საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გამოძიებას ძალიან უნდა დაკითხვა, შეუძლიათ თვითონ ჩავიდნენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია" - ვაშაძის პასუხი პროკურატურას
"თუ გამოძიებას ძალიან უნდა დაკითხვა, შეუძლიათ თვითონ ჩავიდნენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია" - ვაშაძის პასუხი პროკურატურას

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მოწ­მის სა­ხით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­ში­რებს.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძემ "მა­ესტროს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს არ­სე­ბულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი აქვს მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­თან და, "რომ­ლის აზ­რსაც იზი­ა­რე­ბენ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი".

"რო­გორც ჩანს, ეს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია ისე­ვე დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­გორც მი­უ­ღე­ბე­ლია პუ­ტი­ნის­თვის", -გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა­მე­ნა­ი­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უ­ზღუ­დოს. "მათი მი­ზა­ნია, რო­გორ­მე წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში ჩას­ვან, რომ ის ვერ გა­და­ად­გილ­დეს ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე ქვე­ყა­ნა­ში. და­ნარ­ჩენს რაც შე­ე­ხე­ბა, რა იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს", - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

გა­მო­ცხად­დე­ბა თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­შა­ძე ფიქ­რობს, რომ თუ გა­მო­ძი­ე­ბას ძა­ლი­ან უნდა მისი და­კი­თხვა, შე­უძ­ლი­ათ თვი­თონ ჩა­ვიდ­ნენ იქ, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

"ბევ­რი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტია და ამა­ზე ვიმ­სჯე­ლებთ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ კავ­შირ­შია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­ვო­ბას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში და მათი მი­ზა­ნია, ეს პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რონ. ეს პირ­და­პირ შე­დის პუ­ტი­ნის ინ­ტე­რეს­ში", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და და­კი­თხვე­ბის კას­კა­დი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა­ღაც და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ვწუხ­ვარ, რომ ეს და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის ინ­ტე­რე­სებ­თან იყოს კავ­შირ­ში", - დას­ძი­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მოწ­მის სა­ხით 27 მარ­ტის­თვის არის და­ბა­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"თუ გამოძიებას ძალიან უნდა დაკითხვა, შეუძლიათ თვითონ ჩავიდნენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია" - ვაშაძის პასუხი პროკურატურას

"თუ გამოძიებას ძალიან უნდა დაკითხვა, შეუძლიათ თვითონ ჩავიდნენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია" - ვაშაძის პასუხი პროკურატურას

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით პროკურატურაში დაბარებას სააკაშვილის უკრაინასა და საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობას უკავშირებს.

როგორც გიორგი ვაშაძემ "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა, სააკაშვილი დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს მსოფლიო ლიდერებთან და, "რომლის აზრსაც იზიარებენ მსოფლიო ლიდერები".

"როგორც ჩანს, ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, ეს მიუღებელია ისევე დღევანდელი ხელისუფლებისთვის, როგორც მიუღებელია პუტინისთვის", -განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილს რამენაირად თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდოს. "მათი მიზანია, როგორმე წითელ ცირკულარში ჩასვან, რომ ის ვერ გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში. დანარჩენს რაც შეეხება, რა იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, ამას დრო გვიჩვენებს", - აღნიშნა ვაშაძემ.

გამოცხადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე, ამასთან დაკავშირებით ვაშაძე ფიქრობს, რომ თუ გამოძიებას ძალიან უნდა მისი დაკითხვა, შეუძლიათ თვითონ ჩავიდნენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია.

"ბევრი სხვადასხვა ვარიანტია და ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მიხეილ სააკაშვილის აქტივობასთან, განსაკუთრებით უკრაინაში და მათი მიზანია, ეს პროცესი შეაჩერონ. ეს პირდაპირ შედის პუტინის ინტერესში", - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პროკურატურის გააქტიურება და დაკითხვების კასკადი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ რაღაც დავალება მიიღო.

"ვწუხვარ, რომ ეს დავალება შეიძლება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებთან იყოს კავშირში", - დასძინა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე საქმეზე პროკურატურაში, მოწმის სახით 27 მარტისთვის არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა