"ჟვანიას საქმეზე FBI-ს ექსპერიმენტი ზუსტ რეალობას ვერ ასახავდ" - ირაკლი ღარიბაშვილის ექსკლუზიური კომენტარი

"ჟვანიას საქმეზე FBI-ს ექსპერიმენტი ზუსტ რეალობას ვერ ასახავდ" - ირაკლი ღარიბაშვილის ექსკლუზიური კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები FBI-ს სახელით სპეკულირებენ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების საკითხს გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არც ერთ ქვეყანას და არც ერთ უწყებას არ სცემენ პატივს, მით უმეტეს, ისეთ ავტორიტეტულ უწყებას, როგორიცაა FBI. ისინი სპეკულირებენ FBI-ს სახელით. ამ უწყების თანამშრომლები საქართველოში ჟვანიას სიკვდილიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ და ექსპერიმენტი ჩაატარეს. მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ პროფესიონალებისგან მსმენია, რომ FBI-ს ექსპერიმენტი ზუსტ რეალობას ვერ ასახავდა. კერძოდ, ამ უწყების თანამშრომლებს რა მოცემულობაც დაახვედრეს, იმ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა ეს დასკვნაც. მაგალითად, მე რომ თქვენ მოგცეთ გაყალბებული მასალები, რა თქმა უნდა, მცდარი გზით წახვალთ. ამ დასკვნით სპეკულირება ამორალური საქციელია და "ნაციონალები" უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ავტორიტეტული უწყების პრესტიჟს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ FBI-მ თავად მოსთხოვოს პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" მისი პრესტიჟის შელახვისთვის, ღარიბაშვილმა უპასუხა, "ეს სამართლიანი იქნებოდა".

"სხვათა შორის, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მიმართვის შემთხვევაში, დაგვეხმარებიან ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებაში. ასეთი შეთავაზება არ იქნებოდა, ამერიკის მხარეს რომ ჰქონდეს პოზიცია – ჩვენ საქმე სრულად გამოვიძიეთ და კითხვები აღარ გვაქვსო. წინა ხელისუფლებამ ამერიკელებს გამოძიებაში მონაწილეობა იმ დოზით მიაღებინა, რა დოზითაც სჭირდებოდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის, 24 მარტის ნომერში გამოქვეყნდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა