საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს და ყვე­ლა კი­თხვას, თუნ­დაც მის­თვის უხერ­ხულს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გას­ცეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა , ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, არა­ვინ არ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა და მისი გუნ­დი არ აშე­ნებს ისეთ სა­ხელ­მწი­ფოს, სა­დაც იქ­ნე­ბი­ან პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია და მსგავ­სი რამ ყვე­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ხდე­ბა.

"მან ყვე­ლა კი­თხვას უნდა გას­ცეს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი. თუნ­დაც გა­ფან­ტოს ეჭ­ვე­ბი, და­ეხ­მა­როს გა­მო­ძი­ე­ბას, სწო­რად წარ­მარ­თოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი. თუ მას აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გო­ნი­ე­რე­ბა, უნდა ჩა­მო­ვი­დეს. ის უბ­რა­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­მო­ვი­დეს, ვი­ნა­ი­დან ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი იყო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რას ვგუ­ლის­ხმობ, აქვს კი­თხვე­ბი. მე­ო­რე სა­კი­თხია, ჩა­მო­ვა თუ არ ჩა­მო­ვა, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, უნდა ჩა­მო­ვი­დეს, თუ ჯერ კი­დევ აქვს საღი აზრი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი", -გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ჩა­მო­ვა, პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს და მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა.

"თუ არ ჩა­მო­ვი­და, მას­ზე კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა. ის დღეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე. პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვს მას­თან ძა­ლი­ან მძი­მე საქ­მე­ებ­ზე კი­თხვე­ბი. კე­თი­ლი ინე­ბოს, ჩა­მობ­რძან­დეს და გას­ცეს პა­სუ­ხი. ეს არის ჩემი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი", - გან­მარ­ტა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ორ­შა­ბა­თის, 24 მარ­ტის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

3 რამ, რაც ამ თე­მა­ზე უნდა იცო­დეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას, თუნდაც მისთვის უხერხულს ამომწურავი პასუხი გასცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავინ არ დგას კანონზე მაღლა და მისი გუნდი არ აშენებს ისეთ სახელმწიფოს, სადაც იქნებიან პრივილეგირებული და ხელშეუხებელი ადამიანები.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაში უჩვეულო არაფერია და მსგავსი რამ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდება.

"მან ყველა კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები. თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის უბრალოდ ვალდებულია, ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები. მეორე საკითხია, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს, თუ ჯერ კიდევ აქვს საღი აზრი შენარჩუნებული", -განაცხადა ღარიბაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება.

"თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის, 24 მარტის ნომერში გამოქვეყნდება.

3 რამ, რაც ამ თემაზე უნდა იცოდეთ:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა