პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელმაც გათხოვებას სიკვდილი არჩია - "მთელ სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო იყო"
გოგონა, რომელმაც გათხოვებას სიკვდილი არჩია - "მთელ სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო იყო"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გაზ­რდე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი გახ­შირ­და - ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 2 ახალ­გაზ­რდა იკ­ლავს თავს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით­კი ეს რი­ცხვი ბევ­რად მე­ტია. 17 წლის ზა­მი­რა ბახ­ტა­რი­ე­ვამ სი­ცო­ცხლე მა­მის სან­დი­რო თო­ფით მო­ის­წრა­ფა. ზა­მი­რა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. შარ­შან ასე­თი­ვე მე­თო­დით მო­იკ­ლა თავი ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნამ და რაც ყვე­ლა­ზე შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, მი­ზე­ზიც იგი­ვე იყო - ტრა­დი­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, მა­საც მა­მის სურ­ვი­ლით, სკო­ლა­ში­ვე და იმ ადა­მი­ან­ზე ათხო­ვებ­დნენ, რომ­ლის გვერ­დით ყოფ­ნას სიკ­ვდი­ლი არ­ჩი­სა. სოფ­ლელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა შარ­შან­დე­ლი­ვით შოკ­შია...

მ. ს; ზა­მი­რას თა­ნა­სოფ­ლე­ლი:

- ძა­ლი­ან გვი­ჭირს მაგ სა­წყალ გო­გო­ზე ლა­პა­რა­კი. მთელ სო­ფელ­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გოგო იყო. შე­ხე­დუ­ლა­დაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ქერა, გრძე­ლი თმე­ბი ჰქონ­და. იმ ბიჭს, ვი­საც ური­გებ­დნენ, ბევ­რად სჯობ­და, თა­ნაც კარ­გად სწავ­ლობ­და. ამი­ტო­მაც არ უნ­დო­და ადრე გა­თხო­ვე­ბა, არა­და, მამა აძა­ლებ­და.

- შარ­შა­ნაც იმი­ტომ მო­იკ­ლა თქვენს სო­ფელ­ში გო­გო­ნამ თავი, რომ ნა­ად­რე­ვად ათხო­ვებ­დნენ. ნუთუ ამ მა­გა­ლით­მა არ იკ­მა­რა, რომ თქვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ადათ-წეს­ზე და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო?!

- ეს ადათ-წე­სე­ბი ჩვენ უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლი გვქონ­და, - ასე, 30 წლის წინ რომ ვინ­მე ასე მოქ­ცე­ო­და შვილს, და­ი­ჭერ­დნენ, მაგ­რამ ახლა ამის­თვის აღარ იჭე­რენ. ამი­ტომ ბოლო წლებ­ში ისევ შე­მო­ვი­და.

- რე­ა­ლუ­რად რო­გორ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი?

- ამ გო­გოს მამა ოჯა­ხი­დან წა­სუ­ლი იყო, ყა­ზა­ხეთ­ში და­დი­ო­და სა­მუ­შა­ო­ზე, ერთ ჩვენს სოფ­ლელ კაც­თან ერ­თად. იმ კაცს ბიჭი ჰყავს, ისც სკო­ლის მოს­წავ­ლეა, ერთი წლით არის უფ­რო­სი გო­გო­ზე. მა­გათ მო­ი­ლა­პა­რა­კეს ყა­ზა­ხეთ­ში და იქ გა­და­წყვი­ტეს, შვი­ლე­ბი და­ე­ქორ­წი­ნე­ბი­ნათ. ბი­ჭის მა­მას ასე უთ­ქვამს, - ლა­მა­ზი შვი­ლი გყავს, ჩემს ბიჭს მოს­წონს და მოდი, და­ვა­ქორ­წი­ნო­თო.

- კი მაგ­რამ, იმ ბიჭს ენა არ ჰქონ­და, თუ ასე მოს­წონ­და, თვი­თონ და­ლა­პა­რა­კე­ბო­და და იქ­ნებ გო­გო­საც შეყ­ვა­რე­ბო­და!

- ეგ არ მოხ­დე­ბო­და, ის ბიჭი გო­გოს შე­სა­ფე­რი­სი არ არის. ხმა­საც არ გას­ცემ­და. ეგ გოგო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი იყო. თა­ნაც თავ­მოყ­ვა­რეც - მამა რომ ასე აძა­ლებ­და გა­თხო­ვე­ბას, ოჯახს გა­რეთ არა­ვინ ვი­ცო­დით. მა­მა­მი­სი კი ყო­ველ­დღე ურე­კავ­და თურ­მე ყა­ზა­ხე­თი­დან ცოლს, - გოგო მო­ამ­ზა­დე, უნდა გა­ვა­თხო­ვო­თო. დედა რომ ამას ეუბ­ნე­ბო­და, ეს გოგო გიჟ­დე­ბო­და, - არ მინ­და გა­თხო­ვე­ბა, არც მაგ ბი­ჭის ცო­ლო­ბაო. მა­მა­მი­სი კი­დევ ამ­ბობ­და, თუ არ წაყ­ვე­ბა, მა­გა­საც ვნა­ხავ, რომ ჩა­მო­ვა­ლო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გოგონა, რომელმაც გათხოვებას სიკვდილი არჩია - "მთელ სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო იყო"

გოგონა, რომელმაც გათხოვებას სიკვდილი არჩია - "მთელ სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო იყო"

საქართველოში ახალგაზრდების თვითმკვლელობები გახშირდა - ოფიციალური სტატისტიკით თვეში საშუალოდ 2 ახალგაზრდა იკლავს თავს, არაოფიციალური სტატისტიკითკი ეს რიცხვი ბევრად მეტია. 17 წლის ზამირა ბახტარიევამ სიცოცხლე მამის სანდირო თოფით მოისწრაფა. ზამირა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის მოსწავლე იყო. შარშან ასეთივე მეთოდით მოიკლა თავი ამავე სკოლის მოსწავლე გოგონამ და რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, მიზეზიც იგივე იყო - ტრადიციების თანახმად, მასაც მამის სურვილით, სკოლაშივე და იმ ადამიანზე ათხოვებდნენ, რომლის გვერდით ყოფნას სიკვდილი არჩისა. სოფლელთა უმრავლესობა შარშანდელივით შოკშია...

მ. ს; ზამირას თანასოფლელი:

- ძალიან გვიჭირს მაგ საწყალ გოგოზე ლაპარაკი. მთელ სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო იყო. შეხედულადაც გამოირჩეოდა. ქერა, გრძელი თმები ჰქონდა. იმ ბიჭს, ვისაც ურიგებდნენ, ბევრად სჯობდა, თანაც კარგად სწავლობდა. ამიტომაც არ უნდოდა ადრე გათხოვება, არადა, მამა აძალებდა.

- შარშანაც იმიტომ მოიკლა თქვენს სოფელში გოგონამ თავი, რომ ნაადრევად ათხოვებდნენ. ნუთუ ამ მაგალითმა არ იკმარა, რომ თქვენი მოსახლეობა ამ ადათ-წესზე დაფიქრებულიყო?!

- ეს ადათ-წესები ჩვენ უკვე დავიწყებული გვქონდა, - ასე, 30 წლის წინ რომ ვინმე ასე მოქცეოდა შვილს, დაიჭერდნენ, მაგრამ ახლა ამისთვის აღარ იჭერენ. ამიტომ ბოლო წლებში ისევ შემოვიდა.

- რეალურად როგორ მოხდა ყველაფერი?

- ამ გოგოს მამა ოჯახიდან წასული იყო, ყაზახეთში დადიოდა სამუშაოზე, ერთ ჩვენს სოფლელ კაცთან ერთად. იმ კაცს ბიჭი ჰყავს, ისც სკოლის მოსწავლეა, ერთი წლით არის უფროსი გოგოზე. მაგათ მოილაპარაკეს ყაზახეთში და იქ გადაწყვიტეს, შვილები დაექორწინებინათ. ბიჭის მამას ასე უთქვამს, - ლამაზი შვილი გყავს, ჩემს ბიჭს მოსწონს და მოდი, დავაქორწინოთო.

- კი მაგრამ, იმ ბიჭს ენა არ ჰქონდა, თუ ასე მოსწონდა, თვითონ დალაპარაკებოდა და იქნებ გოგოსაც შეყვარებოდა!

- ეგ არ მოხდებოდა, ის ბიჭი გოგოს შესაფერისი არ არის. ხმასაც არ გასცემდა. ეგ გოგო ძალიან ლამაზი და ჭკვიანი იყო. თანაც თავმოყვარეც - მამა რომ ასე აძალებდა გათხოვებას, ოჯახს გარეთ არავინ ვიცოდით. მამამისი კი ყოველდღე ურეკავდა თურმე ყაზახეთიდან ცოლს, - გოგო მოამზადე, უნდა გავათხოვოთო. დედა რომ ამას ეუბნებოდა, ეს გოგო გიჟდებოდა, - არ მინდა გათხოვება, არც მაგ ბიჭის ცოლობაო. მამამისი კიდევ ამბობდა, თუ არ წაყვება, მაგასაც ვნახავ, რომ ჩამოვალო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია