პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ლუკაშენკო - ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია და ვაღიარებთ ამას თუ არა, ამით არაფერი იცვლება
ალექსანდრე ლუკაშენკო - ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია და ვაღიარებთ ამას თუ არა, ამით არაფერი იცვლება

ყი­რი­მი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლია, ვა­ღი­ა­რებთ ამას თუ არა, ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

"დე ფაქ­ტო ყი­რი­მი რუ­სე­თის ნა­წი­ლი გახ­და. სი­ტუ­ა­ცია დე ფაქ­ტოდ ვი­თარ­დე­ბა. რა იქ­ნე­ბა დე იურე – მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, მინ­სკის­გან არა­ვინ ითხოვს ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბას ან პი­რი­ქით, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა, ბე­ლო­რუ­სი რუ­სე­თის გვერ­დით იქ­ნე­ბა.

"ყი­რი­მი არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. შე­იძ­ლე­ბა ამის აღი­ა­რე­ბა ან არა­ღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. მე მე­კი­თხე­ბი­ან – თქვენ სად იქ­ნე­ბით ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიო?! ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფარ­გლებ­ში, ჩვენ ვიქ­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ და დას­ძი­ნა, რომ ყი­რი­მის და­კარ­გვა უკ­რა­ი­ნის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მებ­მა გა­მო­იწ­ვია.

თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა უნდა დარ­ჩეს ერ­თი­ა­ნი და ბლო­კგა­რე­შე სტა­ტუ­სით, ხოლო თუ ის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მო­ინ­დო­მებს, "ბე­ლო­რუსს მკაც­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა".

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის მიერ დსთ-ს და­ტო­ვე­ბას, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს თქმით, ეს ძლი­ე­რი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა არა სა­სიკ­ვდი­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ალექსანდრე ლუკაშენკო - ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია და ვაღიარებთ ამას თუ არა, ამით არაფერი იცვლება

ალექსანდრე ლუკაშენკო - ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია და ვაღიარებთ ამას თუ არა, ამით არაფერი იცვლება

ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია, ვაღიარებთ ამას თუ არა, ამით არაფერი იცვლება, - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

"დე ფაქტო ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა. სიტუაცია დე ფაქტოდ ვითარდება. რა იქნება დე იურე – მომავალი გვაჩვენებს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, მინსკისგან არავინ ითხოვს ყირიმის აღიარებას ან პირიქით, მაგრამ თუ საჭიროება დადგება, ბელორუსი რუსეთის გვერდით იქნება.

"ყირიმი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის რუსეთის ტერიტორიის ნაწილია. შეიძლება ამის აღიარება ან არაღიარება, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. მე მეკითხებიან – თქვენ სად იქნებით ამ სიტუაციაშიო?! ისტორიული პროცესების გათვალისწინებით, მოკავშირე სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფარგლებში, ჩვენ ვიქნებით რუსეთის ფედერაციასთან ერთად", - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ყირიმის დაკარგვა უკრაინის ახალი ხელისუფლების შეცდომებმა გამოიწვია.

თუმცა, ამავდროულად, ბელორუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა უნდა დარჩეს ერთიანი და ბლოკგარეშე სტატუსით, ხოლო თუ ის ნატო-ში გაწევრიანებას მოინდომებს, "ბელორუსს მკაცრი რეაქცია ექნება".

რაც შეეხება უკრაინის მიერ დსთ-ს დატოვებას, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ეს ძლიერი დარტყმა იქნება, თუმცა არა სასიკვდილო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა