პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უილიამ ჰეიგი ევროკავშირს რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას სთავაზობს
უილიამ ჰეიგი ევროკავშირს რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას სთავაზობს

უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის გამო რუ­სეთს, შე­საძ­ლოა, ხან­გრძლი­ვი იზო­ლა­ცია და სტაგ­ნა­ცია და­ე­მუქ­როს, - ამის შე­სა­ხებ დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უი­ლი­ამ ჰე­ი­გიმ თა­ვის სტა­ტი­ა­ში და­წე­რა, რო­მე­ლიც "Sunday Telegraph"-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მან­ვე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, მოს­კო­ვის და­ში­ნე­ბე­ბის არ შე­ე­შინ­დეთ. მი­ნის­ტრის აზ­რით, და­სავ­ლეთ­მა უნდა მო­ი­ფიქ­როს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც იმ მიდ­გო­მის­გან იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ახა­ლი მიდ­გო­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს "რუ­სე­თის ზო­გი­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან გა­რი­ცხვას და ევ­რო­პა­ზე მისი გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბას".

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი რუ­სეთს და­ში­ნე­ბის ტაქ­ტი­კა­ში სდებს ბრალს, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია "სრუ­ლი­ად სხვა ეპო­ქის­თვის". ამას­თან, ჰე­ი­გიმ აღ­ნიშ­ნა, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი და მისი პარტნი­ო­რე­ბი არ აპი­რე­ბენ შიშს აჰ­ყვნენ.

"ყი­რი­მის უკა­ნო­ნო ანექ­სია არის ტე­რი­ტო­რი­ის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და­პყრო­ბა, ხოლო გა­მარ­თუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი იყო დე­მოკ­რა­ტი­ის და­ცინ­ვა", - წერს ჰე­ი­გი. მისი თქმით, სა­უ­ბა­რია ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Sunday Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

უილიამ ჰეიგი ევროკავშირს რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას სთავაზობს

უილიამ ჰეიგი ევროკავშირს რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას სთავაზობს

უკრაინის კრიზისის გამო რუსეთს, შესაძლოა, ხანგრძლივი იზოლაცია და სტაგნაცია დაემუქროს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგიმ თავის სტატიაში დაწერა, რომელიც "Sunday Telegraph"-ში გამოქვეყნდა.

მანვე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, მოსკოვის დაშინებების არ შეეშინდეთ. მინისტრის აზრით, დასავლეთმა უნდა მოიფიქროს რუსეთთან ურთიერთობის ახალი რეჟიმი, რომელიც იმ მიდგომისგან იქნება განსხვავებული, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნული ახალი მიდგომა ითვალისწინებს "რუსეთის ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვას და ევროპაზე მისი გავლენის შესუსტებას".

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს დაშინების ტაქტიკაში სდებს ბრალს, რომელიც დამახასიათებელია "სრულიად სხვა ეპოქისთვის". ამასთან, ჰეიგიმ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი პარტნიორები არ აპირებენ შიშს აჰყვნენ.

"ყირიმის უკანონო ანექსია არის ტერიტორიის აღმაშფოთებელი დაპყრობა, ხოლო გამართული რეფერენდუმი იყო დემოკრატიის დაცინვა", - წერს ჰეიგი. მისი თქმით, საუბარია ევროპული უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხის შესახებ.

მომზადებულია Sunday Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა