პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ქაჯაია: ''რუსეთ-ში გააქვს''
ბაჩო ქაჯაია: ''რუსეთ-ში გააქვს''

"ღა­მის შოუს სტუ­დია" რამ­დე­ნი­მე წელი გეგ­მავ­და არ­ხის გა­კე­თე­ბას. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ბევ­რი რამ უშ­ლი­დათ ხელს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ მო­ა­ხერ­ხეს ეთერ­ში გას­ვლა. ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხელ­წო­დე­ბა "ტვ 11" აი­ღეს სე­რი­ა­ლი­დან "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან". არხზე მუ­შა­ო­ბენ ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი. მათ შო­რის არი­ან ბაჩო ქა­ჯა­ია და ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი. მათ­მა ერთ-ერ­თმა სიმ­ღე­რამ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. სიმ­ღე­რა მე­ზო­ბელ რე­ზო­ზეა, რო­მელ­მაც დიდი ფული იშო­ვა. "ზა­პო­რო­ჟე­ცი" გა­ყი­და და "მერ­სე­დე­სი" იყი­და, მრე­ცხა­ვი ცოლი გა­უშ­ვა და მო­დე­ლი მო­იყ­ვა­ნა. ამ­დე­ნი ფული კი იმით იშო­ვა, რომ კა­რა­ლი­ოკს ყი­დუ­ლობს და რუ­სეთ­ში გა­აქვს. ამ სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ცი­ით და­ვინ­ტე­რეს­დით და ბაჩო ქა­ჯა­ი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

- ბაჩო, რო­გორ აღ­მოჩ­ნდი "ტვ 11"-ში?

- მე და ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი "ღა­მის შოუს სტუ­დი­ას­თან" ერ­თად დიდი ხა­ნია ვმუ­შა­ობთ. ორი წლის წი­ნაც ვი­ცო­დით, რომ ბი­ჭე­ბი არ­ხის გახ­სნას აპი­რებ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ ვი­ცო­დით, რომ დავ­ჭირ­დე­ბო­დით, იყო ლა­პა­რა­კი სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. ახლა, რო­დე­საც არხი გა­იხ­სნა, ერთ-ერთ ახალ პრო­ექ­ტში მიგ­ვიწ­ვი­ეს და გვთხო­ვეს, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- ხუმ­რო­ბის ტექ­სტებს თქვენ წერთ?

- ტექ­სტებს სცე­ნა­რის­ტე­ბი წე­რენ, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ერ პრო­ექ­ტში. ჩვენ ვცდი­ლობთ, ხა­ნა­და­ხან ჩვე­ნი იდე­აც ჩა­ვა­მა­ტოთ. მუ­სი­კას წერს ნო­და­რი, ტექსტს - სცე­ნა­რის­ტე­ბი და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით ვქმნით ახალ პრო­დუქტს.

- ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და იმ კა­ცი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სიმ­ღე­რა, კა­რა­ლი­ო­კის რუ­სეთ­ში გა­ტა­ნით რომ გამ­დიდ­რდა. მი­სამ­ღე­რი "რუ­სეთ­ში გა­აქვს", რო­გორც ვხვდე­ბი, გა­მიზ­ნუ­ლი ავან­ტი­უ­რა იყო. მი­სამ­ღე­რი ორ­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ.

- ვინც რო­გორ გა­ი­გებს, გა­ი­გოს. გვაქვს იმის პრე­ტენ­ზია, რომ მარ­თლე­ბი ვართ. ჯერ ერთი, კა­რა­ლი­ო­კი გა­აქვს და ყი­დის და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­შიც არ მგო­ნია, რომ მტყუ­ა­ნი ვი­ყოთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ბაჩო ქაჯაია: ''რუსეთ-ში გააქვს''

ბაჩო ქაჯაია: ''რუსეთ-ში გააქვს''

''ღამის შოუს სტუდია'' რამდენიმე წელი გეგმავდა არხის გაკეთებას. თუმცა ყოველთვის ბევრი რამ უშლიდათ ხელს. დაახლოებით ერთი თვის წინ მოახერხეს ეთერში გასვლა. ტელევიზიის სახელწოდება ''ტვ 11'' აიღეს სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან''. არხზე მუშაობენ ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობები. მათ შორის არიან ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი. მათმა ერთ-ერთმა სიმღერამ ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. სიმღერა მეზობელ რეზოზეა, რომელმაც დიდი ფული იშოვა. ''ზაპოროჟეცი'' გაყიდა და ''მერსედესი'' იყიდა, მრეცხავი ცოლი გაუშვა და მოდელი მოიყვანა. ამდენი ფული კი იმით იშოვა, რომ კარალიოკს ყიდულობს და რუსეთში გააქვს. ამ საინტერესო კომპოზიციით დავინტერესდით და ბაჩო ქაჯაიას ვესაუბრეთ.

- ბაჩო, როგორ აღმოჩნდი ''ტვ 11''-ში?

- მე და ნოდარ გურგენაშვილი ''ღამის შოუს სტუდიასთან'' ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ. ორი წლის წინაც ვიცოდით, რომ ბიჭები არხის გახსნას აპირებდნენ. სავარაუდოდ ვიცოდით, რომ დავჭირდებოდით, იყო ლაპარაკი სამომავლო თანამშრომლობაზე. ახლა, როდესაც არხი გაიხსნა, ერთ-ერთ ახალ პროექტში მიგვიწვიეს და გვთხოვეს, რომ თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა.

- ხუმრობის ტექსტებს თქვენ წერთ?

- ტექსტებს სცენარისტები წერენ, როგორც სხვა ნებისმიერ პროექტში. ჩვენ ვცდილობთ, ხანადახან ჩვენი იდეაც ჩავამატოთ. მუსიკას წერს ნოდარი, ტექსტს - სცენარისტები და ერთობლივი მუშაობით ვქმნით ახალ პროდუქტს.

- ყველაზე პოპულარული გახდა იმ კაცისადმი მიძღვნილი სიმღერა, კარალიოკის რუსეთში გატანით რომ გამდიდრდა. მისამღერი ''რუსეთში გააქვს'', როგორც ვხვდები, გამიზნული ავანტიურა იყო. მისამღერი ორნაირად შეიძლება გავიგოთ.

- ვინც როგორ გაიგებს, გაიგოს. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ მართლები ვართ. ჯერ ერთი, კარალიოკი გააქვს და ყიდის და მეორე შემთხვევაშიც არ მგონია, რომ მტყუანი ვიყოთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება