პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი - ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პუტინის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ გამაფრთხილა
სააკაშვილი - ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პუტინის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ გამაფრთხილა

პუ­ტი­ნის თუ ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლის ოც­ნე­ბა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად შემ­ზღუ­დოს, დარ­ჩე­ბა ოც­ნე­ბად, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, მისი და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბის ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­დან მისი წას­ვლის მი­ზე­ზი ისაა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რი­სას გა­აფრ­თხი­ლა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მო­თხოვ­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მის და­პა­ტიმ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

"ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობს პუ­ტი­ნი, ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს. ეს უკავ­შირ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის და პუ­ტი­ნის შე­თან­ხმე­ბას. ივა­ნიშ­ვი­ლის ვი­თომ წას­ვლა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, თით­ქოს ის არა­ფერ შუ­ა­შია და მთავ­რო­ბა იჭერს ხალ­ხს. მე, რა თქმა უნდა, ჩა­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ არა ახლა, პუ­ტი­ნის სურ­ვი­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ჩა­ვალ, როცა მო­ვამ­ზა­დებ სი­ტუ­ა­ცი­ას, როცა ყვე­ლა­ნი ერ­თად მო­ვამ­ზა­დებთ სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, რე­გი­ონ­ში იმის­თვის, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ პუ­ტი­ნის მარ­წუ­ხე­ბის­გან. პუ­ტი­ნის ოც­ნე­ბა თუ ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლის ოც­ნე­ბა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მე შემ­ზღუ­დოს, დარ­ჩე­ბა ოც­ნე­ბად. ოც­ნე­ბე­ბი, უკვე უნდა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, რომ არ სრულ­დე­ბა ან სრულ­დე­ბა სრულ კოშ­მა­რად", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე 27 მარტს არის და­ბა­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სააკაშვილი - ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პუტინის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ გამაფრთხილა

სააკაშვილი - ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პუტინის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ გამაფრთხილა

პუტინის თუ ზოგიერთი ქართველის ოცნება, რომ რაღაცნაირად შემზღუდოს, დარჩება ოცნებად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, მისი დაკითხვაზე დაბარების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოდან მისი წასვლის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალური შეხვედრისას გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ, რომელიც მის დაპატიმრებას ითვალისწინებდა.

"ახლა საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით ცდილობს პუტინი, ჩემი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდოს. ეს უკავშირდება ივანიშვილის და პუტინის შეთანხმებას. ივანიშვილის ვითომ წასვლა თავიდან ბოლომდე განპირობებული იყო იმით, თითქოს ის არაფერ შუაშია და მთავრობა იჭერს ხალხს. მე, რა თქმა უნდა, ჩავალ საქართველოში, მაგრამ არა ახლა, პუტინის სურვილის შესასრულებლად. ჩავალ, როცა მოვამზადებ სიტუაციას, როცა ყველანი ერთად მოვამზადებთ სიტუაციას საქართველოში, უკრაინაში, რეგიონში იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ პუტინის მარწუხებისგან. პუტინის ოცნება თუ ზოგიერთი ქართველის ოცნება, რომ რაღაცნაირად მე შემზღუდოს, დარჩება ოცნებად. ოცნებები, უკვე უნდა დარწმუნებულიყავით, რომ არ სრულდება ან სრულდება სრულ კოშმარად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა