მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომელიც ძირითადად უკრაინის კრიზისს შეეხება ალბათ არავის ტოვებს გულგრილს. რუსეთის ხელისუფლების, კერძოდ მისი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქმედებები კი, რა თქმა უნდა, ერთობ შემაშფოთებელია. ამ თემის გარშემო სხვადასხვა ქვეყნის ასტროლოგებიც ინტენსიურად მუშაობენ, იმიტომ რომ საკითხი – იქნება თუ არა შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა დამთანხმებით რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობის ფარგლებს ცდება და ზოგადად, მსოფლიო წესრიგსა და სიმშვიდეს უქმნის რეალურ საფრთხეს...
მაინც რას უნდა ველოდოთ უახლოესი თვეების მანძილზე, როგორ კალაპოტს მიიღებს პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობა და საერთოდ, როგორი იქნება მსოფლიოს მომავალი?
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, რუსეთის უმაღლესი ხელისუფალი პლანეტარული განლაგების მიხედვით ჯერ კიდევ მაშინ აღმოჩნდა დასავლეთის მიერ კარგად დაგებულ "მახეში", როცა ყირიმში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების ბრძანება გასცა. ამჯერად კი მან ეს შეცდომები რეფერენდუმის ფაქტითაც დაამძიმა. პუტინის პირად ასტროლოგიურ რუკაში ძლიერად და ნეგატიურადაა გამოვლენილი ლომის ზოდიაქო და მისი ცუდი თვისებები.