პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაინაცვლა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი როლიდან მეორეზე გიორგი ბახუტაშვილმა
როგორ გადაინაცვლა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი როლიდან მეორეზე გიორგი ბახუტაშვილმა

გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი მუ­სი­კი­სა და დრა­მის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის და­სის მსა­ხი­ო­ბია. პა­რა­ლე­ლუ­რად ილი­ა­უ­ნი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რე­ბის სპექ­ტაკ­ლებ­ში თა­მა­შობს. ახ­ლა­ხან სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სის როლი ან­დეს. ვი­საც ის სცე­ნა­ზე უნა­ხავს, არ გა­უ­ჭირ­დე­ბა შემ­ჩნე­ვა, რომ თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე მსა­ხი­ო­ბია...

- თე­ატ­რით ბავ­შვო­ბი­დან ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, თეა-ტრა­ლურ სკო­ლა "ბე­რი­კებ­ში" ბა­ტონ გოგი თო­და­ძეს­თან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ სწო­რედ იქ მოხ­და, თე­ატ­რი უგო­ნოდ შე­მიყ­ვარ­და. ამას მოჰ­ყვა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - ერთხელ ჩა­ვი­ჭე­რი. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ კი ილი­ა­უნ­ში მოვ­ხვდი.

ოჯახს მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მოს­წონ­და ჩემი გა­ტა­ცე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბით და დედა ძა­ლი­ან მთხოვ­და, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. თან, გრან­ტი მქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი. საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბით დავ­ხუ­რე პირ­ვე­ლი კურ­სი, მაგ­რამ მე­ო­რე წელს მა­ინც ვცა­დე და თე­ატ­რა­ლურ­ში გა­მოც­და­ზე გა­ვე­დი. სხვა სფე­რო­ში თავს ვერ ვხე­დავ­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ასე რომ არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, ბედ­ნი­ე­რი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. გა­მი­მარ­თლა და უფა­სო­ზე მოვ­ხვდი. ამას ხაზს იმი­ტომ ვუს­ვამ, რომ ახლა უკვე შე­მეძ­ლო შინ თქმა, რომ სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი არ მქონ­და გა­და­სახ­დე­ლი და მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თვის მი­მე­ხე­და. ბა­ტო­ნი გოგი თო­და­ძის ჯგუფ­ში აღ­მოვ­ჩნდი. 4 წელი შე­ვუ­ბე­რე და რა­საც ჰქვია, თავი შევ­წი­რე. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ბა­ტო­ნი გოგი თო­და­ძის.

- რო­გორ მოხ­ვდი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში და გა­იხ­სე­ნე პირ­ვე­ლი რო­ლიც...

- თე­ატ­რა­ლურ­ში ჩვე­ნი ჯგუ­ფი სო­ხუ­მის მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი იყო. ასე ხდე­ბა, და­სის გა­და­სა­ხა­ლი­სებ­ლად რო­მე­ლი­მე თე­ატრს ერთი ჯგუ­ფი­დან მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­ვის­თან მიჰ­ყავს, მაგ­რამ ჩვე­ნი ჯგუ­ფი­დან სო­ხუ­მის თე­ატ­რში არა­ვინ მოხ­ვდა. ჯერ კი­დევ მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა ქო­რე­ოგ­რაფ­მა, ბა­ტონ­მა კოტე ფურ­ცე­ლა­ძემ დათო დო­ი­აშ­ვი­ლის "ქეთო და კო­ტე­ში" ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნომ­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­მიწ­ვია. პირ­ვე­ლად მა­შინ მოვ­ხვდი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის წრე­ში. შემ­დეგ იყო "კარ­მე­ნი", სა­დაც ბა­ტონ კო­ტეს­თან ვი­მუ­შა­ვე. როცა დოიმ "(შუა) ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რის" დად­გმა და­ი­წყო, ერთ-ერთ როლ­ზე მი­მიწ­ვია და შტა­ტიც მა­შინ გა­მი­ფორ­მა. ამ თე­ატ­რში შემ­დე­გი როლი "ან­ტო­გო­ნე­ში" მქონ­და.

- "(შუა) ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მარ­ში" უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი ადა­მი­ა­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მო­გიხ­და, ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბი. როლ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს რა­ი­მე სა­ხის დაკ­ვირ­ვე­ბა აწარ­მოე ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე?

- არა. დოიმ ერთ-ერთ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი ამ სა­ხით წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს გმი­რი, ტომ დრუნ­ჩა. დოის მად­ლო­ბა, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, ამ პერ­სო­ნა­ჟის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გად­მო­მე­ცა. გა­დავ­წყვი­ტე, რომ მას თა­ვის სიზ­მარ­ში გა­ევ­ლო და სპექ­ტაკლში ეს სცე­ნა ჩავ­სვით. ცხად­ში კი ის თა­ვის ეტლს უბ­რუნ­დე­ბა. ვფიქ­რობ, მოძ­რა­ო­ბის უნა­რი თუ სხვა თვი­სე­ბე­ბი არ არის გან­მსა­ზღვრე­ლი, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, მისი ცხოვ­რე­ბა, ვინც ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა, მე­ტად ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს და უფრო სი­ცო­ცხლით სავ­სე, ვიდ­რე ჩვე­ნი.

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყველ­გან არი­ან და ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ. ამ პრობ­ლე­მა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან მათ­თვის თა­ვის არი­დე­ბა ან შე­ცო­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. ამას წი­ნათ ერთი ვი­დეო ვნა­ხე, კაცი, რო­მელ­საც ყვე­ლა კი­დუ­რი მოკ­ვე­თი­ლი აქვს, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი არ მახ­სოვს, მაგ­რამ ჰყავს მე­უღ­ლე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა. მეც მყავს გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ფე­რი აქვთ იმი­სათ­ვის, რომ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თე­ბენ არც თა­ვის­თვის და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ვიც­ნობ ისე-თებ­საც, ვინც ფი­ზი­კუ­რად შე­ზღუ­დუ­ლია და ჩემი ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა-რია, მან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. დღეს 50 წლი­საა და 18 წლი­დან ეტ­ლში ზის. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მი­თხრა, შენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნი რამ მოხ­დეს, რო­გორც კარ­გი, ისე ცუდი, მაგ­რამ იცო­დე, მთა­ვა­რია, არ და­ი­ბოღ­მოო. ის ამას სა­უ­კე­თე­სოდ ას­რუ­ლებს, მისი მო­წყე­ნი­ლი სახე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ეს სი­ტყვე­ბი სულ მახ­სოვს და ჩემი ცხოვ­რე­ბის კრე­დოა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ გადაინაცვლა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი როლიდან მეორეზე გიორგი ბახუტაშვილმა

როგორ გადაინაცვლა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი როლიდან მეორეზე გიორგი ბახუტაშვილმა

გიორგი ბახუტაშვილი მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დასის მსახიობია. პარალელურად ილიაუნისა და თავისუფალი თეატრების სპექტაკლებში თამაშობს. ახლახან სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მიიწვიეს, სადაც პოლიტიკოსის როლი ანდეს. ვისაც ის სცენაზე უნახავს, არ გაუჭირდება შემჩნევა, რომ თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული და საკმაოდ შრომისმოყვარე მსახიობია...

- თეატრით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. როცა წამოვიზარდე, თეა-ტრალურ სკოლა "ბერიკებში" ბატონ გოგი თოდაძესთან დავიწყე სიარული. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სწორედ იქ მოხდა, თეატრი უგონოდ შემიყვარდა. ამას მოჰყვა წარუმატებელი მისაღები გამოცდები თეატრალურ უნივერსიტეტში - ერთხელ ჩავიჭერი. ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი ილიაუნში მოვხვდი.

ოჯახს მაინცდამაინც არ მოსწონდა ჩემი გატაცება მსახიობობით და დედა ძალიან მთხოვდა, დავრჩენილიყავი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. თან, გრანტი მქონდა მოპოვებული. საკმაოდ კარგი შედეგებით დავხურე პირველი კურსი, მაგრამ მეორე წელს მაინც ვცადე და თეატრალურში გამოცდაზე გავედი. სხვა სფეროში თავს ვერ ვხედავდი და დარწმუნებული ვიყავი, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. გამიმართლა და უფასოზე მოვხვდი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ახლა უკვე შემეძლო შინ თქმა, რომ სწავლის გადასახადი არ მქონდა გადასახდელი და მომეცა საშუალება, ჩემი საყვარელი საქმისთვის მიმეხედა. ბატონი გოგი თოდაძის ჯგუფში აღმოვჩნდი. 4 წელი შევუბერე და რასაც ჰქვია, თავი შევწირე. ძალიან მადლიერი ვარ ბატონი გოგი თოდაძის.

- როგორ მოხვდი მუსიკისა და დრამის თეატრში და გაიხსენე პირველი როლიც...

- თეატრალურში ჩვენი ჯგუფი სოხუმის მიზნობრივი ჯგუფი იყო. ასე ხდება, დასის გადასახალისებლად რომელიმე თეატრს ერთი ჯგუფიდან მსახიობები თავისთან მიჰყავს, მაგრამ ჩვენი ჯგუფიდან სოხუმის თეატრში არავინ მოხვდა. ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ქორეოგრაფმა, ბატონმა კოტე ფურცელაძემ დათო დოიაშვილის "ქეთო და კოტეში" ქორეოგრაფიული ნომრების შესასრულებლად მიმიწვია. პირველად მაშინ მოვხვდი მუსიკისა და დრამის თეატრის წრეში. შემდეგ იყო "კარმენი", სადაც ბატონ კოტესთან ვიმუშავე. როცა დოიმ "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარის" დადგმა დაიწყო, ერთ-ერთ როლზე მიმიწვია და შტატიც მაშინ გამიფორმა. ამ თეატრში შემდეგი როლი "ანტოგონეში" მქონდა.

- "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარში" უნარშეზღუდული ადამიანის განსახიერება მოგიხდა, ეტლით გადაადგილდები. როლზე მუშაობის დროს რაიმე სახის დაკვირვება აწარმოე ასეთ ადამიანებზე?

- არა. დოიმ ერთ-ერთ რეპეტიციაზე შემომთავაზა, რომ ეს პერსონაჟი ამ სახით წარმოგვედგინა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს გმირი, ტომ დრუნჩა. დოის მადლობა, რომ საშუალება მომცა, ამ პერსონაჟის შინაგანი სამყარო გადმომეცა. გადავწყვიტე, რომ მას თავის სიზმარში გაევლო და სპექტაკლში ეს სცენა ჩავსვით. ცხადში კი ის თავის ეტლს უბრუნდება. ვფიქრობ, მოძრაობის უნარი თუ სხვა თვისებები არ არის განმსაზღვრელი, ზოგჯერ შეიძლება, მისი ცხოვრება, ვინც ეტლით გადაადგილდება, მეტად ნაყოფიერი იყოს და უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ჩვენი.

ასეთი ადამიანები ყველგან არიან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, ჯანმრთელი ადამიანის მხრიდან მათთვის თავის არიდება ან შეცოდება ძალიან მაღიზიანებს. ამას წინათ ერთი ვიდეო ვნახე, კაცი, რომელსაც ყველა კიდური მოკვეთილი აქვს, ლექციებს კითხულობს. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ჰყავს მეუღლე, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და ინტელექტუალური პიროვნებაა. მეც მყავს გარშემო რამდენიმე ადამიანი, ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ნაყოფიერები იყვნენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ არც თავისთვის და არც საზოგადოებისთვის. ვიცნობ ისე-თებსაც, ვინც ფიზიკურად შეზღუდულია და ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობა-რია, მან ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. დღეს 50 წლისაა და 18 წლიდან ეტლში ზის. პატარა ვიყავი, როცა მითხრა, შენს ცხოვრებაში შეიძლება მილიონი რამ მოხდეს, როგორც კარგი, ისე ცუდი, მაგრამ იცოდე, მთავარია, არ დაიბოღმოო. ის ამას საუკეთესოდ ასრულებს, მისი მოწყენილი სახე არასოდეს მინახავს. ეს სიტყვები სულ მახსოვს და ჩემი ცხოვრების კრედოა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება