ცია მათი ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ მერე ნა­ხეს, რომ იმის შეს­რუ­ლე­ბას, რა­საც ჩემ­გან მო­ი­თხოვ­დნენ, კარ­გად ვა­ხერ­ხებ­დი. სა­ერ­თოდ, ბო­დი­ბილ­დე­რე­ბის შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გარ­კვე­ულ­წი­ლად მსა­ხი­ო­ბო­ბაც გვი­წევს: მუ­სი­კის ფონ­ზე სხვა­დას­ხვა ილე­თი უნდა შე­ას­რუ­ლო, რიტ­მში ჩაჯ­დე და შენი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სწო­რად წარ­მო­ა­ჩი­ნო, ამი­ტომ ჩემ­თვის "მსა­ხი­ო­ბო­ბა" უცხო ხილი არ იყო.

ზაზა:

- რო­გორც კლი­პე­ბის რე­ჟი­სო­რი, გე­ტყვით, რომ ვიქ­ტორს მსა­ხი­ო­ბუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც აქვს.

- სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა - ბო­დი­ბილ­დინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა იდ­გამს ფეხს. ვიქ­ტორ, თქვენ რო­დის და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში?

- ბავ­შვო­ბი­სას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა დამ­ჭირ­და, ამი­ტომ ვერ ვვარ­ჯი­შობ­დი. 16 წლი­დან ვარ­ჯი­ში გა­სარ­თო­ბად და­ვი­წყე და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბამ იმ­დე­ნად ჩა­მით­რია, რომ შემ­დგომ უკვე შე­ჯიბ­რე­ბებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის შე­ჯიბ­რე­ბა­ში ვი­ას­პა­რე­ზე, ამას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სიც მოჰ­ყვა. 2008 წელს "მის­ტერ სპორ­ტუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" გავ­ხდი, გარ­და ამი­სა, ვი­ყა­ვი - "მის­ტერ ფო­ტო­გე­ნუ­რო­ბა", "მის­ტერ ფიტ­ნე­სი" და ა.შ. მიყ­ვარს ეპა­ტა­ჟუ­რი რა­ღა­ცე­ბი (იცი­ნის) და ვცდი­ლობ, სა­დაც სა­ჭი­როა, ხალ­ხს იქ მო­ვევ­ლი­ნო. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა შენ მი­მართ და­დე­ბი­თად არი­ან გან­წყო­ბი­ლი, როცა შენი გა­რეგ­ნო­ბა, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი უკ­ვირთ და თა­ვი­სე­ბუ­რად, მათ სტი­მულს აძ­ლევ, რომ ვარ­ჯი­ში და­ი­წყონ და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დი­ონ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კურ­სე­ბი რა სიხ­ში­რით ტარ­დე­ბა?

- აქ ძი­რი­თა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა... ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბას დიდი ხარ­ჯი სჭირ­დე­ბა. სა­ჭი­როა, რო­გორც სპორ­ტუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბი, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით კვე­ბა, ეს კი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას არ აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სპორ­ტს არა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბა არ აქვს და ბო­დი­ბილ­დე­რი ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით მო­ემ­ზა­დოს.

- ფე­დე­რა­ცია თუ არ­სე­ბობს?

- კი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ბო­დი­ბილ­დინ­გი ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო არ აფი­ნან­სებს. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი კოტე მა­ცა­ბე­რი­ძე გახ­ლავთ. გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სა, ტარ­დე­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის თა­სის გა­თა­მა­შე­ბა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი ჩა­მო­დი­ან ხოლ­მე.

- თურ­ქებ­სა და რუ­სებს შე­ჯიბ­რე­ბი­ხართ?

- არას­დროს. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ბო­დი­ბილ­დე­რი - პა­ა­ტა პეტ­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თბი­ლის­შია, რუ­სეთ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი გახ­ლავთ. ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობს და შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მათი სა­ხე­ლით გა­მო­დის. ტი­ტუ­ლიც აქვს - ყვე­ლა­ზე დიდი ბო­დი­ბილ­დე­რია მთელ რუ­სეთ­ში. თუ არ ვცდე­ბი, მისი სი­მაღ­ლე 192 სმ-ია. ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი კი სი­მაღ­ლე - 186 სმ და წონა - 112 კგ გახ­ლავთ.

- ვარ­ჯი­ში რომ და­ი­წყეთ, რამ­დენს იწო­ნი­დით?

- 48 კი­ლოგ­რამს. ძა­ლი­ან სუს­ტი, გამ­ხდა­რი, ავად­მყო­ფი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - შენ­გან რა უნდა დად­გე­სო? მაგ­რამ მო­ვინ­დო­მე და ყვე­ლას და­ვუმ­ტკი­ცე, რომ ბევ­რი რამ შე­მიძ­ლია! მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბა და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია! ბო­დი­ბილ­დინ­გში ვარ­ჯიშ­სა და კვე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვას დიდი ნე­ბის­ყო­ფა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბა. კვი­რა­ში 5-6-ჯერ, და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ათს ვვარ­ჯი­შობ. სა­ა­თობ­რი­ვად უნდა იკ­ვე­ბო, თა­ნაც - ზუს­ტად გან­სა­ზღვრუ­ლი საჭ­მე­ლი უნდა მი­ირ­თვა, ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი უნდა და­ით­ვა­ლო. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დე, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი რა ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გა­საზ­რდე­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი: ხაჭო, თევ­ზი, ხორ­ცი, კვერ­ცხი და ა.შ. არ­სე­ბობს სპორ­ტუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ინ­ტერ­ნე­ტით ვი­წერთ. მა­გა­ლი­თად, ე.წ. პრო­ტე­ი­ნი, ამი­ნომ­ჟა­ვა, კრე­ა­ტი­ნი, ბრუ­ტა­მი­ნი - ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კუნ­თის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ზაზა:

- ბო­დი­ბილ­დე­რე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­კუ­თა­რი თა­ვის დი­ე­ტო­ლო­გე­ბიც არი­ან და ფარ­მა­ცევ­ტე­ბიც. იცი­ან, რო­გორ უნდა გახ­დნენ ან მო­ი­მა­ტონ წო­ნა­ში. ვიქ­ტო­რი ამას სხვებ­საც ას­წავ­ლის. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ მას­თან სა­ვარ­ჯი­შოდ ერთი პუტ­კუ­ნა გო­გო­ნა მო­ვი­და. სწო­რი კვე­ბი­სა და ვარ­ჯი­შის წყა­ლო­ბით ის ძა­ლი­ან მალე კარგ ფორ­მა­ში ჩად­გა.

ვიქ­ტო­რი:

- სხვა­დას­ხვა სა­ხის ვარ­ჯი­ში სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს­თვის არის სა­სარ­გებ­ლო. და კი­დევ, ვარ­ჯი­შის და­წყე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად, სპე­ცი­ა­ლის­ტის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა იყ­ვნენ. ამ ეტაპ­ზე ოთხ ადა­მი­ანს ვა­ვარ­ჯი­შებ. ჩვენ­თან უფრო ხში­რად გო­გო­ნე­ბი მო­დი­ან და კარ­გი შე­დე­გე­ბიც აქვთ. მათი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი წო­ნის დაკ­ლე­ბა და ლა­მა­ზი, მრგვა­ლი ფორ­მე­ბის და­ყე­ნე­ბაა. შე­ჯიბ­რე­ბე­ბი არ აინ­ტე­რე­სებთ.

- რო­გორც ვიცი, შვე­დეთ­ში ცხოვ­რობ­დით. პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით რა შეგ­ძი­ნათ იქ ყოფ­ნამ?

- შვე­დეთ­ში ორი წელი ვი­ყა­ვი, ვვარ­ჯი­შობ­დი და ძი­რი­თა­დად, წო­ნის მო­მა­ტე­ბა­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ბო­ლოს, 130 კი­ლოგ­რა­მამ­დე ავე­დი. მერე სა­ბუ­თე­ბის გამო პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. იქ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. სა­მა­გი­ე­როდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბო­დი­ბილ­დე­რე­ბი გა­ვი­ცა­ნი და მათ­გან კარ­გი ცოდ­ნა მი­ვი­ღე.

- რო­გო­რია თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გეგ­მე­ბი?

- მა­ი­სის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა, სა­დაც რა თქმა უნდა, გა­მო­ვალ. გარ­და ამი­სა, პა­ა­ტა პეტ­რი­აშ­ვი­ლი ატა­რებს ტურ­ნირს, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი შეძ­ლებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვინც ნორ­მა­ლუ­რად მო­ემ­ზა­დე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში ბევრ ფულ­სა და შრო­მას ჩა­დებს, ის გა­ი­მარ­ჯვებს. კო­მერ­ცი­უ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა...

- თქვე­ნი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე. მე­გობ­რობთ?

- ეს 2008 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია. ნი­ნიმ და­ბა­დე­ბის დღე­ზე დამ­პა­ტი­ჟა და წა­ვე­დი, კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ... დიდი ხა­ნია, მას აღარ შევ­ხვედ­რი­ვარ.

- ამ­ბო­ბენ: ადრე ნი­ნის ვიქ­ტო­რი მოს­წონ­და, მე­გობ­რებ­მა კი და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ურპრი­ზი მო­უ­წყვეს და მი­უყ­ვა­ნე­სო...

- ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით (იღი­მის).

ზაზა:

- სხვა­თა შო­რის, ვიქ­ტო­რი მკაც­რი ტრე­ნე­რია და თუ გო­გო­ნას შე­ა­ტყობს, რომ ვარ­ჯი­შის­თვის არ არის მო­სუ­ლი, მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ემ­შვი­დო­ბე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მის გეგ­მებს: უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­მო­ტი­ვა­ციო კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბას ვგეგ­მავთ, რომ­ლებ­შიც ვიქ­ტო­რი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ახალ­გაზ­რდო­ბას უფრო მეტი ვარ­ჯი­შის­კენ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. სხვა­თა შო­რის, გი­ტა­რა­ზე უკ­რავს, მღე­რის და კლიპ­ში მისი ეს ნი­ჭიც წარ­მო­ჩინ­დე­ბა. უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ყვე­ლა "კუნთმა­გა­რი" გო­ნე­ბა­ჩ­ლუნ­გი არ არის.

- რას ურ­ჩევთ ახალ­გაზ­რდებს და დამ­წყებ ბო­დი­ბილ­დე­რებს?

ვიქ­ტო­რი:

- პირ­ველ რიგ­ში, არ ვურ­ჩევ, თვით­ნე­ბუ­რად ჩა­ა­ტა­რონ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და რთუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი და­ი­წყონ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ რჩე­ვას ვი­ღა­ცას და­ე­კი­თხე­ბი­ან, შე­სა­ბა­მის ლი­ტე­რა­ტუ­რას წა­ი­კი­თხა­ვენ და ცოდ­ნას გა­იღ­რმა­ვე­ბენ. ბევ­რს მო­უ­წე­რია ჩემ­თვის: ვვარ­ჯი­შობ, ვწვა­ლობ და შე­დე­გი მა­ინც არ მაქ­ვსო. ასე იმი­ტომ ემარ­თე­ბათ, რომ არას­წო­რად ვარ­ჯი­შო­ბენ და ამის წყა­ლო­ბით შე­საძ­ლოა, ტრავ­მაც მი­ი­ღონ.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა აკავშირებთ ერთმანეთთან ნინი ბადურაშვილსა და ქართველ ბოდიბილდერს

რა აკავშირებთ ერთმანეთთან ნინი ბადურაშვილსა და ქართველ ბოდიბილდერს

ზაზა ურუშაძის "მანდარინებში" რუსი ჯარისკაცი იყო, თორნიკე ბზიავას "აპრილის სუსხშიც" ეპიზოდურ როლში გადაიღეს, შოთა კალანდაძის "ტრილოგიაში" კი ლიკა ქავჟარაძის სექსუალური პარტნიორი ითამაშა. გარდა ამისა, ის არაერთ მუსიკალურ თუ სარეკლამო კლიპშიც არის გადაღებული და ქართველ გოგონებში პოპულარობით სარგებლობს. 28 წლის ბოდიბილდერი - ვიქტორ გეგეშიძე დიდი ხანია, სპორტის ამ სახეობით არის გატაცებული და საკუთარი სხეულის ფორმების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად ძალ-ღონესა და ფინანსებს არ ზოგავს. ბოდიბილდინგი - საკუთარი სხეულის შენება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია და როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, საქართველოში ეს სახეობა ჯერჯერობით, დაუფასებელია. ვიქტორს თავისი მენეჯერის - ზაზა ბააზოვის თანდასწრებით ვესაუბრე.

-  ვიქტორ, არაერთ ფილმში მონაწილეობთ. თამამ სცენაში ისეთ ცნობილ ქალბატონთან ერთად გადაგიღეს, როგორიც ლიკა ქავჟარაძეა. ამას სხვა პერსონაჟებიც მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდნენ თქვენით?

-  თავიდან, რა თქმა უნდა, ჩემმა ფიზიკურმა მონაცემებმა მიიქცია მათი ყურადღება, მაგრამ მერე ნახეს, რომ იმის შესრულებას, რასაც ჩემგან მოითხოვდნენ, კარგად ვახერხებდი. საერთოდ, ბოდიბილდერების შეჯიბრებებზე გარკვეულწილად მსახიობობაც გვიწევს: მუსიკის ფონზე სხვადასხვა ილეთი უნდა შეასრულო, რიტმში ჩაჯდე და შენი ფიზიკური მონაცემები სწორად წარმოაჩინო, ამიტომ ჩემთვის "მსახიობობა" უცხო ხილი არ იყო.

ზაზა:

-  როგორც კლიპების რეჟისორი, გეტყვით, რომ ვიქტორს მსახიობური მონაცემებიც აქვს.

-  სპორტის ეს სახეობა - ბოდიბილდინგი საქართველოში ახლა იდგამს ფეხს. ვიქტორ, თქვენ როდის დაიწყეთ ვარჯიში?

-  ბავშვობისას ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, რთული ოპერაციების გაკეთება დამჭირდა, ამიტომ ვერ ვვარჯიშობდი. 16 წლიდან ვარჯიში გასართობად დავიწყე და სპორტის ამ სახეობამ იმდენად ჩამითრია, რომ შემდგომ უკვე შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობდი. 19 წლის ვიყავი, როცა საქართველოსა და ამიერკავკასიის შეჯიბრებაში ვიასპარეზე, ამას ევროპის ჩემპიონატი და რამდენიმე კონკურსიც მოჰყვა. 2008 წელს "მისტერ სპორტული საქართველო" გავხდი, გარდა ამისა, ვიყავი - "მისტერ ფოტოგენურობა", "მისტერ ფიტნესი" და ა.შ. მიყვარს ეპატაჟური რაღაცები (იცინის) და ვცდილობ, სადაც საჭიროა, ხალხს იქ მოვევლინო. სასიამოვნოა, როცა შენ მიმართ დადებითად არიან განწყობილი, როცა შენი გარეგნობა, ფიზიკური მონაცემები უკვირთ და თავისებურად, მათ სტიმულს აძლევ, რომ ვარჯიში დაიწყონ და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდიონ.

-  საქართველოში კონ­კურსები რა სიხშირით ტარდება?

-  აქ ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატი ტარდება... ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მომზადებას დიდი ხარჯი სჭირდება. საჭიროა, როგორც სპორტული დანამატები, ასევე, სპეციალური რეჟიმით კვება, ეს კი ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ამის საშუალება ყველას არ აქვს. საქართველოში ამ სპორტს არანაირი დაფინანსება არ აქვს და ბოდიბილდერი ცდილობს, საკუთარი ხარჯებით მოემზადოს.

-  ფედერაცია თუ არსებობს?

-  კი, მაგრამ ვინაიდან ბოდიბილდინგი ოლიმპიური სპორტის სახეობას არ განეკუთვნება, სახელმწიფო არ აფინანსებს. ფედერაციის პრეზიდენტი კოტე მაცაბერიძე გახლავთ. გარდა საქართველოს ჩემპიონატისა, ტარდება ამიერკავკასიის თასის გათამაშება და აზერბაიჯანელები, სომხები ჩამოდიან ხოლმე.

-  თურქებსა და რუსებს შეჯიბრებიხართ?

-  არასდროს. თუმცა, ქართველი ბოდიბილდერი - პაატა პეტრიაშვილი, რომელიც ამჟამად თბილისშია, რუსეთში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი გახლავთ. ის სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და შეჯიბრებებზე მათი სახელით გამოდის. ტიტულიც აქვს - ყველაზე დიდი ბოდიბილდერია მთელ რუსეთში. თუ არ ვცდები, მისი სიმაღლე 192 სმ-ია. ჩემი მონაცემები კი სიმაღლე - 186 სმ და წონა - 112 კგ გახლავთ.

-  ვარჯიში რომ დაიწყეთ, რამდენს იწონიდით?

-  48 კილოგრამს. ძალიან სუსტი, გამხდარი, ავადმყოფი ბავშვი ვიყავი და მეუბნებოდნენ, - შენგან რა უნდა დადგესო? მაგრამ მოვინდომე და ყველას დავუმტკიცე, რომ ბევრი რამ შემიძლია! მთავარი მონდომება და საქმის სიყვარულია! ბოდიბილდინგში ვარჯიშსა და კვების რეჟიმის დაცვას დიდი ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა სჭირდება. კვირაში 5-6-ჯერ, დაახლოებით 3 საათს ვვარჯიშობ. საათობრივად უნდა იკვებო, თანაც - ზუსტად განსაზღვრული საჭმელი უნდა მიირთვა, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები უნდა დაითვალო. აუცილებლად უნდა იცოდე, რომელი პროდუქტი რა ნივთიერებას შეიცავს. კუნთოვანი მასის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ცილოვანი პროდუქტი: ხაჭო, თევზი, ხორცი, კვერცხი და ა.შ. არსებობს სპორტული დანამატები, რომლებსაც ინტერნეტით ვიწერთ. მაგალითად, ე.წ. პროტეინი, ამინომჟავა, კრეატინი, ბრუტამინი - ისეთი პრეპარატები, რომლებიც კუნთისთვის აუცილებელია.

ზაზა:

-  ბოდიბილდერები გარკვეულწილად საკუთარი თავის დიეტოლოგებიც არიან და ფარმაცევტებიც. იციან, როგორ უნდა გახდნენ ან მოიმატონ წონაში. ვიქტორი ამას სხვებსაც ასწავლის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მასთან სავარჯიშოდ ერთი პუტკუნა გოგონა მოვიდა. სწორი კვებისა და ვარჯიშის წყალობით ის ძალიან მალე კარგ ფორმაში ჩადგა.

ვიქტორი:

-  სხვადასხვა სახის ვარჯიში სხვადასხვა ორგანოსთვის არის სასარგებლო. და კიდევ, ვარჯიშის დაწყების მსურველები აუცილებლად, სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ამ ეტაპზე ოთხ ადამიანს ვავარჯიშებ. ჩვენთან უფრო ხშირად გოგონები მოდიან და კარგი შედეგებიც აქვთ. მათი ძირითადი მიზანი წონის დაკლება და ლამაზი, მრგვალი ფორმების დაყენებაა. შეჯიბრებები არ აინტერესებთ.

-  როგორც ვიცი, შვედეთში ცხოვრობდით. პროფესიული თვალსაზრისით რა შეგძინათ იქ ყოფნამ?

-  შვედეთში ორი წელი ვიყავი, ვვარჯიშობდი და ძირითადად, წონის მომატებაზე ვიყავი ორიენტირებული. ბოლოს, 130 კილოგრამამდე ავედი. მერე საბუთების გამო პრობლემა შემექმნა და საქართველოში დავბრუნდი. იქ შეჯიბრებებში არ ვმონაწილეობდი. სამაგიეროდ, პროფესიონალი ბოდიბილდერები გავიცანი და მათგან კარგი ცოდნა მივიღე.

-  როგორია თქვენი უახლოესი პროფესიული გეგმები?

-  მაისის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, სადაც რა თქმა უნდა, გამოვალ. გარდა ამისა, პაატა პეტრიაშვილი ატარებს ტურნირს, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მონაწილეობას. ვინც ნორმალურად მოემზადება, საკუთარ თავში ბევრ ფულსა და შრომას ჩადებს, ის გაიმარჯვებს. კომერციული შეჯიბრება საქართველოში პირველად ტარდება...

-  თქვენი "ფეისბუკის" გვერდზე ნინი ბადურაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ვნახე. მეგობრობთ?

-  ეს 2008 წელს გადაღებული ფოტოებია. ნინიმ დაბადების დღეზე დამპატიჟა და წავედი, კარგი დრო გავატარეთ... დიდი ხანია, მას აღარ შევხვედრივარ.

-  ამბობენ: ადრე ნინის ვიქტორი მოსწონდა, მეგობრებმა კი დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს და მიუყვანესო...

-  ამაზე ვერაფერს გეტყვით (იღიმის).

ზაზა:

-  სხვათა შორის, ვიქტორი მკაცრი ტრენერია და თუ გოგონას შეატყობს, რომ ვარჯიშისთვის არ არის მოსული, მას აუცილებლად დაემშვიდობება. რაც შეეხება მის გეგმებს: უახლოეს მომავალში სამოტივაციო კლიპების გადაღებას ვგეგმავთ, რომლებშიც ვიქტორი მიიღებს მონაწილეობას და ახალგაზრდობას უფრო მეტი ვარჯიშისკენ, ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს. სხვათა შორის, გიტარაზე უკრავს, მღერის და კლიპში მისი ეს ნიჭიც წარმოჩინდება. უნდა დავამტკიცოთ, რომ ყველა "კუნთმაგარი" გონებაჩლუნგი არ არის.

-  რას ურჩევთ ახალგაზრდებს და დამწყებ ბოდიბილდერებს?

ვიქტორი:

-  პირველ რიგში, არ ვურჩევ, თვითნებურად ჩაატარონ ექსპერიმენტები და რთული ვარჯიშები დაიწყონ. კარგი იქნება, თუ რჩევას ვიღაცას დაეკითხებიან, შესაბამის ლიტერატურას წაიკითხავენ და ცოდნას გაიღრმავებენ. ბევრს მოუწერია ჩემთვის: ვვარჯიშობ, ვწვალობ და შედეგი მაინც არ მაქვსო. ასე იმიტომ ემართებათ, რომ არასწორად ვარჯიშობენ და ამის წყალობით შესაძლოა, ტრავმაც მიიღონ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება