პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი არ მინახავს და არ მისაუბრია"
"2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი არ მინახავს და არ მისაუბრია"

31 მარტს თა­ვი­სუ­ფალ თე­ატრს 13 წელი უს­რულ­დე­ბა და მე-14 სე­ზონს იწყებს. ამ დღეს ტრა­დი­ცი­უ­ლად თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ე.წ. "კა­პუს­ტი­ნიკს" დგა­მენ, სა­დაც იუ­მო­რით აჯა­მე­ბენ მიმ­დი­ნა­რე წლის ნა­მუ­შევ­რებს. გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მმარ­თველ და თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ რე­ჟი­სორ ავთო ვარ­სი­მაშ­ვილს ამ და სხვა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­სა­უბ­როდ თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სტამ­ბო­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე ვეწ­ვი­ეთ, სა­დაც მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე "მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თოხ­ლით" უნდა წარმდგა­რიყ­ვნენ...

- ბა­ტო­ნო ავთო, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ანშლა­გე­ბი გაქვთ. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს სპექ­ტაკ­ლე­ბის, ანუ რე­პერ­ტუ­ა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა თუ იმის, რომ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი დარ­ბა­ზი გაქვთ?

- არა, მცი­რე დარ­ბა­ზის თვალ­საზ­რი­სით არ უნდა ვიმ­სჯე­ლოთ. ყო­ველ­წლი­უ­რად ჩვენ გვყავს 30-35 ათა­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რაც დიდი თე­ატ­რე­ბის­თვი­საც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რი­ცხვია. თუ სტა­ტის­ტი­კას მივ­მარ­თავთ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რე­ბიც ამ რა­ო­დე­ნო­ბის მა­ყუ­რე­ბელს წარ­მო­უდ­გე­ნენ სპექ­ტაკ­ლებს. ჩვენ ვთა­მა­შობთ ყო­ველ­დღი­უ­რად, ორ­შა­ბა­თის გარ­და, და ამ­ხე­ლა რი­ცხვს ვაღ­წევთ. ხში­რად გავ­დი­ვართ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც დიდ დარ­ბა­ზებ­საც ვავ­სებთ. რა თქმა უნდა, ეს თე­ატ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

- ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი ფილ­მე­ბი ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რო­გო­რიც სპექ­ტაკ­ლე­ბი?

- იცით, რა, წარ­მა­ტე­ბა ორი თვალ­საზ­რი­სით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ - მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რე­ბა­დო­ბის კუ­თხით და თა­ვად შენ მოგ­წონს ისი­ნი თუ არა. რა თქმა უნდა, არც ერთ ჩემს ფილ­მს ჩემს არც ერთ სპექ­ტაკლს არ შე­ვა­და­რებ. მე თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი ვარ და საკ­მა­ოდ ირო­ნი­უ­ლად ვუ­ყუ­რებ ჩემს კი­ნო­ნა­მუ­შევ­რებს. სულ არ ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ისე­თია, სე­რი­ო­ზულ კი­ნო­ფო­რუ­მებ­ზე წარ­დგე ანდა გქონ­დეს რამე პრე­ტენ­ზია მა­ღალ კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. ჩემი სპექ­ტაკ­ლე­ბით კი მი­მაჩ­ნია, რომ მაქვს გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზია, მა­ღალ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. მეტ­საც გე­ტყვი, მე არა­სო­დეს მი­წო­დე­ბია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის კი­ნო­რე­ჟი­სო­რი.

- თუმ­ცა, მა­ინც იღებთ ფილ­მებს...

- ვი­ღებ, მაგ­რამ სულ ვამ­ბობ, რომ ვარ თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც ხან­და­ხან იღებს ფილ­მებს იმი­სათ­ვის, რომ სა­კუ­თარ მსა­ხი­ო­ბებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წი­ოს. ამი­ტო­მაა, რომ ჩემს ფილ­მებ­ში 98% მხო­ლოდ ჩემი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან.

- "სახ­ლი, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან გა­ი­პა­რა" ბოლო ფილ­მია, აქაც იგი­ვე პრინ­ცი­პი გქონ­დათ?

- რა თქმა უნდა, იქაც იგი­ვე პრინ­ცი­პი იყო, უბ­რა­ლოდ, იქ და­ე­მატ­ნენ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და ნინო ქა­თა­მა­ძე, რად­გან ასე­თე­ბი თე­ატ­რში არ მყავ­და და ისი­ნი მო­ვიწ­ვიე. და­ნარ­ჩე­ნი ჩემი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, ეს მათ­თვის გა­ვა­კე­თე.

- და­არ­სე­ბის დღი­დან თა­ვი­სუ­ფალ თე­ატრს არ აქვს სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ამ­ჟა­მინ­დელ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ამ თე­მა­ზე თუ გი­სა­უბ­რი­ათ?

- კი, რო­გორ არა. მე 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ვიც­ვა­ლე და სა­მი­ვეს­თან მი­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო არ არის ისე შემ­დგა­რი, რომ მი­ი­ღონ და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. იქ კერ­ძო თე­ატრს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უფრო მე­ტად ეხ­მა­რე­ბი­ან, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრს. ჩვენ­თან იფარ­გლე­ბი­ან მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბით კონ­კრე­ტულ სპექ­ტაკლზე, ან სა­გას­ტრო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ჩვენს თე­ატ­რში ხში­რად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლა და მად­ლო­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში რომ თე­ატრს ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით და­ეხ­მა­რონ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ ხდე­ბა. ამას არც დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- 2012 წლი­დან თქვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი ფონდ "ქარ­თუ­დან" ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას იღებ­დნენ. დღე­საც ასეა?

- დიახ, 25 ადა­მი­ა­ნი იღებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი არ მინახავს და არ მისაუბრია"

"2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი არ მინახავს და არ მისაუბრია"

31 მარტს თავისუფალ თეატრს 13 წელი უსრულდება და მე-14 სეზონს იწყებს. ამ დღეს ტრადიციულად თეატრის მსახიობები ე.წ. "კაპუსტინიკს" დგამენ, სადაც იუმორით აჯამებენ მიმდინარე წლის ნამუშევრებს. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მმართველ და თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს ამ და სხვა მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ თავისუფალი თეატრის სტამბოლის ფესტივალზე გამგზავრებამდე ვეწვიეთ, სადაც მაყურებლის წინაშე "მექანიკური ფორთოხლით" უნდა წარმდგარიყვნენ...

- ბატონო ავთო, ამ წლების განმავლობაში სულ ანშლაგები გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ეს სპექტაკლების, ანუ რეპერტუარის დამსახურებაა თუ იმის, რომ მცირერიცხოვანი დარბაზი გაქვთ?

- არა, მცირე დარბაზის თვალსაზრისით არ უნდა ვიმსჯელოთ. ყოველწლიურად ჩვენ გვყავს 30-35 ათასი მაყურებელი, რაც დიდი თეატრებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია. თუ სტატისტიკას მივმართავთ, მარჯანიშვილის ან რუსთაველის თეატრებიც ამ რაოდენობის მაყურებელს წარმოუდგენენ სპექტაკლებს. ჩვენ ვთამაშობთ ყოველდღიურად, ორშაბათის გარდა, და ამხელა რიცხვს ვაღწევთ. ხშირად გავდივართ რეგიონებში, სადაც დიდ დარბაზებსაც ვავსებთ. რა თქმა უნდა, ეს თეატრის დამსახურებაა, რომელიც პირველივე დღიდანვე შეიყვარა მაყურებელმა.

- ფიქრობთ, რომ თქვენი ფილმები ისეთივე წარმატებულია, როგორიც სპექტაკლები?

- იცით, რა, წარმატება ორი თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ - მაყურებლის ყურებადობის კუთხით და თავად შენ მოგწონს ისინი თუ არა. რა თქმა უნდა, არც ერთ ჩემს ფილმს ჩემს არც ერთ სპექტაკლს არ შევადარებ. მე თეატრის რეჟისორი ვარ და საკმაოდ ირონიულად ვუყურებ ჩემს კინონამუშევრებს. სულ არ ვფიქრობ, რომ ისინი ისეთია, სერიოზულ კინოფორუმებზე წარდგე ანდა გქონდეს რამე პრეტენზია მაღალ კინოხელოვნებაზე. ჩემი სპექტაკლებით კი მიმაჩნია, რომ მაქვს გარკვეული პრეტენზია, მაღალ ხელოვნებაზე ვილაპარაკო. მეტსაც გეტყვი, მე არასოდეს მიწოდებია საკუთარი თავისთვის კინორეჟისორი.

- თუმცა, მაინც იღებთ ფილმებს...

- ვიღებ, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ვარ თეატრის რეჟისორი, რომელიც ხანდახან იღებს ფილმებს იმისათვის, რომ საკუთარ მსახიობებს პოპულარიზაცია გაუწიოს. ამიტომაა, რომ ჩემს ფილმებში 98% მხოლოდ ჩემი თეატრის მსახიობები არიან.

- "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა" ბოლო ფილმია, აქაც იგივე პრინციპი გქონდათ?

- რა თქმა უნდა, იქაც იგივე პრინციპი იყო, უბრალოდ, იქ დაემატნენ ნინო ანანიაშვილი და ნინო ქათამაძე, რადგან ასეთები თეატრში არ მყავდა და ისინი მოვიწვიე. დანარჩენი ჩემი მსახიობები არიან, ეს მათთვის გავაკეთე.

- დაარსების დღიდან თავისუფალ თეატრს არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება. კულტურის სამინისტროს ამჟამინდელ წარმომადგენლებთან ამ თემაზე თუ გისაუბრიათ?

- კი, როგორ არა. მე 13 წლის განმავლობაში 3 ხელისუფლება გამოვიცვალე და სამივესთან მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი სამინისტრო არ არის ისე შემდგარი, რომ მიიღონ დასავლური გამოცდილება. იქ კერძო თეატრს ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე სახელმწიფო თეატრს. ჩვენთან იფარგლებიან მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით კონკრეტულ სპექტაკლზე, ან საგასტროლო მოგზაურობების დაფინანსებით. ასეთი შემთხვევები ჩვენს თეატრში ხშირად დაფინანსებულა და მადლობელი ვარ, მაგრამ მთლიანობაში რომ თეატრს ფინანსური თვალსაზრისით დაეხმარონ, სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ამას არც დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

- 2012 წლიდან თქვენი მსახიობები ფონდ "ქართუდან" ფინანსურ დახმარებას იღებდნენ. დღესაც ასეა?

- დიახ, 25 ადამიანი იღებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება