27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი Facebook-ზე წერს:
Facebook/ ჩიორა თაქთაქიშვილი:
"ბიძინა ივანიშვილო, ხომ არ გგონია ეს შეგრჩება და პასუხს შენ თვითონ პირადად შენი ზებრებიანად არ აგებ შენს პატრონ პუტინთან ერთად? ხომ არ გგონია, მარტო ღარიბაშვილ-წულუკიან-ფარცხალაძე-ზაქარეიშვილებს შეტენი პასუხისმგებლობას საქართველოს განადგურებაზე, მისი გმირების აბუჩად აგდებაზე?!"