კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისკენ მოუწოდებს ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილს - საჯარო გზავნილი საპყრობილედან
რისკენ მოუწოდებს ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილს - საჯარო გზავნილი საპყრობილედან

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ბაჩო ახა­ლა­ია ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­წო­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვი­დეს. ბაჩო ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა "ფე­ის­ბუქ­ში" გავ­ცელ­და. "ჩემს მა­გა­ლით­ზე დამ­ტკიც­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ძი­ე­ბა არ არ­სე­ბობს და გა­მო­ძი­ე­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან არის მცდა­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა.

მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და სამ­წუ­ხა­როდ სა­სა­მარ­თლოს ნა­წი­ლი გა­დაქ­ცე­უ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად.

მო­ვუ­წო­დებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, არ ჩა­მო­ვი­დეს და არ გა­უ­ყად­როს თავი კრი­მი­ნალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამით არ მის­ცეს რუ­სუ­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვი­ნა­ი­დან სწო­რედ ასე მო­ექ­ცა შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და არ აპა­ტია მას სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა.

და ბო­ლოს, მალე დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ის ხალ­ხი ვინც დღეს სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­და­მენტს არ­ღვევს და ქვე­ყა­ნა უფსკრუ­ლის­კენ მიჰ­ყავს პა­სუხს აგებს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით", - ნათ­ქვა­მია ბაჩო ახა­ლა­ი­ას გან­ცახ­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვა­ზე 27 მარტს არის და­ბა­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რისკენ მოუწოდებს ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილს - საჯარო გზავნილი საპყრობილედან

რისკენ მოუწოდებს ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილს - საჯარო გზავნილი საპყრობილედან

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში არ ჩამოვიდეს. ბაჩო ახალაიას განცხადება "ფეისბუქში" გავცელდა. "ჩემს მაგალითზე დამტკიცდა, რომ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს და გამოძიებაზე აპელირება ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

მთელი სახელმწიფო და სამწუხაროდ სასამართლოს ნაწილი გადაქცეულია პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად.

მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, არ ჩამოვიდეს და არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას და ამით არ მისცეს რუსული გეგმის განხორციელების საშუალება. ვინაიდან სწორედ ასე მოექცა შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას და არ აპატია მას სახელმწიფოს მშენებლობა.

და ბოლოს, მალე დადგება დრო, როდესაც ის ხალხი ვინც დღეს სახელმწიფოს ფუნდამენტს არღვევს და ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცახდებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა