პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქაური რუსები უცებ შეიცვალნენ, აღარ გვეკონტაქტებიან და მტრებივით გვიყურებენ" - რას უამბობენ ყირიმელი თათრები ქართულ მედიას
"აქაური რუსები უცებ შეიცვალნენ, აღარ გვეკონტაქტებიან და მტრებივით გვიყურებენ" - რას უამბობენ ყირიმელი თათრები ქართულ მედიას

ყი­რიმ­ში, რუ­სე­თის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტა­რე­ბულ რე­ფე­რენ­დუმ­ზე, ორი კი­თხვა იყო გა­ტა­ნი­ლი და მათ­გან არც ერთი ყი­რი­მის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას არ ეხე­ბო­და. პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა ასე­თი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყი­რი­მის შე­ერ­თე­ბას რუ­სეთ­თან, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­მარ­თლებ­რივ სუ­ბი­ექ­ტად? მე­ო­რე კი­თხვა კი, ყი­რი­მის უკ­რა­ი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ფორ­მა­ლუ­რად დარ­ჩე­ნას გუ­ლის­ხმობ­და, - მხარს უჭერთ თუ არა ყი­რი­მის რეს­პუბ­ლი­კის 1992 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბას და ყი­რი­მის, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლის სტა­ტუსს?.. ეგ­ზიტ­პო­ლის მი­ხედ­ვით, ამომ­რჩე­ველ­თა 93%-მა ყი­რი­მის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი...

ად­გი­ლობ­რივ უკ­რა­ი­ნელ­თა ნა­წი­ლის თქმით, დარ­ღვე­ვე­ბი თვალ­სა­ჩი­ნო იყო და რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რებ­მა უბ­რა­ლოდ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი "და­დეს". ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, პო­ლი­ტი­კამ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც შე­ი­ტა­ნა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი მხა­რე­ე­ბად და­იყ­ვნენ. უკ­რა­ი­ნის (რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ, ისე და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის) სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დით, მათი გან­წყო­ბა რომ გაგ­ვე­გო...

ირა ლე­ბე­დენ­კო, ყი­რი­მის მკვიდ­რი:

- აქა­უ­რო­ბა ერთ კვი­რა­ში შე­იც­ვა­ლა. ერთ დროს მე­გობ­რუ­ლად მცხოვ­რები სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, ახლა სხვა­დას­ხვა მხა­რე­ე­ბად და­იხ­ლიჩ­ნენ და სა­კუ­თარ თავს "ვი­ღა­ცის­ტებს" უწო­დე­ბენ... თუ ომი და­ი­წყო, აქე­დან წას­ვლა მოგ­ვი­წევს, რად­გან ჩემი მე­უღ­ლე რუ­სე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი... ჩემი და ყი­რი­მელ რუს­ზეა გა­თხო­ვი­ლი, მისი ქმარ-შვი­ლი სე­ვას­ტო­პოლ­ში მსა­ხუ­რობს და სამ­ხედ­რო მე­ზღვა­უ­რე­ბი არი­ან. მე რომ წა­ვი­დე, ის ვე­ღარ წა­მო­ვა, ოჯახს ხომ არ მი­ა­ტო­ვებს?.. ვერც მე დავ­კარ­გავ ჩემს დას პო­ლი­ტი­კის გამო, თუმ­ცა, ვგრძნობ, რომ ის გა­ცივ­და ჩემ მი­მართ და უბ­რა­ლოდ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია... არ ვიცი, რისი ან ვისი იმე­დი უნდა გვქონ­დეს... მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა, რო­გო­რი სა­სა­ცი­ლო სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ევ­რო­კავ­შირ­მა რუ­სეთს. ვერც ამე­რი­კის­გან მი­ვი­ღეთ ისე­თი მხარ­და­ჭერა, რო­გორ­საც ვე­ლო­დით.

- რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა?

- და­ძა­ბუ­ლო­ბამ იმა­ტა... ადრე თუ რა­ღა­ცის იმე­დი გვქონ­და, ახლა ყვე­ლამ იცის, რომ ომი გარ­და­უ­ვა­ლია. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი თურ­მე მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ, - ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სარ­და­ფებ­ში ჩა­გიყ­ვან­თო... სამ­ხედ­რო ძა­ლით უნ­დათ, წეს­რი­გი და­ამ­ყა­რონ. შე­ნო­ბის კედ­ლებ­ზე უკვე გაჩ­ნდა წარ­წე­რე­ბი, - "ტა­ტა­რი, ვონ იზ კრი­მა!.." ეს ნიშ­ნავს, რომ მათ დღეს თუ ხვალ ია­რა­ღით გან­დევ­ნი­ან ან სხვა გზით აი­ძუ­ლე­ბენ, აქა­უ­რო­ბა და­ტო­ვონ. დიდი ხა­ნია, ამა­ზე კა­ზა­კე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ, მაგ­რამ ვერ ბე­დავ­დნენ, ახლა კი, ხელ-ფეხი გა­ეხ­სნათ, - 20 მარ­ტის შემ­დეგ, ყი­რი­მი "გა­იწ­მინ­დე­ბა". ვის­გან უნდა "გა­იწ­მინ­დოს", არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ. შე­ში­ნე­ბუ­ლი ვართ. არ მინ­და რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბა, მაგ­რამ არც ჩემი სახლ-კა­რის და­ტო­ვე­ბა მინ­და... 23 წლის წინ, რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში ომი იყო, ჩემს ქარ­თველ ჯგუ­ფელ­სა და მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც გაგ­რა­ში ცხოვ­რობ­და, ცოლ-შვილ­თან ერ­თად ჩემ­თან ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დი, დრო­ე­ბით ჩა­მო­დი ან თუ გინ­და, სა­მუ­და­მოდ, სამ­სა­ხურ­საც გა­შოვ­ნი­ნებ და აქ მშვი­დად იცხოვ­რე-მეთ­ქი, - არ გე­წყი­ნოს, ირა, თქვე­ნე­ბუ­რე­ბი (უკ­რა­ი­ნე­ლებს გუ­ლის­ხმობ­და) ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ შვი­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბად უნდა აღვზარ­დო და მირ­ჩევ­ნია, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში გა­ჭირ­ვე­ბით ვცხოვ­რობ­დეო. ვიცი, რომ ახლა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე შავ მუ­შად მუ­შა­ობს, მაგ­რამ მა­ინც არ წუ­წუ­ნებს... მუდ­მი­ვად ვსა­უბ­რობთ ინ­ტერ­ნე­ტით. გან­სა­კუთ­რე­ბით - ბოლო დროს. აქა­ურ ამ­ბებ­ზე ძა­ლი­ან შეს­ტკი­ვა გული და ახლა ის მე­პა­ტი­ჟე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ჩა­მო­დი ირა, სა­ნამ რამე გა­მოჩ­ნდე­ბა, ჩემ­თან იყა­ვი, მერე კი ან სა­ზღვარ­გა­რეთ წადი, ან რა­მეს მო­ვი­ფიქ­რებ­თო. აქ რომ დავ­რჩე, პუ­ტი­ნის ყი­რიმ­ში, ვიცი, რა მო­მა­ვა­ლიც გვე­ლო­დე­ბა... ჯერ­ჯე­რო­ბით წას­ვლას არ ვა­პი­რებ, თუ ომი და­ი­წყო, შემ­დეგ რას ვი­ზამ, არ ვიცი. ვხვდე­ბი, რომ ჩემს ქარ­თველ­საც არ ულ­ხინს, ვის მი­ვად­გე სამი შვი­ლით? თუმ­ცა, ისიც ვიცი, რომ ბომ­ბე­ბის ქვეშ ვერ ვი­ცხოვ­რებთ...

ოლეგ მა­ჩუ­შუ­ნი, ყი­რი­მე­ლი თა­თა­რი:

- ჩემი ოჯა­ხი დრო­ე­ბით ივა­ნო-ფრან­კოვ­სკში გავ­ხიზ­ნე. მი­თხრეს, სა­ნა­ტო­რი­უმ­ში დავ­ბი­ნავ­დით და ნორ­მა­ლუ­რად ვართ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ძა­ლი­ან თბი­ლად გვე­პყრო­ბი­ა­ნო. ეს უკ­რა­ი­ნი­დან წა­სულ დევ­ნილ­თა პირ­ვე­ლი ნა­კა­დია.

- თქვენ რას აპი­რებთ?

- აქ დავ­რჩე­ბი. ჩემი წი­ნა­პა­რი უკე­თე­სი უკ­რა­ი­ნის­თვის იბ­რძო­და და მეც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ... რუსი სა­კუ­თარ მი­წა­ზე ვერ დაგ­ვა­მარ­ცხებს... ისი­ნი პირ­ვე­ლი ტყვი­ის გა­ვარ­დნას ელო­დე­ბი­ან, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი რომ და­ი­წყონ და სამ­ხედ­რო წეს­რი­გი და­ამ­ყა­რონ. შემ­დეგ კი, მიგ­ვი­ერ­თე­ბენ. ომი არა­ვის უნდა, მით უმე­ტეს - ჩვენ, მაგ­რამ არც პუ­ტი­ნის­გან სა­მად­ლოდ და­ნიშ­ნულ 5 ათას რუბ­ლი­ან პენ­სი­ა­ზე გვინ­და ცხოვ­რე­ბა. ეს არის მაქ­სი­მუ­მი, რისი გა­კე­თე­ბაც პუ­ტინს ჩვენ­თვის შე­უძ­ლია. ევ­რო­პა ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მე­ლიც წაგ­ვარ­თვეს. ვი­საც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა უნდა, ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში, ვი­საც ინ­გლი­სი ურ­ჩევ­ნია, - მი­დის ინ­გლის­ში, მხო­ლოდ რუ­სებს უნ­დათ უკ­რა­ი­ნულ მი­წა­ზე რუ­სე­თის "მო­წყო­ბა". ამ ერს ყველ­გან, სა­დაც კი ფეხი და­უდ­გამს, თა­ვი­სი სახ­ლი ჰგო­ნია. ეს ჩვე­ნი სახ­ლია და მათ აქ ბა­ტო­ნე­ბად არ შე­მო­ვუშ­ვებთ...

- თუმ­ცა, რე­ფე­რენ­დუ­მი უკვე ჩა­ტარ­და...

- დიახ, მაგ­რამ ეს ჯერ კი­დევ არა­ფერს ნიშ­ნავს. უბ­რა­ლოდ, ამ რე­ფე­რენ­დუმ­მა დაგ­ვა­ნახ­ვა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მორ­ცხვი პრო­ტეს­ტის კი არა, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად უნდა ვი­ყოთ. რუ­სუ­ლი, ტი­პუ­რი საბ­ჭო­უ­რი იდე­ო­ლო­გი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძო­და, თურ­მე ფა­შის­ტე­ბი ცხოვ­რო­ბენ. რუ­სეთ­ში კი, რომ­ლის კი­სერ­ზეა ჩეჩ­ნეთ­ში არა­ერ­თგზის დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია, და­ღეს­ტნი­სა და დნესტრის­პი­რე­თის სის­ხლი­ა­ნი ამ­ბე­ბი და აფხა­ზე­თის ომი, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ეს ხომ პა­რა­დოქ­სია?!.

და­რია მა­ჩუ­შუ­ნი, ყი­რი­მე­ლი თა­თა­რი:

- უკ­რა­ი­ნუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე თა­თა­რი ვარ. მგო­ნი და­ნა­შა­უ­ლი არ არის, ჩემს მი­წა­ზე რომ მინ­და ცხოვ­რე­ბა. თუ და­მიშ­ლი­ან, მე და ჩე­მი­ა­ნე­ბი პა­სუ­ხის­თვი­საც მზად ვართ, რად­გან სხვა გზა არ გვაქვს... მშვი­დო­ბა და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გვინ­და. ტე­რო­რის­ტე­ბი არ ვართ და ნუ გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, ეს გა­ვა­კე­თოთ. ეს მხო­ლოდ მო­ძა­ლა­დე რუ­სეთს კი არა, მთელ მსოფ­ლი­ოს ეხე­ბა...

ლუდ­მი­ლა გი­შუ­კი, ყი­რი­მე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი:

- ცუდ დღე­ში ვართ. არა­ვინ იცის, რო­დის და­ი­წყე­ბა ომი. სრო­ლე­ბის ხმა არ ის­მის, მაგ­რამ ნერ­ვე­ბის ომი გრძელ­დე­ბა. არა­ვინ იცის, რო­დის რა მოხ­დე­ბა... რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი თა­ვი­ანთ ნე­ბა­ზე და­ა­ბო­ტე­ბენ. არა­ფე­რი არ მუ­შა­ობს. 6 სა­ა­თის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლას ვე­რა­ვინ ბე­დავს. სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბიც კი და­კე­ტი­ლია. ბოლო დროს, სა­ღა­მო­ო­ბით გარე გა­ნა­თე­ბა გა­მორ­თეს. ასე მგო­ნია, სა­მა­რე­ში ვცხოვ­რობთ... ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი კან­ტი­კუნ­ტად და­დის... გა­მარ­თუ­ლად მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, მუდ­მი­ვი სტრე­სის გამო ჯან­მრთე­ლო­ბა ლა­მის ერთ დღე­ში შე­ერ­ყა. გან­სა­კუთ­რე­ბით ცუდ დღე­ში მო­ხუ­ცე­ბი და ბავ­შვე­ბი არი­ან. ყველ­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არი­ან. ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ. სა­ერ­თოდ არა­ვის ესა­უბ­რე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, მი­ზეზს ეძე­ბენ, რომ გა­ის­რო­ლონ... მე არ მი­მი­ღია რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ ეს იცი­ან. აქა­ურ­მა რუ­სებ­მა მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია. მათ ისიც იცი­ან, რომ მე­უღ­ლე ად­გი­ლობ­რი­ვი თა­თა­რი მყავს. არ ვიცი, რას გა­და­წყვეტს ჩემი მე­უღ­ლე, ალ­ბათ მე და ბავ­შვებს და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მოგ­ვი­წევს გა­დას­ვლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ყო­ფი­ლა ომის მო­ლო­დი­ნი. ტყვი­აც რომ არ გა­ვარ­დეს და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყი­რი­მი უბ­რძოლ­ვე­ლად დათ­მოს, ჩვენ აქ მა­ინც ვერ დავ­რჩე­ბით. მათ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან ჩვენ­ზე. მომ­ხდუ­რებ­ზე მე­ტად, ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სე­ბის საქ­ცი­ე­ლი მაკ­ვირ­ვებს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- აქამ­დე პუ­ტინს ლან­ძღავ­დნენ, ახლა კი უცებ შე­იც­ვალ­ნენ, სახ­ლებ­ში ჩა­ი­კეტ­ნენ, აღარ გვე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან. მტრე­ბი­ვით გვი­ყუ­რე­ბენ, - ჩვენ­თან ცხოვ­რე­ბა არ გინ­და­თო... არა­და, წლე­ბის კი არა, რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. კი­ე­ვის ამ­ბე­ბის დროს, ჩუ­მად იყ­ვნენ, ეტყო­ბა, მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ...

ზა­მირ ზაშ­კუ­ნი, ყი­რი­მე­ლი თა­თა­რი:

- რუ­სე­თის­გან რეპ­რე­სი­ე­ბის მო­ლო­დინ­ში ვართ, მაგ­რამ უკან და­ხე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ ვი­ცხოვ­რებთ. ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი ერთხელ უკვე გან­დევ­ნეს სა­კუ­თა­რი მი­წი­დან და ტრა­გე­დი­ის გან­მე­ო­რე­ბას არ და­ვუშ­ვებთ... ჩვენ­მა ლი­დერ­მა დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით უკვე მი­მარ­თა თა­ნა­მოძ­მე­ებს. ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის იმე­დი არც ადრე გვქონ­და, - ვი­ცო­დით, რომ რუ­სეთს ნემ­სის ჩხვლე­ტით ვერ შე­ა­ში­ნებ­დნენ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აქაური რუსები უცებ შეიცვალნენ, აღარ გვეკონტაქტებიან და მტრებივით გვიყურებენ" - რას უამბობენ ყირიმელი თათრები ქართულ მედიას

"აქაური რუსები უცებ შეიცვალნენ, აღარ გვეკონტაქტებიან და მტრებივით გვიყურებენ" - რას უამბობენ ყირიმელი თათრები ქართულ მედიას

ყირიმში, რუსეთის ინიციატივით ჩატარებულ რეფერენდუმზე, ორი კითხვა იყო გატანილი და მათგან არც ერთი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას არ ეხებოდა. პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობდა, - მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?.. ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 93%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი...

ადგილობრივ უკრაინელთა ნაწილის თქმით, დარღვევები თვალსაჩინო იყო და რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორებმა უბრალოდ მათთვის სასურველი შედეგი "დადეს". ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პოლიტიკამ ადამიანურ ურთიერთობებშიც შეიტანა განხეთქილება და მეგობრები და ნათესავები მხარეებად დაიყვნენ. უკრაინის (როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ უკრაინის) სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს დავუკავშირდით, მათი განწყობა რომ გაგვეგო...

ირა ლებედენკო, ყირიმის მკვიდრი:

-  აქაურობა ერთ კვირაში შეიცვალა. ერთ დროს მეგობრულად მცხოვ­რები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ახლა სხვადასხვა მხარეებად დაიხლიჩნენ და საკუთარ თავს "ვიღაცისტებს" უწოდებენ... თუ ომი დაიწყო, აქედან წასვლა მოგვიწევს, რადგან ჩემი მეუღლე რუსეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში აქტიურად იყო ჩართული... ჩემი და ყირიმელ რუსზეა გათხოვილი, მისი ქმარ-შვილი სევასტოპოლში მსახურობს და სამხედრო მეზღვაურები არიან. მე რომ წავიდე, ის ვეღარ წამოვა, ოჯახს ხომ არ მიატოვებს?.. ვერც მე დავკარგავ ჩემს დას პოლიტიკის გამო, თუმცა, ვგრძნობ, რომ ის გაცივდა ჩემ მიმართ და უბრალოდ, გაოგნებული ვარ. ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია... არ ვიცი, რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს... მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორი სასაცილო სანქციები დაუწესა ევროკავშირმა რუსეთს. ვერც ამერიკისგან მივიღეთ ისეთი მხარდა­ჭერა, როგორსაც ველოდით.

-  რეფერენდუმის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა?

-  დაძაბულობამ იმატა... ადრე თუ რაღაცის იმედი გვქონდა, ახლა ყველამ იცის, რომ ომი გარდაუვალია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები თურმე მშვიდობიან მოსახლეობაზე იზრუნებენ, - ომის დაწყების შემთხვევაში, სარდაფებში ჩაგიყვანთო... სამხედრო ძალით უნდათ, წესრიგი დაამყარონ. შენობის კედლებზე უკვე გაჩნდა წარწერები, - "ტატარი, ვონ იზ კრიმა!.." ეს ნიშნავს, რომ მათ დღეს თუ ხვალ იარაღით განდევნიან ან სხვა გზით აიძულებენ, აქაურობა დატოვონ. დიდი ხანია, ამაზე კაზაკები ოცნებობენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ, ახლა კი, ხელ-ფეხი გაეხსნათ, - 20 მარტის შემდეგ, ყირიმი "გაიწმინდება". ვისგან უნდა "გაიწმინდოს", არ დაუკონკრეტებიათ. შეშინებული ვართ. არ მინდა რუსეთთან მიერთება, მაგრამ არც ჩემი სახლ-კარის დატოვება მინდა... 23 წლის წინ, როდესაც აფხაზეთში ომი იყო, ჩემს ქართველ ჯგუფელსა და მეგობარს, რომელიც გაგრაში ცხოვრობდა, ცოლ-შვილთან ერთად ჩემთან ვეპატიჟებოდი, დროებით ჩამოდი ან თუ გინდა, სამუდამოდ, სამსახურსაც გაშოვნინებ და აქ მშვიდად იცხოვრე-მეთქი, - არ გეწყინოს, ირა, თქვენებურები (უკრაინელებს გულისხმობდა) ძალიან მიყვარს, მაგრამ შვილები ქართველებად უნდა აღვზარდო და მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში გაჭირვებით ვცხოვრობდეო. ვიცი, რომ ახლა მშენებლობაზე შავ მუშად მუშაობს, მაგრამ მაინც არ წუწუნებს... მუდმივად ვსაუბრობთ ინტერნეტით. განსაკუთრებით - ბოლო დროს. აქაურ ამბებზე ძალიან შესტკივა გული და ახლა ის მეპატიჟება საქართველოში, - ჩამოდი ირა, სანამ რამე გამოჩნდება, ჩემთან იყავი, მერე კი ან საზღვარგარეთ წადი, ან რამეს მოვიფიქრებთო. აქ რომ დავრჩე, პუტინის ყირიმში, ვიცი, რა მომავალიც გველოდება... ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ, თუ ომი დაიწყო, შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი. ვხვდები, რომ ჩემს ქართველსაც არ ულხინს, ვის მივადგე სამი შვილით? თუმცა, ისიც ვიცი, რომ ბომბების ქვეშ ვერ ვიცხოვრებთ...

ოლეგ მაჩუშუნი, ყირიმელი თათარი:

-  ჩემი ოჯახი დროებით ივანო-ფრანკოვსკში გავხიზნე. მითხრეს, სანატორიუმში დავბინავდით და ნორმალურად ვართ, ადგილობრივები ძალიან თბილად გვეპყრობიანო. ეს უკრაინიდან წასულ დევნილთა პირველი ნაკადია.

-  თქვენ რას აპირებთ?

-  აქ დავრჩები. ჩემი წინაპარი უკეთესი უკრაინისთვის იბრძოდა და მეც იმავეს გავაკეთებ... რუსი საკუთარ მიწაზე ვერ დაგვამარცხებს... ისინი პირველი ტყვიის გავარდნას ელოდებიან, საომარი მოქმედებები რომ დაიწყონ და სამხედრო წესრიგი დაამყარონ. შემდეგ კი, მიგვიერთებენ. ომი არავის უნდა, მით უმეტეს - ჩვენ, მაგრამ არც პუტინისგან სამადლოდ დანიშნულ 5 ათას რუბლიან პენსიაზე გვინდა ცხოვრება. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც პუტინს ჩვენთვის შეუძლია. ევროპა ჩვენი თავისუფალი არჩევანია, რომელიც წაგვართვეს. ვისაც ამერიკაში ცხოვრება უნდა, ცხოვრობს ამერიკაში, ვისაც ინგლისი ურჩევნია, - მიდის ინგლისში, მხოლოდ რუსებს უნდათ უკრაინულ მიწაზე რუსეთის "მოწყობა". ამ ერს ყველგან, სადაც კი ფეხი დაუდგამს, თავისი სახლი ჰგონია. ეს ჩვენი სახლია და მათ აქ ბატონებად არ შემოვუშვებთ...

-  თუმცა, რეფერენდუმი უკვე ჩატარდა...

-  დიახ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, ამ რეფერენდუმმა დაგვანახვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მორცხვი პროტესტის კი არა, საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ. რუსული, ტიპური საბჭოური იდეოლოგიით, უკრაინაში, რომელიც მუდმივად დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, თურმე ფაშისტები ცხოვრობენ. რუსეთში კი, რომლის კისერზეა ჩეჩნეთში არაერთგზის დატრიალებული ტრაგედია, დაღესტნისა და დნესტრისპირეთის სისხლიანი ამბები და აფხაზეთის ომი, მშვიდობისმყოფელები ცხოვრობენ. ეს ხომ პარადოქსია?!.

დარია მაჩუშუნი, ყირიმელი თათარი:

-  უკრაინული მენტალიტეტის მქონე თათარი ვარ. მგონი დანაშაული არ არის, ჩემს მიწაზე რომ მინდა ცხოვრება. თუ დამიშლიან, მე და ჩემიანები პასუხისთვისაც მზად ვართ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს... მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება გვინდა. ტერორისტები არ ვართ და ნუ გვაიძულებენ, ეს გავაკეთოთ. ეს მხოლოდ მოძალადე რუსეთს კი არა, მთელ მსოფლიოს ეხება...

ლუდმილა გიშუკი, ყირიმელი უკრაინელი:

-  ცუდ დღეში ვართ. არავინ იცის, როდის დაიწყება ომი. სროლების ხმა არ ისმის, მაგრამ ნერვების ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის რა მოხდება... რუსი სამხედროები თავიანთ ნებაზე დააბოტებენ. არაფერი არ მუშაობს. 6 საათის შემდეგ, ქუჩაში გამოსვლას ვერავინ ბედავს. სურსათის მაღაზიებიც კი დაკეტილია. ბოლო დროს, საღამოობით გარე განათება გამორთეს. ასე მგონია, სამარეში ვცხოვრობთ... ყველაფერი გაძვირდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანტიკუნტად დადის... გამართულად მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები მუშაობენ. ადგილობრივ მოსახლეობას, მუდმივი სტრესის გამო ჯანმრთელობა ლამის ერთ დღეში შეერყა. განსაკუთრებით ცუდ დღეში მოხუცები და ბავშვები არიან. ყველგან შეიარაღებული რუსი სამხედროები არიან. ჩვენთან ურთიერთობა არ აქვთ. საერთოდ არავის ესაუბრებიან, უბრალოდ, მიზეზს ეძებენ, რომ გაისროლონ... მე არ მიმიღია რეფერენდუმში მონაწილეობა, მათ ეს იციან. აქაურმა რუსებმა მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ისიც იციან, რომ მეუღლე ადგილობრივი თათარი მყავს. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ჩემი მეუღლე, ალბათ მე და ბავშვებს დასავლეთ უკრაინაში მოგვიწევს გადასვლა. საშინელება ყოფილა ომის მოლოდინი. ტყვიაც რომ არ გავარდეს და უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმი უბრძოლველად დათმოს, ჩვენ აქ მაინც ვერ დავრჩებით. მათ ყველაფერი იციან ჩვენზე. მომხდურებზე მეტად, ადგილობრივი რუსების საქციელი მაკვირვებს.

-  რას გულისხმობთ?

-  აქამდე პუტინს ლანძღავდნენ, ახლა კი უცებ შეიცვალნენ, სახლებში ჩაიკეტნენ, აღარ გვეკონტაქტებიან. მტრებივით გვიყურებენ, - ჩვენთან ცხოვრება არ გინდათო... არადა, წლე­ბის კი არა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. კიევის ამბების დროს, ჩუმად იყვნენ, ეტყობა, მოვლენათა განვითარებას აკვირდებოდნენ...

ზამირ ზაშკუნი, ყირიმელი თათარი:

-  რუსეთისგან რეპრესიების მო­ლოდინში ვართ, მაგრამ უკან დახევა არ შეიძლება, რუსეთის შემადგენლობაში არ ვიცხოვრებთ. ჩვენი წინაპარი ერთხელ უკვე განდევნეს საკუთარი მიწიდან და ტრაგედიის განმეორებას არ დავუშვებთ... ჩვენმა ლიდერმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა თანამოძმეებს. ევროპისა და ამერიკის იმედი არც ადრე გვქონდა, - ვიცოდით, რომ რუსეთს ნემსის ჩხვლეტით ვერ შეაშინებდნენ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია