მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ვერ პატიობს ირაკლი ალასანიას სიდედრს საკუთარი ქალიშვილი
რას ვერ პატიობს ირაკლი ალასანიას სიდედრს საკუთარი ქალიშვილი

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ირა­ლი ალა­სა­ნი­ას სი­დედ­რი, დალი ფან­ჯი­კი­ძე იუ­ბი­ლა­რია. იუ­ბი­ლარს ქა­ლიშ­ვი­ლი, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­ბა­დე­ბის დღეს სა­ჯა­როდ ულო­ცავს.

"ჩემი დე­დას და­ბა­დე­ბის დღეა დღეს. ჩემი დედა რა ქა­ლია? ჩემი დედა ის ქა­ლია, გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს წიგ­ნებს რომ თარ­გმნის და თა­რო­ებ­ზე აწყობს... ვინც წა­ი­კი­თხავს, მად­ლო­ბე­ლიც იქ­ნე­ბა მისი, რომ სა­კუ­თარ ენა­ზე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბი, თა­ნაც ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "და­უ­ლა­გა" ქ-ნმა დალი ფან­ჯი­კი­ძემ (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი კო­კა­ია, რო­მე­ლიც სე­პა­რა­ტიზ­მის

პრე­ვენ­ცი­ის გამო ბა­ბუ­ა­ჩემ ალი­ო­შა კო­კა­ი­ას აგ­რე­სი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში (ერ­თბა­შად არ მომ­ხდა­რა ეს ამ­ბა­ვი სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კუ­რი სირ­თუ­ლის გამო) ჩა­მო­ერ­თვა).

მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რია ბიბ­ლი­ო­თე­კა სა­კუ­თარ ენა­ზე, ამი­ტომ უპირ­ვე­ლე­სად თა­ო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბის­თვის გა­წე­ულ დიდ შრო­მას ვუ­ფა­სებ. მაგ­რამ მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი საზ­რდო­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლა ვინ­მე განა? ჰოდა დალი კო­კა­ია-ფან­ჯი­კი­ძეს ოჯა­ხის და უვრცე­ლე­სი სა­მე­გობ­როს სა­ხე­ლით ეკუთ­ვნის სა­უ­კე­თე­სო, კრე­ა­ტი­უ­ლი კუ­ლი­ნა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ტი­ტუ­ლის­თვის პა­ტი­ვი და დი­დე­ბა. თა­ვი­დან­ვე ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ქალი იყო, მას უმად­ლის ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია სა­ლა­თე­ბის პირ­ველ წიგნს, რო­მელ­მაც ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა ქარ­თველ დი­ა­სახ­ლის­თა გუ­ლებ­ში, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად პო­პუ­ლა­რო­ბით გა­და­წო­ნა თო­მას მა­ნის ტო­მე­ბი.. ჩემი დედა კი­დევ ის ქა­ლია, ვისი აზ­რიც ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რია ყო­ველ­თვის, ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ შე­საძ­ლოა, ცოტა ზედ­მე­ტად ობი­ექ­ტუ­რი და მკაც­რი. ვისი აზ­რიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, შევ­ძლებ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ხოლ­მე, თუ არა (ვერა). ცოტა უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თის ქა­ლი­ცაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთ რა­მეს ვერ ვპა­ტი­ობ: პი­რა­დი მე­გობ­რო­ბა და მი­მო­წე­რა ქონ­და შვე­ი­ცა­რი­ელ უუ­უ­ფან­ტას­ტი­უ­რეს მწე­რალ­თან, - მაქს ფრიშ­თან, რო­მელ­მაც სთხო­ვა, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი "შტი­ლე­რია" და ამით და­ი­წყეო... ჩემ­მა დე­დამ მაქს ფრი­შის ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი თარ­გმნა, გარ­და შტი­ლე­რი­სა... მოკ­ლედ დე, გი­ლო­ცავ დაბ­დღეს და მად­ლო­ბა ყვე­ლა­ფერ იმის­თვის, რა­საც აქ ვერ დავ­წერ და რაც მხო­ლოდ შენ და მე გვე­ხე­ბა", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ვერ პატიობს ირაკლი ალასანიას სიდედრს საკუთარი ქალიშვილი

რას ვერ პატიობს ირაკლი ალასანიას სიდედრს საკუთარი ქალიშვილი

თავდაცვის მინისტრის ირალი ალასანიას სიდედრი, დალი ფანჯიკიძე იუბილარია. იუბილარს ქალიშვილი, ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.

"ჩემი დედას დაბადების დღეა დღეს. ჩემი დედა რა ქალია? ჩემი დედა ის ქალია, გერმანულენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წიგნებს რომ თარგმნის და თაროებზე აწყობს... ვინც წაიკითხავს, მადლობელიც იქნება მისი, რომ საკუთარ ენაზე ასეთი მნიშვნელობის ლიტერატურული ნიმუშები, თანაც ასეთი პროფესიონალიზმით შესრულებული "დაულაგა" ქ-ნმა დალი ფანჯიკიძემ (ქალიშვილობის გვარი კოკაია, რომელიც სეპარატიზმის

პრევენციის გამო ბაბუაჩემ ალიოშა კოკაიას აგრესიული წინააღმდეგობის მიუხედავად, დროთა განმავლობაში (ერთბაშად არ მომხდარა ეს ამბავი საკითხის პოლიტიკური სირთულის გამო) ჩამოერთვა).

მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით ძვირფასი საჩუქარია ბიბლიოთეკა საკუთარ ენაზე, ამიტომ უპირველესად თაობების განათლებისთვის გაწეულ დიდ შრომას ვუფასებ. მაგრამ მხოლოდ სულიერი საზრდოთი გადარჩენილა ვინმე განა? ჰოდა დალი კოკაია-ფანჯიკიძეს ოჯახის და უვრცელესი სამეგობროს სახელით ეკუთვნის საუკეთესო, კრეატიული კულინარის დამსახურებული ტიტულისთვის პატივი და დიდება. თავიდანვე ევროპული ღირებულებების ქალი იყო, მას უმადლის ქართული კულინარია სალათების პირველ წიგნს, რომელმაც ისეთი პოპულარობა მოუტანა ქართველ დიასახლისთა გულებში, რომ პრაქტიკულად პოპულარობით გადაწონა თომას მანის ტომები.. ჩემი დედა კიდევ ის ქალია, ვისი აზრიც ყველაზე კომპეტენტურია ყოველთვის, ყველაზე სამართლიანი, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა, ცოტა ზედმეტად ობიექტური და მკაცრი. ვისი აზრიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, შევძლებ გავითვალისწინო ხოლმე, თუ არა (ვერა). ცოტა უცნაური ხასიათის ქალიცაა, განსაკუთრებით ერთ რამეს ვერ ვპატიობ: პირადი მეგობრობა და მიმოწერა ქონდა შვეიცარიელ უუუფანტასტიურეს მწერალთან, - მაქს ფრიშთან, რომელმაც სთხოვა, ჩემი შემოქმედების გვირგვინი "შტილერია" და ამით დაიწყეო... ჩემმა დედამ მაქს ფრიშის ლამის ყველაფერი თარგმნა, გარდა შტილერისა... მოკლედ დე, გილოცავ დაბდღეს და მადლობა ყველაფერ იმისთვის, რასაც აქ ვერ დავწერ და რაც მხოლოდ შენ და მე გვეხება", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს