პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე
ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე

ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი­სა და კო­ტი­კო ყი­ფი­ა­ნის ოჯა­ხი რომ შე­იქ­მნა, "რე­ი­ტინ­გი" პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლი იყო, რო­მე­ლიც მათ ეწ­ვია და ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ მკი­თხველს ამ­ცნო. სამ­წუ­ხა­როდ, ნინი და კო­ტი­კო და­ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ახლა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პა­ტა­რა­ზეა გა­დარ­თუ­ლი და თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს.

- ნინი, შენი ელე­ნე ერთი წლის გახ­და და ფო­ტო­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ნა­თავ­სე, ჩანს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­გი­ნიშ­ნავთ.

- არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ პა­ტა­რის ერთი წლის შეს­რუ­ლე­ბა არ უნდა აღ­ნიშ­ნო, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი გიჟ­დე­ბა ასეთ რი­ტუ­ა­ლებ­ზე. ელე­ნეს ტორ­ტი მო­უ­ტა­ნა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ქუ­დე­ბი და­ვი­ხუ­რეთ და აღ­ვნიშ­ნეთ. მარ­თა­ლია, ელე­ნემ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო, მაგ­რამ და­ბა­დე­ბის დღე მა­ინც გა­და­ვუ­ხა­დეთ. ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო და ამა­ზე გა­გიჟ­და. უკვე და­ი­წყო რა­ღა­ცე­ბის აღ­ქმა. ათი თვის იყო, კი­ევ­ში, ევ­რო­მა­ი­დან­ზე რომ აიდ­გა ფეხი, ასე ვხუმ­რობთ ხოლ­მე, იქ ვი­ყა­ვით ახალ წელს. სხარ­ტი ბავ­შვია და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი.

- ამას წი­ნათ "იავ­ნა­ნას" კონ­ცერ­ტზე გა­მოხ­ვე­დი. ბო­ლოს და ბო­ლოს გაგ­ვა­გე­ბი­ნე, ხარ "მგზავ­რე­ბის" წევ­რი თუ არა?

- (იცი­ნის) ძა­ლი­ან კარ­გი შე­კი­თხვაა. ვარ ამ ჯგუ­ფის წევ­რი, ოღონდ უფრო პრო­დი­უ­სინ­გის, პი­ა­რი­სა და და­გეგ­მა­რე­ბის კუ­თხით. "იავ­ნა­ნას" 10 წლის იუ­ბი­ლე­ზე კი სპონ­ტა­ნუ­რად გა­მო­ვე­დი. გი­გიმ მთხო­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იმ­ღე­როო. მე მა­ინც მგო­ნია, არ მაქვს ისე­თი ხმა, რომ სცე­ნა­ზე ვიდ­გე. ამას გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ ვფიქ­რობ, რაც სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში გა­მომ­სვლე­ლებს ვუ­ყუ­რებ. იმ­დე­ნად მა­გა­რი მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან, რომ სირ­ცხვი­ლია, რად­გან მე მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჯგუფ­ში ვიმ­ღე­რო, ამით ვი­სარ­გებ­ლო. პი­ა­რი ბევ­რად კარ­გად გა­მომ­დის, ვიდ­რე სიმ­ღე­რა. "იავ­ნა­ნას" კონ­ცერ­ტზე იმი­ტომ გა­მო­ვე­დი, რომ იმ სიმ­ღე­რა­ში ადრე ვმღე­რო­დი. თან, თან­ხა უნდა გა­მო­მე­ცხა­დე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო...

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ ჯგუფ­ში არ ვი­რი­ცხე­ბი, რად­გან გი­გის კონ­ცერ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ზღვარ­გა­რეთ აქვს და მე ელე­ნეს გამო ასე აქ­ტი­უ­რად ვერ ვივ­ლი. თუმ­ცა, რას გა­ი­გებ, ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა, "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტზე რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი, ისე მი­ვი­დე და უც­ბად გი­გიმ და­იყ­ვი­როს, ნინი, ამო­დი სცე­ნა­ზეო. მეც ავი­დე და ვიმ­ღე­რო, თუმ­ცა ეს თა­ვის­თა­ვად იმას გუ­ლის­ხმობს, რომ რე­პე­ტი­ცია არ მაქვს გავ­ლი­ლი. მერე ხში­რად უკ­მა­ყო­ფი­ლო ვრჩე­ბი. ასე რომ, ზო­გა­დად, მირ­ჩევ­ნია, საქ­მე ვა­კე­თო კადრს მიღ­მა, ვიდ­რე ვიყო სცე­ნა­ზე და არ იყოს მა­ღა­ლი დონე.

- "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტმა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- "ივენთ ჰოლ­ში" გვქონ­და კონ­ცერ­ტი. ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, რად­გან იმ დღეს ბევ­რი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბაც იმარ­თე­ბო­და. დიდი ხა­ნია, თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტი არ გვქო­ნია და მა­ინც ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ როცა გა­ვი­ხე­დე და ფი­ლარ­მო­ნი­ის გა­დავ­სე­ბუ­ლი კი­ბე­ე­ბი და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი გვქონ­და. ინ­ტერ­ნეტ­ში დევს ვი­დე­ო­ე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, რო­გორ კარ­გად ჩა­ი­ა­რა კონ­ცერ­ტმა. სხვა­თა შო­რის, კლუ­ბუ­რი სივ­რცე "მგზავ­რე­ბის" მუ­სი­კას ბევ­რად მო­უხ­და, რად­გან ჩვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბი სულ წერ­დნენ ხოლ­მე, ცეკ­ვა გვინ­დო­და და ვერ ვი­ცეკ­ვე­თო, როცა კონ­ცერ­ტე­ბი ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ დარ­ბაზ­ში ტარ­დე­ბო­და. კლუბ­ში კი ყი­რა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით (იღი­მის).

- ახლა რას აკე­თე­ბენ?

- კონ­ცერ­ტე­ბი აქვთ უკ­რა­ი­ნის თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, იწ­ვე­ვენ ცნო­ბილ გა­და­ცე­მებ­ში, კონ­ცერ­ტი ჰქონ­დათ მოს­კოვ­შიც. ძი­რი­თა­დად, სულ იქით არი­ან. აქ, მგო­ნია, რომ არც არა­ფე­რი ხდე­ბა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე

ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე

ნინი დედალამაზიშვილისა და კოტიკო ყიფიანის ოჯახი რომ შეიქმნა, "რეიტინგი" პირველი ჟურნალი იყო, რომელიც მათ ეწვია და ამ სიახლის შესახებ საკუთარ მკითხველს ამცნო. სამწუხაროდ, ნინი და კოტიკო დაქორწინებიდან ძალიან მალე დაშორდნენ ერთმანეთს. ჩვენი რესპონდენტი ახლა თავის საქმიანობასა და პატარაზეა გადართული და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

- ნინი, შენი ელენე ერთი წლის გახდა და ფოტოებიდან, რომლებიც "ფეისბუქზე" განათავსე, ჩანს, რომ განსაკუთრებულად აღგინიშნავთ.

- არსებობს სტერეოტიპი, რომ პატარის ერთი წლის შესრულება არ უნდა აღნიშნო, მაგრამ დედაჩემი გიჟდება ასეთ რიტუალებზე. ელენეს ტორტი მოუტანა, სადღესასწაულო ქუდები დავიხურეთ და აღვნიშნეთ. მართალია, ელენემ ვერაფერი გაიგო, მაგრამ დაბადების დღე მაინც გადავუხადეთ. ბევრი საჩუქარი მიიღო და ამაზე გაგიჟდა. უკვე დაიწყო რაღაცების აღქმა. ათი თვის იყო, კიევში, ევრომაიდანზე რომ აიდგა ფეხი, ასე ვხუმრობთ ხოლმე, იქ ვიყავით ახალ წელს. სხარტი ბავშვია და ძალიან საყვარელი.

- ამას წინათ "იავნანას" კონცერტზე გამოხვედი. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე, ხარ "მგზავრების" წევრი თუ არა?

- (იცინის) ძალიან კარგი შეკითხვაა. ვარ ამ ჯგუფის წევრი, ოღონდ უფრო პროდიუსინგის, პიარისა და დაგეგმარების კუთხით. "იავნანას" 10 წლის იუბილეზე კი სპონტანურად გამოვედი. გიგიმ მთხოვა, აუცილებლად უნდა იმღეროო. მე მაინც მგონია, არ მაქვს ისეთი ხმა, რომ სცენაზე ვიდგე. ამას განსაკუთრებით მას შემდეგ ვფიქრობ, რაც სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში გამომსვლელებს ვუყურებ. იმდენად მაგარი მომღერლები არიან, რომ სირცხვილია, რადგან მე მაქვს შესაძლებლობა, ჯგუფში ვიმღერო, ამით ვისარგებლო. პიარი ბევრად კარგად გამომდის, ვიდრე სიმღერა. "იავნანას" კონცერტზე იმიტომ გამოვედი, რომ იმ სიმღერაში ადრე ვმღეროდი. თან, თანხა უნდა გამომეცხადებინა. ძალიან მაგარი იყო...

შეიძლება ითქვას, ამ ჯგუფში არ ვირიცხები, რადგან გიგის კონცერტები ძირითადად საზღვარგარეთ აქვს და მე ელენეს გამო ასე აქტიურად ვერ ვივლი. თუმცა, რას გაიგებ, ჩვენთან ყველაფერი სპონტანურად ხდება. მაგალითად, შეიძლება, "მგზავრების" კონცერტზე როგორც მაყურებელი, ისე მივიდე და უცბად გიგიმ დაიყვიროს, ნინი, ამოდი სცენაზეო. მეც ავიდე და ვიმღერო, თუმცა ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ რეპეტიცია არ მაქვს გავლილი. მერე ხშირად უკმაყოფილო ვრჩები. ასე რომ, ზოგადად, მირჩევნია, საქმე ვაკეთო კადრს მიღმა, ვიდრე ვიყო სცენაზე და არ იყოს მაღალი დონე.

- "მგზავრების" კონცერტმა როგორ ჩაიარა?

- "ივენთ ჰოლში" გვქონდა კონცერტი. ვნერვიულობდით, რადგან იმ დღეს ბევრი სხვა ღონისძიებაც იმართებოდა. დიდი ხანია, თბილისში კონცერტი არ გვქონია და მაინც ვღელავდი, მაგრამ როცა გავიხედე და ფილარმონიის გადავსებული კიბეები დავინახე, მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა. ინტერნეტში დევს ვიდეოები, ფოტოები, როგორ კარგად ჩაიარა კონცერტმა. სხვათა შორის, კლუბური სივრცე "მგზავრების" მუსიკას ბევრად მოუხდა, რადგან ჩვენი მსმენელები სულ წერდნენ ხოლმე, ცეკვა გვინდოდა და ვერ ვიცეკვეთო, როცა კონცერტები ფილარმონიის დიდ დარბაზში ტარდებოდა. კლუბში კი ყირაზე გადავიდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (იღიმის).

- ახლა რას აკეთებენ?

- კონცერტები აქვთ უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში, იწვევენ ცნობილ გადაცემებში, კონცერტი ჰქონდათ მოსკოვშიც. ძირითადად, სულ იქით არიან. აქ, მგონია, რომ არც არაფერი ხდება, რომ მონაწილეობა მიიღონ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება