სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქმეები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხავს
საქმეები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხავს

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია და­ბა­რე­ბუ­ლი. რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, 27 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით და­სა­კი­თხად და­ბა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­ვმარ­ტავთ, რომ საქ­მე ეხე­ბა ალექ­სან­დრე (სან­დრო) გირ­გვლი­ა­ნი­სა და ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძის მი­მართ 2006 წლის 28 იან­ვარს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის: გ. ალა­ნი­ას, ალ. ღა­ჭა­ვას, მ. ბი­ბი­ლუ­რი­ძი­სა და ა. აფ­ცი­ა­უ­რის შე­წყა­ლე­ბის ფაქტს, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2008 წლის 24 ნო­ემ­ბრის N768 გან­კარ­გუ­ლე­ბით.

ასე­ვე გვსურს გან­ვმარ­ტოთ, რომ ვი­ნა­ი­დან მთელ რიგ საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­სუ­ლია დას­კვნით ფა­ზა­ში და პრო­კუ­რა­ტუ­რა დგას მ.სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კი­თხვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე, იგეგ­მე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ზეც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ვეყ­ნებს იმ საქ­მე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლებ­ზეც დგას მ.სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კი­თხვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა:

2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რის, დარ­ბე­ვის, უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბი­სა და გარ­დაც­ვლი­ლი ა. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის ფაქ­ტებ­ზე, რაც დას­რულ­და 2011 წლის 6 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ა. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს შო­რის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბით;

2009-2012 წლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე;

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით წარ­მო­ე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე.

2004 წლის ივ­ნის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ისა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე"-ს კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი­სათ­ვის წი­ლე­ბის იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბის ფაქ­ტზე;

2009 წლის 20 მა­ისს, ე.წ. "მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბი­სათ­ვის" ძებ­ნი­ლი პი­რე­ბის კობა ოთა­ნა­ძის, ლე­ვან ამი­რი­ძი­სა და გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას, გ.კრი­ა­ლაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის, ლ.ამი­რი­ძის და კ.ოთა­ნა­ძის დაჭ­რის ფაქ­ტზე;

2012 წლის 24 თე­ბერ­ვალს სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი შპს "აგ­რო­მე­ტი"-ს (აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის) ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე.

2012 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით მისი ბი­ძის თ.ალა­სა­ნი­ას­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის შპს "ბე­ზეკ­ზე" უკა­ნო­ნოდ პრი­ვა­ტი­ზე­ბის ფაქ­ტზე.

2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში მოქ­მე­დი ტე­ლე­ვი­ზია ტვ-25-ის სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით, მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი­სათ­ვის 3 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 1 ლა­რად გა­და­ცე­მის ფაქ­ტზე.

2011-2012 წლებ­ში, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით "ქარ­თუ" ბან­კის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­კოტ­რე­ბის მიზ­ნით, ბან­კში იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის თვალ­თმაქ­ცუ­რად გას­ხვი­სე­ბის გზით გა­და­მალ­ვის ფაქ­ტზე", -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საქმეები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხავს

საქმეები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხავს

პროკურატურაში მოწმის სახით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაბარებული. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, 27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით.

ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:

2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში" შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;

2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;

2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;

2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს "აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.

2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს "ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე.

2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.

2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით "ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე", -ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ