საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაბაშვილის 3 ბრალდება ივანიშვილს: პუტინის გეგმის შესრულება, ოპონენტების განადგურება, ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება
გაბაშვილის 3 ბრალდება ივანიშვილს: პუტინის გეგმის შესრულება, ოპონენტების განადგურება, ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება

არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, არ­სე­ბობს ერთი ადა­მი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მო­ნუ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­რე­ბის სა­კი­თხის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

გა­ბაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის და ინი­ცი­რე­ბის მცდე­ლო­ბა და ეს არის მცდე­ლო­ბა პუ­ტი­ნის სურ­ვი­ლე­ბის ბრმად შეს­რუ­ლე­ბის.

"ორი დღე გახ­და საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ კარ­გად გაგ­ვე­გო რა უნ­დო­და ივა­ნიშ­ვილს და ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­საც რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ორ­ჯერ გა­მე­ო­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, რა უნ­დო­დათ "იუ­თუბ­ზე" ფი­რე­ბის ატ­ვირ­თვით, რა უნ­დო­დათ ექ­სპერ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბით, მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბით, რო­მელ­საც ახლა ცდი­ლო­ბენ რა­ი­მე სი­გი­ჟე ათ­ქმე­ვი­ნონ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ერ­თა­დერთ მი­ზანს, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ არის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბა. უფრო მე­ტიც, ეს არის მცდე­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ში ძა­ლი­ან დიდი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის და ინი­ცი­რე­ბის. ეს არის მცდე­ლო­ბა ყვე­ლა იმ სურ­ვი­ლის ბრმად შეს­რუ­ლე­ბის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­აჩ­ნია ვლა­დი­მერ პუ­ტინს. ეს არის მცდე­ლო­ბა საფრ­თხის ქვეშ და­ყე­ნე­ბის ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის, ეს არის ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ძა­ლი­ან ნა­თე­ლი ნი­მუ­ში, რო­მელ­საც სა­მარ­ცხვი­ნო კამ­პა­ნი­ის ორი დღის თავ­ზე აე­ხა­და ფარ­და. არა­ნა­ი­რი სი­მარ­თლის ბო­ლომ­დე თქმა და გა­მო­ძი­ე­ბა არ არ­სე­ბობს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თვალ­ში, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, არ­სე­ბობს ერთი ადა­მი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის მო­ნუ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

27 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით და­სა­კი­თხად და­ბა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გაბაშვილის 3 ბრალდება ივანიშვილს: პუტინის გეგმის შესრულება, ოპონენტების განადგურება, ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება

გაბაშვილის 3 ბრალდება ივანიშვილს: პუტინის გეგმის შესრულება, ოპონენტების განადგურება, ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება

არ არსებობს არანაირი პროკურატურა, არსებობს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი დავალებების მონური შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის დაბარების საკითხის შეფასებისას განუცხადა.

გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების და ინიცირების მცდელობა და ეს არის მცდელობა პუტინის სურვილების ბრმად შესრულების.

"ორი დღე გახდა საკმარისი იმისათვის, რომ კარგად გაგვეგო რა უნდოდა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, რომელსაც როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ორჯერ გამეორება არ სჭირდება და ჩვეულებრივი შემსრულებელია, რა უნდოდათ "იუთუბზე" ფირების ატვირთვით, რა უნდოდათ ექსპერტის დაპატიმრებით, მიხეილ ძაძამიას დაპატიმრებით, რომელსაც ახლა ცდილობენ რაიმე სიგიჟე ათქმევინონ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომელიც დიდი ხნის წინ არის დეკლარირებული. ეს არის პოლიტიკური ოპონენტის განადგურება. უფრო მეტიც, ეს არის მცდელობა სახელმწიფოში ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების და ინიცირების. ეს არის მცდელობა ყველა იმ სურვილის ბრმად შესრულების, რომელიც საქართველოს მიმართ გააჩნია ვლადიმერ პუტინს. ეს არის მცდელობა საფრთხის ქვეშ დაყენების ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ძალიან ნათელი ნიმუში, რომელსაც სამარცხვინო კამპანიის ორი დღის თავზე აეხადა ფარდა. არანაირი სიმართლის ბოლომდე თქმა და გამოძიება არ არსებობს ამ ადამიანების თვალში, არ არსებობს არანაირი პროკურატურა, არსებობს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი დავალებების მონური შემსრულებელი ღარიბაშვილი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა