გასულ კვირას სოციალურ ქსელებში ახალი ინტერნეტ-ჰიტი გამოჩნდა. ამჯერად ინტერნეტ სივრცე დაიპყრო სელფშოტებმა, რომელზეც ავტორებს სახეზე პლასტირი, ე.წ. "სკოჩი" აქვთ შემოკრული.
იდეის ავტორი 21 წლის ლიზი დარლია. გოგონა შთააგონა ფილმმა - "ყოველთვის თქვი, დიახ", რომელშიც ჯიმ ქერი მონაწილეობს.
"წარუმატებელი დღე მქონდა და გამახსენდა სცენა ამ ფილმიდან, რომელმაც მე ოდესღაც გამახალისა. ადამიანები დაიღალნენ უბრალო ფოტოების გადაღებით და მოვიფიქრე ასეთი რამ", - წერს ლიზი "ფეისბუქის" გვერდზე. მის ფოტოს უკვე 50 000 ლაიქი აქვს.
გოგონას მალე სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც მიბაძეს და საკუთარ "ფეისბუქ" გვერდებზე უცნაური სელფების ატვირთვა დაიწყეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
სოცქსელების მომხმარებლების ახალი გატაცება - კიბეზე დაგორების ამსახველი ფოტოები