სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერია - ეს გზა ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და სახიფათოა ქვეყნისთვის
გიგა ბოკერია - ეს გზა ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და სახიფათოა ქვეყნისთვის

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რა, რომ­ლის გარ­შე­მოც კე­რა­ვენ საქ­მე­ებს და ახ­დე­ნენ ფაბ­რი­კა­ცი­ას, –ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და. ბო­კე­რი­ას თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თო გზას ად­გას.

"ის, რა ფორ­მი­თაც მოხ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­რე­ბა, ყვე­ლა საქ­მის უცებ ერ­თად წა­მო­წე­ვა და თა­რი­ღის გა­მო­ცხა­დე­ბა, არის იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ ჩვენ­თან რა­ღაც სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა არ ხდე­ბა, რო­მელ­ზეც, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ფი­გუ­რა გა­მო­იკ­ვე­თოს. არი­ან ფი­გუ­რე­ბი და სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რა, რომ­ლის გარ­შე­მოც კე­რა­ვენ საქ­მე­ებს და ახ­დე­ნენ საქ­მე­ე­ბის ფაბ­რი­კა­ცი­ას, შემ­დეგ დაკ­ვე­თას პრო­კუ­რა­ტუ­რი­სად­მი და ზე­წო­ლას სა­სა­მარ­თლო­ზე. ეს არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო გზა. ეს არის ის ნა­ბი­ჯე­ბი, რა­საც ია­ნუ­კო­ვი­ჩი დგამ­და მშვი­დო­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ და ეს გზა ცუ­დად შე­მო­უბ­რუნ­დე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ქვეყ­ნის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან სა­უბ­რი­სას.

27 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით და­სა­კი­თხად და­ბა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიგა ბოკერია - ეს გზა ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და სახიფათოა ქვეყნისთვის

გიგა ბოკერია - ეს გზა ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და სახიფათოა ქვეყნისთვის

მიხეილ სააკაშვილი იყო დეკლარირებული ფიგურა, რომლის გარშემოც კერავენ საქმეებს და ახდენენ ფაბრიკაციას, –ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლება სახიფათო გზას ადგას.

"ის, რა ფორმითაც მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაბარება, ყველა საქმის უცებ ერთად წამოწევა და თარიღის გამოცხადება, არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთან რაღაც სავარაუდო დანაშაულის გამოძიება არ ხდება, რომელზეც, შემდეგ შეიძლება ფიგურა გამოიკვეთოს. არიან ფიგურები და სააკაშვილი იყო დეკლარირებული ფიგურა, რომლის გარშემოც კერავენ საქმეებს და ახდენენ საქმეების ფაბრიკაციას, შემდეგ დაკვეთას პროკურატურისადმი და ზეწოლას სასამართლოზე. ეს არის ძალიან სახიფათო გზა. ეს არის ის ნაბიჯები, რასაც იანუკოვიჩი დგამდა მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ეს გზა ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა