საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის ჩემპიონი დღეს ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ) გახდა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილს ვაზარით მოუგო.
დღესვე ბრინჯაოს მედლები უშანგი მარგიანმა და ზებედა რეხვიაშვილმა მოიპოვეს, 21 მარტს კი - ლუხუმ ჩხვიმიანმა.
დღესვე ოქროს მედლისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი იბრძოლებს.
ტურნირი სპორტის სასახლეში გუშინ გაიხსნა და 23 მარტს დასრულდება.