საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ემშვიდობება სიკვდილის წინ ჟირაფი საყვარელ მომვლელს - ემოციური კადრები ზოოპარკიდან
როგორ ემშვიდობება სიკვდილის წინ ჟირაფი საყვარელ მომვლელს - ემოციური კადრები ზოოპარკიდან

ჰო­ლან­დი­ის ერთ-ერთ ზო­ო­პარკში სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი სცე­ნა გა­თა­მაშ­და. მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა კად­რებ­მა, რო­მელ­შიც ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი ჟი­რა­ფი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ა­ვა­დე­ბულ მომ­ვლელს კოც­ნით ემ­შვი­დო­ბე­ბა.

შემ­თხვე­ვა რო­ტერ­და­მის ზო­ო­პარკში მოხ­და. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვო­ლი­ე­რებს ასუფ­თა­ვებ­და, კი­ბო­თი და­ა­ვად­და. სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებ­ში ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად მი­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა ჟი­რაფ­მა ყვე­ლას და­ას­წრო - რო­გორც კი ავად­მყო­ფი მა­რი­ოს გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი სა­წო­ლი ვო­ლი­ერ­თან ჩა­ა­ტა­რეს, ცხო­ვე­ლი სწრა­ფად გა­მო­იქ­ცა და საყ­ვა­რელ მომ­ვლელს სახე აუ­ლო­კა.

დამ­შვი­დო­ბე­ბის სცე­ნა იმ­დე­ნად გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო, იქ მყო­ფებ­მა ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვეს. თა­ვად მა­რი­ოს კი, რო­მელ­საც მე­ტყვე­ლე­ბაც უჭირს, სა­ხე­ზე დიდი მღელ­ვა­რე­ბა ეტყო­ბო­და.

მეც­ნი­ე­რებ­მა არა­ერ­თი გა­მოკ­ვლე­ვით და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ცხო­ვე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის ავად­მყო­ფო­ბას მა­ში­ნაც კი გრძნო­ბენ, როცა და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­გა­ლი­თის­თვის კატა ოს­კა­რიც კმა­რა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რებ­მა 2007 წელს ინ­გლის­ში, მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ოს­კა­რი წი­ნას­წარ გრძნობ­და, რო­მე­ლი ბი­ნა­და­რი გარ­და­იც­ვლე­ბო­და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. ფისო რო­მე­ლი­მე მო­ხუ­ცის სა­წოლ­თან ჯდე­ბო­და და ისიც რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სულს გა­ნუ­ტე­ვებ­და ხოლ­მე. თუ ფი­სოს გა­რეთ გა­აგ­დებ­დნენ, მა­ნამ კნა­ო­და კო­რი­დორ­ში, სა­ნამ ისევ არ გა­უ­ღებ­დნენ კარს. ასე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა კა­ტამ 25 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი. მალე ოს­კა­რის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმ­დე­ნად სან­დო გახ­და, რომ პერ­სო­ნა­ლი მო­ხუ­ცის სიკ­ვდილს ნა­თე­სა­ვებს წი­ნას­წარ ატყო­ბი­ნებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ემშვიდობება სიკვდილის წინ ჟირაფი საყვარელ მომვლელს - ემოციური კადრები ზოოპარკიდან

როგორ ემშვიდობება სიკვდილის წინ ჟირაფი საყვარელ მომვლელს - ემოციური კადრები ზოოპარკიდან

ჰოლანდიის ერთ-ერთ ზოოპარკში სულისშემძვრელი სცენა გათამაშდა. მთელი მსოფლიო მოიარა კადრებმა, რომელშიც ზოოპარკის ბინადარი ჟირაფი სასიკვდილოდ დაავადებულ მომვლელს კოცნით ემშვიდობება.

შემთხვევა როტერდამის ზოოპარკში მოხდა. დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც 25 წლის განმავლობაში ვოლიერებს ასუფთავებდა, კიბოთი დაავადდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში ის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებლად მიიყვანეს. თუმცა ჟირაფმა ყველას დაასწრო - როგორც კი ავადმყოფი მარიოს გორგოლაჭებიანი საწოლი ვოლიერთან ჩაატარეს, ცხოველი სწრაფად გამოიქცა და საყვარელ მომვლელს სახე აულოკა.

დამშვიდობების სცენა იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, იქ მყოფებმა ცრემლები ვერ შეიკავეს. თავად მარიოს კი, რომელსაც მეტყველებაც უჭირს, სახეზე დიდი მღელვარება ეტყობოდა.

მეცნიერებმა არაერთი გამოკვლევით დაადასტურეს, რომ ცხოველები ადამიანის ავადმყოფობას მაშინაც კი გრძნობენ, როცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მაგალითისთვის კატა ოსკარიც კმარა, რომელიც მეცნიერებმა 2007 წელს ინგლისში, მოხუცთა თავშესაფარში აღმოაჩინეს. ოსკარი წინასწარ გრძნობდა, რომელი ბინადარი გარდაიცვლებოდა უახლოეს მომავალში. ფისო რომელიმე მოხუცის საწოლთან ჯდებოდა და ისიც რამდენიმე საათში სულს განუტევებდა ხოლმე. თუ ფისოს გარეთ გააგდებდნენ, მანამ კნაოდა კორიდორში, სანამ ისევ არ გაუღებდნენ კარს. ასე იწინასწარმეტყველა კატამ 25 ადამიანის სიკვდილი. მალე ოსკარის წინასწარმეტყველება იმდენად სანდო გახდა, რომ პერსონალი მოხუცის სიკვდილს ნათესავებს წინასწარ ატყობინებდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს