პარტნიორები:

    ქვეყანა ივანიშვილივით არაადეკვატური გახდა, ზვიგენს და ზებრას ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი ფასი აქვს - გოგა ხაჩიძის მწვავე გამოხმაურება

    ქვეყანა ივანიშვილივით არაადეკვატური გახდა, ზვიგენს და ზებრას ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი ფასი აქვს - გოგა ხაჩიძის მწვავე გამოხმაურება

    ქვეყანა გახდა არაადეკვატური, ზუსტად ისეთი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    გოგა ხაჩიძე ყოფილი პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში არ უნდა მივიდეს.

    "ქვეყანა ზოგადად გახდა არაადეკვატური. პრინციპში ზუსტად ისეთი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ყველაფერი არაადეკვატურია ამ ქვეყანაში და თავდაყირა დგას. ზვიგენსა და ზებრას, მათ საკვებს უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს და რაღა უნდა გამიკვირდეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებიდან არ ვიცი. მე ვფიქრობ, სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდეს, რადგან ტაკიმასხარაობა არის ეს, როდესაც გამოდის პროკურატურა და გრძელ ჩამონათვალს აკეთებს. მათ სწორედ ეს უნდათ, პროკურატურაში 9 საათი ამყოფონ და ატარონ, რაც ჰქონდათ კიდეც დეკლარირებული. ადამიანმა პირველივე, რაც თქვა იყო ის, რომ უნდა გავანადგურო "ნაციონალური მოძრაობაო", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა